კატეგორია: პოლიტიკა

“გახარიას განსაკუთრებული მადლობა” – 20 დღიანი მუშაობის შემდეგ კახა ქემოკლიძე გადადგა

"გახარიას განსაკუთრებული მადლობა" - 20 დღიანი მუშაობის შემდეგ კახა ქემოკლიძე გადადგა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ქემოკლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა. „დადგა დრო როდესაც ზუსტად 10-წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების […]

“გომელაურს ჯერ ვენტილაცია უნდა დაეყენებინა ნაცმოძრაობის ოფისში და მერე შესულიყო?!” – ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი - „ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან"

სანქციები ჯერ ამ ხალხს აქვთ დაწესებული ჩვენი საზოგადოების მხრიდან -უგულავებს, თარგამაძეებს სამუდამო სანქცია აქვთ ხელისუფლებაში არმოსვლის და სხვა სანქციების საკითხი დღის წესრიგში არ დგება და ვერც დადგება,-ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სანქციების თაობაზე ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ხალხს აღარ სურს 48 მილიონი ლარის „მომპარველების ხელისუფლებაში ყოფნა“. “გივი თარგამაძე ყველას გვახსოვს პარლამენტის […]

“აქციები 5 თვეა ხამუშ-ხამუშ მიმდინარეობს“ –  “ოცნების” დეპუტატი გიორგი ხელაშვილი

"აქციები 5 თვეა ხამუშ-ხამუშ მიმდინარეობს“ -  "ოცნების" დეპუტატი გიორგი ხელაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ხელაშვილი აქციებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს: “აქციები, როგორც ხედავთ, მიმდინარეობს ხამუშ-ხამუშ უკვე მეხუთე თვეა, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, რაიმე შედეგის მოტანა არ შეუძლია, ვინაიდან ეს არის განსხვავებული სახელმწიფო და აქციებით საქართველოში უკვე დიდი ხანია რაიმეს მიღწევა შეუძლებელია. მით უმეტეს, როდესაც არ ჩანს ხალხის პოლიტიკური ნება აქციებით შეცვალოს რამე სახელმწიფოში”,- აღნიშნა მან.

“თავისი უტვინობით “ოცნებამ” ნაციონალებს ახალი მუხტი მისცა” – გიგლა ბარამიძე

გიგლა ბარამიძე - "ნინო სანდოძე ბადრი ბიწაძეს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით ასამართლებდა"

დამოუკიდებელი პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე “ახალ თაობასთან” ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პოლიტიკური კრიზისი უფრო გაღრმავდა? – სამწუხაროდ, მძიმე ვითარებაა. თქვენს კითხვებს ვპასუხობ, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, რომელიც არც ერთ მხარეს არ ეკუთვნის. არასდროს ვყოფილვარ ნაცმოძრაობასთან. პირიქით, სააკაშვილი პოლიტიკურად მდევნიდა. არც „ქართულ ოცნებაზე“ ვარ ჩამოკიდებული და მასაც არ ვაკლებდი კრიტიკას. გიორგი გახარიას […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – “ნიკა მელიას დაკავებით ღრმად შეშფოთებული ვართ”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - "ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს!"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი “ერთანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ბრიფინგზე გამოეხმაურა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, განაცხადა, აშშ ღრმად შეშფოთებულია ნიკა მელიას დაკავების გამო. “დღეს დავიწყებთ საქართველოთი. აშშ ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერების დაკავების გამო საქართველოში”, – განაცხადა პრაისმა. მოგვიანებით, მას საკითხთან დაკავშირებით დამაზუსტებელი კითხვით მიმართეს, რაზეც სპიკერმა განაცხადა: „ჩვენ ღრმად […]

“ღარიბაშვილს ცქიტიშვილმა უთხრა, პრემიერი აღარ ხარ და წადიო სახლში”

"ღარიბაშვილს ცქიტიშვილმა უთხრა, პრემიერი აღარ ხარ და წადიო სახლში"

“ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი “ახალ თაობასთან” ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორე გაპრემიერებაზე საუბრობს. – რას ნიშნავს ღარიბაშვილის დაბრუნება? – ღარიბაშვილს თავისი პოზიცია არაფერთან დაკავშირებით არ გააჩნია. ხვალ რა რიცხვი იქნებაო, რომ ჰკითხოთ, მაგაზეც კი დაფიქრდება. ვაი და ბიძინას არ მოეწონოსო. ამ დონემდეა ყურმოჭრილი მონა. სწორედ იმიტომ შეაჩერა ივანიშვილმა არჩევანი მასზე. ალბათ ის არჩევანს აკეთებდა კობახიძესა […]

განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გადადგა

განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გადადგა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, ხარატიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. „ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილის შესაბამისად დატოვა. ის სხვაგან აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას“,- განმარტეს უწყებაში. ლევან ხარატიშვილი განათლების მინისტრის მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა

“საპატიმროს დატოვების ორი გზა არსებობს” – რას სთავაზობს „ოცნება“ მელიას

“საპატიმროს დატოვების ორი გზა არსებობს” - რას სთავაზობს „ოცნება“ მელიას

“ქართული ოცნების” საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნიკა მელიას მიერ საპატიმროს დატოვების ორი გზა არსებობს – ენმ-ს თავმჯდომარემ ან ბრალი უნდა აღიაროს, ან გირაოს თანხა გადაიხადოს. რუსთავი 2-ის ეთერში სამხარაძემ აღნიშნა, რომ ახლა უკვე თავად მელიას ხელშია, რომელ გზას აირჩევს: “სამართლებრივი გზა ახლაც არსებობს, ეს არის ისევ და ისევ გირაოს გადახდა და ასევე, […]

სალომე ზურაბიშვილთან აშშ-ის და სხვა ქვეყნების ელჩები მივიდნენ

სალომე ზურაბიშვილთან აშშ-ის და სხვა ქვეყნების ელჩები მივიდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტმა ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და არსებული სიტუაციიდან გამოსვლის გზები. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, […]

ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქცია მოაწყობს – “ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისკენ”

ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქცია მოაწყობს - "ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისკენ"

ოპოზიცია 26 თებერვალს მასშტაბურ აქციას აანონსებს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა, დიდი მსვლელობა 26 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება. „ახლა ჩვენ, თითოეული პატრიოტი და თვითონ ნიკა, მოგიწოდებთ, 26 თებერვალს, 15:00 საათზე ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, ეს იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“,-აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.