აშშ შეეცდება პასუხი აგებინოს ყველას, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩაიდენს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, რომელიც იტალიაში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩავიდა. „ჩვენ კვლავ ვაცხადებთ, რომ შევეცდებით პასუხი ვაგებინოთ ყველას, ვინც დანაშაულს ჩაიდენს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ციტირებს რექს ტილერსონის სიტყვებს სააგენტო „როიტერსი“. გასულ კვირას სირიაში იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის […]
კატეგორია: მსოფლიო
აშშ-სა და რუსეთს შორის ღია კონფლიქტია მოსალოდნელი
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სირიის შაირათის ავიაბაზაზე განხორციელებულმა იერიშმა შეცვალა ვითარება მსოფლიოში. ამ იერიშამდე რამდენიმე დღით ადრე სირიის იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული. ვაშინგტონი ამაზე პასუხისმგებლობას აკისრებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ბლუმბერგის შეფასებით, ამ ავიადარტყმის შემდეგ რუსეთსა და აშშ-ს შორის უშუალო შეჯახების საფრთხე გაიზარდა. ამ საფრთხემ მიაღწია უმაღლეს ნიშნულს ცივი ომის დამთავრების შემდეგ. ავიაბაზაზე […]
სასაკლაოდ ქცეული ბზობის წირვა
ჩვენ უკვე ვიუწყებოდით, რომ დღეს ეგვიპტეში ორი ტაძარი ააფეთქეს. ამ დროის მონაცემებით, სულ მცირე 36 ადამიანია დაღუპული. ორივე შემთხვევა ქრისტიანულ, კოპტურ ეკლესიებში ბზობის საზეიმო ღვთისმსახურებაზე მოხდა. პირველი აფეთქება წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა ქალაქ ტანტაში, 25 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ეკლესიაში იმყოფებოდა ქრისტიანი კოპტების პატრიარქიც. ოფიციალური წყაროების ცნობით, ის არ დაშავებულა. ცოტა ხნის შემდეგ კი მეორე ტერაქტი […]
პეტერბურგის მეტროს სადგური საეჭვო ნივთის გამო დაკეტეს
პეტერბურგის მეტროს სადგური საეჭვო ნივთის გამო დაკეტეს პეტერბურგში მეტროს სადგური „Площадь восстания“ დაკეტეს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის მიზეზი სადგურზე ნაპოვნი საეჭვო საგანი გახდა. – ადგილობრივი დროით, 16:45 საათზე სადგურ „Площадь восстания“-ს ბაქანზე საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს. სადგური და სხვა სადგურზე გადასასვლელი დაიკეტა, – განაცხადეს მეტროპოლიტენში. პეტერბურგის მეტროპოლიტენში 3 აპრილს ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 10-ზე მეტი […]
თვითმკვლელმა ტერორისტმა სომალიში 13 კაცი მოკლა
ტერაქტი მოხდა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მდებარე სამხედრო ბაზასთან. ავტომობილი, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, ბაზიდან გამოსულ სამხედრო კოლონაში შეჭრას ცდილობდა, თუმცა ავტომობილი იქვე მიმავალ სამოქალაქო პირთა მიკროავტობუსთან აფეთქდა, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მყოფი ცამეტივე ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობიT არცერთ დაჯგუფებას აუღია. სავარაუდოდ, ტერორისტი სომალიში ისლამური სახელმწიფოს ეგიდით მოქმედი დაჯგუფება ალ შაბაბის წარმომადგენელი იყო.
პოლონეთში სახლი ჩამოინგრა
პოლონეთის ქალაქ სვებოძიცეში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია. ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული. მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანის ამოყვანა უკვე შეძლეს. მეხანძრეების თქმით, შენობაში 2 სართული ჩამოინგრა. ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცობია, თუმცა მეხანძრეები მომხდარს ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირებენ. სახლში, რომელშიც აფეთქება მოხდა, 18 მცხოვრები იყო რეგისტრირებული.
ეგვიპტეში ტაძრები ააფეთქეს
დღეს, 9 აპრილს, ეგვიპტეში ტაძრები ააფეთქეს. დილით აფეთქება მოხდა ეგვიპტის ქალაქ ტანტეში კოპტურ ტაძარში. მას 30 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. მოგვიანებით ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურმა აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავა. მამაკაცი ეკლესიის მახლობლად იმყოფებოდა. ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი აფეთქება ქალაქ ალექსანდრიაში, ერთ-ერთ ეკლესიასთან მოხდა. აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. […]
მოსკოვში ელექტრო და სამგზავრო მატარებლები შეეჯახა
ელექტრო და სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად, მოსკოვში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან 11 საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ამის შესახებ რუსული მედია სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით წერს. კლინიკაში გადაყვანილთა შორის, ერთი ბავშვია. რუსული მედიის ცნობით, სულ დაშავებულია 23 ადამიანი. სარკინიგზო ავარიის მიზეზად სახელდება მამაკაცი, რომელმაც ლიანდაგზე გადაირბინა, რის გამოც, ელექტრო მატარებელმა მკვეთრად დაამუხრუჭა.
ერთი დაღუპული და 20 დაშავებული – კაპადოკიაში საჰაერო ბურთი ჩამოვარდა
ტილერსონი: რუსეთმა იმედები გამიცრუა, რადგან ის კვლავ ასადს იცავს
ამერიკის ადმინისტრაცია იმედგაცრუებულია რუსეთის რეაქციით აშშ-ის მიერ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ოფიციალური პირების კომენტარზე, რომ აშშ-ის ქმედება „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიას წარმოადგენს“. _ მე იმედგაცრუებული ვარ რუსეთის პასუხით, ვინაიდან, ეს პასუხი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი აგრძელებენ ასადის რეჟიმის […]










