ბარსელონას რამდენიმე პროვინციაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შემდეგაც პოლიციამ 9 ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებსაც ბრალი ტერორიზმთან კავშირში ედებათ. ამ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. ცნობილია, რომ დაკავებულებიდან 8 მაროკოს მოქალაქეა, ხოლო ერთი კი ესპანეთის. მათ დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. დაკავებულების ვინაობა ცნობილი არ არის, მაგრამ არსებობს ვარაუდები, რომ ეჭვიმატანილების რაღაც ნაწილს შარშან ბრიუსელში განხორციელებულ ტერაქტთან კავშირი აქვთ. […]
კატეგორია: მსოფლიო
ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოდან 137 კილომეტრში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გეოლოგიური სამსახური ცუნამის საშიშროებას გამორიცხავს. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სახლები დატოვა და ქუჩაში გავიდა. დედაქალაქის ზოგიერთ უბანი გაითიშა ელექტროენერგია და სატელეკომუნიკაციო ქსელები. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა 5 და 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებიც. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
ემანუელ მაკრონს 25 წლით უფროსი ცოლი ჰყავს – უცნაური სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ მსოფლიო მედიამ მიზანში ბრიჯიტ მაკრონი ამოიღო. ბევრი გამოცემა მასზე როგორც მომავალ „პირველ ლედიზე“ ისე ალაპარაკდა. მედია ემანუელ მაკრონის მეორე ტურში გადასვლას მიესალმა, ამასთანავე კიდევ უფრო მეტი ცნობისმოყვარეობით დაიწყო ბრიჯიტ მაკრონის გამოკვლევა. კვირა საღამოს შემდეგ ემანუელ მაკრონის მეუღლეზე წერენ ბულვარული თუ უფრო სერიოზული გამოცემები. უცხოური მედია ხაზს ბრიჯიტ […]
მარინ ლე პენი თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია
ეროვნული ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია. პირველ ტურში, რომელიც 23 აპრილს გაიმართა ყველა მეტი ხმა ემანუელ მაკრონმა მოაგროვა, მაგრამ მიუხედავად ამისა ლე პენი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გამარჯვება მას დარჩება: ”პირველ ტურის შედეგებით იმედგაცრუებული არ ვარ. ჩვენ მყარი პოზიციები გვაქვს და მეორე ტურში წარმატებით გამოვალთ. ჩემი მეტოქე მაკრობი სუსტია, […]
როგორ აისახება საქართველოზე აშშ-ირანის დაპირისპირება
საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, პირდაპირ მოქმედებს რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, კონფლიქტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. თეირანის პოლიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევისთანავე დაიწუნა. მან გააკრიტიკა ბარაქ ობამას დროს ირანთან გაფორმებული შეთანხმებები. მას შემდეგ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. ირანს ისევ აკრიტიკებენ. მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, […]
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონმა 23,7 %, მარინ ლე პენმა კი 22 % მიიღო
პირველადი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ“-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი იმარჯვებს. მას ამომრჩეველთა ხმების 23,7 % აქვს. მეორე ადგილზე ამომრჩეველთა ხმების 22%-ით „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენია. „რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიიონი ამომრჩეველთა ხმების 19,5%-ით მესამე ადგილზეა ჟან-ლიუკ მელანშონთან ერთად. საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან საფრანგეთის […]
საფრანგეთში 17 საათისთვის ხმა 69,42%-მა მისცა
ბელგიური ეგზიტპოლი: მაკრონი – 24%, ლე პენი – 22%, ფიიონი – 20%, მელანშონი – 18%
ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTBF საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ადგილობრივი დროით 2 საათის მონაცემების მიხედვითაა დათვლილი. შედეგების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუილ მაკრონი ლიდერობს – 24%. მეორე ადგილზეა მარინ ლე პენი -22%. რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ფიიონმა 20, ხოლო მელანშონმა 18 პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვეს.
დონბასში ეუთოს ავტომანქანა ააფეთქეს
23 აპრილს, დილით უკრაინაში, დონბასში, ნაღმზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ავტომანქანა აფეთქდა. შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი დამკვირვებელი. ტრაგიკულ ფაქტს სხვადასხვანაირად აფასებენ უკრაინისა და სეპარატისტული დონბასის ოფიციალური წარმომადგენლები. მათი მხრიდან ძირითადად ურთიერთბრალდებები ისმის. მომხდარზე კომენტარი ეუთოს თავმჯდომარე სებასტიან კურცმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია ბოლომდე გამოიძიებს მომხდარს. მან ასევე დაღუპული თანამშრომლის ოჯახს მიუსამძიმრა და […]
მარინ ლე პენს საარჩევნო უბანთან FEMEN-ის მკერდმოშიშვლებული აქტივისტი გოგონები დახვდნენ
კალეს დეპარტამენტში მარინ ლე პენს საარჩევნო უბანთან მკერდმოშიშვლებული FEMEN-ის აქტივისტი გოგონები დახვდნენ, რომლებსაც მკერდზე მისი საწინააღმდეგო ლოზუნგები ეწერათ. გოგონები პოლიციამ დააპატიმრა. „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა საკუთარი არჩევანი ქალაქ ენენ-ბომონში მდებარე საარჩევნო უბანზე გააკეთა. მარინ ლე პენი წინასაარჩევნო კამპანიისას ფრანგებს დაჰპირდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის საფრანგეთს ევროკავშირიდან და ევროზონიდან გამოიყვანს. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, […]










