სტოკჰოლმის პოლიციამ დღევანდელი ტერაქტის საქმეზე 2 ადამიანს კითხავს. ამის შესახებ ინფორმაციას „Aftonbladet“ აქვეყნებს. _ პოლიციამ დასაკითხად ორი პირი დააკავა, თუმცა სხვა ინფორმაციას პოლიცია არ ავრცელებს, _ ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში. მანამდე, სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთის პოლიციამ იმ ადამიანის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მათი ვერსიით, დაკავშირებულია სტოკჰოლმში დღეს მომხდარ თავდასხმასთან. როგორც ცნობილია, სატვირთო ავტომანქანა სტოკჰოლმის ცენტრში ადამიანების […]
კატეგორია: მსოფლიო
რუსეთის სამხედრო გემი ამერიკული სამხედრო ხომალდებისკენ მიემართება
რუსეთის სამხედრო გემი ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთ ნაწილში შევიდა და აშშ-ის იმ ორი რაკეტმზიდისკენ მიემართება, რომლებიდანაც გამთენიისას სირიის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იუწყება. ამერიკის თავდაცვის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, რუსულმა ფრეგატმა „ადმირალი გრიგოროვიჩი RFS-494“ ბოსფორის სრუტე რამდენიმე საათის წინ დატოვა. რუსული სამხედრო გემი „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებით არის აღჭურვილი.
პესკოვი: რუსეთი ინფორმირებული იყო აშშ-ის მიერ სირიაში საჰაერო დარტყმების განხორციელებაზე
_ რუსეთი ინფორმირებული იყო აშშ-ის მიერ სირიაში საჰაერო დარტყმების განხორციელებაზე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. _ ინფორმაციის გაცვლის არხებით ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საჰაერო დარტყმების განხორციელებაზე. თუმცა პრეზიდენტ პუტინისთვის არავის დაურეკავს, _ განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი პესკოვმა. პესკოვის თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა აშშ-ის მიერ სირიაში განხორციელებული საჰაერო დარტყმები როგორც მოკავშირეს წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის აქტი, ისე […]
აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა
აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. როგორც ცნობილი გახდა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშინგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის ტიპის შორი რადიუსის რაკეტა გამოიყენა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული. ვაშინგტონმა იერიშები სირიაზე მას შემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი […]
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს სახეში ფქვილი შეაყარეს
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ფრანსუა ფიიონს, რომელიც სტრასბურგში „რესპუბლიკელების“ შეკრებაზე იმყოფებოდა, ახალგაზრდა მამაკაცმა სახეში ფქვილი შეაყარა. შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა, ფიონს ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ დაესხა თავს, როდესაც ის ტრიბუნისკენ მიემართებოდა. ყოფილი პრემიერ მინისტრის მიმართ უკმაყოფილება მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ის სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში და ოჯახის წევრებისთვის ფიქტიური სამუშაო ადგილების შექმნაში დაადანაშაულეს.
ევროპაში სოროსს დაუპირისპირდნენ
ბუდაპეშტის სოროსის უნივერსიტეტად წოდებული ცნობილი უმაღლესი სასწავლებლის შესაძლო დახურვის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ჩვენთან მოქმედი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტების დიდ ნაწილს განათლება ამ დაწესებულებაში აქვს მიღებული. უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც, შესაძლოა, შეჩერდეს სოროსის მიერ ბუდაპეშტში დაფუძნებული ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტის საქმიანობა. ცნობილ მილიარდერსა და ფინანსისტს ბოლო დროს ბრძოლა გამოუცხადა უნგრეთის პრემიერმა […]
ლიბერმანი: ”ქიმიური შეტევის ბრძანება ასადმა გასცა”. სირია ამ ბრალდებას უარყოფს
ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის განცხადებით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღით შეტევის განხორციელების თაობაზე ბრძანება გასცა. „იედიოტ აჰრონოტთან“ ინტერვიუში ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ სირიის სამხედრო თვითმფრინავებმა ორი ქიმიური შეტევა განახორციელეს, რისი ბრძანებაც უშუალოდ ბაშარ ალ-ასადმა გასცა. მისივე თქმით, ის ამაში 100 პროცენტით დარწმუნებულია. ისრაელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მან არ იცის, იყო თუ […]
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხმა მისცა 521-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი 75 იყო, 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. ევროპარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის საკითხი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. უკრაინისთვის უვიზო რეჟიმი, როგორც მოსალოდნელია, ივნისის დასაწყისში ამოქმედდება.
ტრამპმა ბენონი მოხსნა
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სთივენ ბენონი, რომელიც მისი მთავარი სტრატეგი და მრჩეველი იყო, ეროვნული უშიშროების საბჭოდან გაათავისუფლა. პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, საზოგადოებრივი კრიტიკის მიუხედავად, ტრამპმა 62 წლის სთივენ ბენონს უშიშროების საბჭოში მონაწილეობის უფლება მისცა და განუსაზღვრელი უფლება მიანიჭა. მიღებული პრაქტიკის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობაში პოლიტიკური მრჩევლები არ დაიშვებოდნენ. ელოდებოდნენ, რომ ბენონი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა […]
სირიაში ქიმიურ შეტევას ბავშვები შეეწირნენ _ პარტიზანები ბრალს რუსეთს და ასადს სდებენ
სირიის სოფელ ჰან-შეიხუნზე, რომელსაც პარტიზანები აკონტროლებენ, საჰაერო დატყმა განხორციელდა. სავარაუდოდ, დარტყმა რუსულმა თვითმფრინავებმა მოახდინეს. დარტყმის შემდეგ სოფლის მაცხოვრებელთა უმრავლესობამ სულის ხუთვა იგრძნო, რასაც მათი ნაწილის სიკვდილი მოჰყვა. სირიაში ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებით სასწრაფოდ იქნა მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. სირიელმა პარტიზანებმა ბრალი რუსეთს და დიქტატორ ასადს დასდეს. _ ისინი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდს ეწევიან, _ ნათქვამია პარტიზანების […]










