კატეგორია: პოლიტიკა

“თეა წულუკიანმა ”ოცნების” ხალხი გაუშვა და მერაბიშვილის და ახალაიას კადრები დაიტოვა”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. – რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაციები, რომ ივანიშვილი თავად დაბრუნდება პრემიერად, წულუკიანს კახიშვილი ჩაანაცვლებს, ზალკანიანს ბახტაძე და ასე შემდეგ? – გააქტიურდა საუბარი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთადერთი უკეთესი ვარიანტი, ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვისაც, რაც შეიძლება ყოფილიყო, იქნებოდა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკაში […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “შვილი მომიკლეს და პროტესტის უფლებაც აღარ მაქვს?!”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალ თაობასთან” საუბარში მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პარლამენტთან მშვიდობიანი აქციები არ გაიმართოს, მაგრამ პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. – ბატონო მალხაზ, პარლამენტის წინ შემოღობეს ტერიტორია, საუბარია, რომ სამუშაოებს იწყებენ. როგორია თქვენი პოზიცია? – ჩვენ დავინახეთ, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე. როგორც კი დამინახეს, რომ პარლამენტთან ვმოძრაობდი, მაშინვე აიღეს ატრაქციონები […]

ლია მუხაშავრია – „შოთაძის დაბრუნებით ივანიშვილი ჯებირების გამაგრებას იწყებს“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ირაკლი შოთაძე, რომელმაც გენერალური პროკურორის თანამდებობა გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობისა თუ ამ საქმეების ფალსიფიკაციის გამო დატოვა, ისევ ამ პოსტზე ბრუნდება. ყოველ შემთხვევაში გენერალური პროკურორობის მთავარი კანდიდატია და ხელისუფლებაც არ მალავს, რომ მას მმართველი პარტიის მხარდაჭერა ექნება. როგორ უნდა გავიგოთ შოთაძის მეორედ მოსვლა გენერალურ პროკურორად? _ ამ საკითხზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იურისტი ლია […]

მევლუთ ჩავუშოღლუ – ”საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საპანელო განხილვაზე ნატო-ს გაფართოებაზე ისაუბრა. „არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო და არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რომ ის წევრი ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ გვაქვს მეზობლობაზე უკეთესი ურთიერთობები რუსეთთან, თუმცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იწვევენ საქართველოს, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოახდინონ. საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და […]

სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში სარდაფში ჩაიყვანეს

ისრაელში სამუშაო ვიზიტად მყოფ სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის არქეოლოგმა დღეს უჩვეულო ტური მოუწყო. საქართველოს პრეზიდენტს, ვიზიტის კულტურული ნაწილის ფარგლებში, ახალი აღმოჩენების დათვალიერება შესთავაზეს. ძველ ქალაქში სეირნობისას, გიდმა ქართველ სტუმარს, ყველასგან მოულოდნელად, ერთ-ერთი მაღაზიის სარდაფში ჩასვლა შესთავაზა, სადაც მიწისქვეშა ქალაქია აღმოჩენილი. სალომე ზურაბიშვილი შეთავაზებას დათანხმდა. როგორც იერუსალიმელმა არქეოლოგმა განაცხადა, ახალაღმოჩენილი კულტურული ფენები, ჯვაროსნული პერიოდიდან ანტიკურ პერიოდამდე, სხვადასხვა […]

ამერიკელი კონგრესმენები გახარიას – ”ოცნების” პოლიტიკა რეგიონში პუტინის გავლენას აძლიერებს”

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი გამოაქვეყნა. წერილს ხელს ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკოლი აწერენ. “კონგრესის წევრები ვიყავით მხარდამჭერები საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ. 2019 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში აღვნიშნეთ, რომ შეშფოთებული ვართ დაპირებული დემოკრატიული პროცესების ჩაგდებით და მასთან დაკავშირებული მშვიდოპბიანი პროტესტის წინააღმდეგ გამოხატული […]

კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე ინიშნება?!

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის მიმართულება უახლოეს მომავალში გამოეყოფა, რომელსაც სავარაუდოდ, პიანისტი ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს. როგორც “2020NEWS“-თვის ხდება ცნობილი, “ქართული ოცნება“ აღნიშნულ თანამდებობაზე ბოლქვაძის კანდიდატურას ყველაზე აქტიურად განიხილავს. კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ სხვადასხვა წყაროსგან, მათ შორის, “ქართული ოცნებისგანაც“ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია, სავარაუდოდ,  ელისო  ბოლქვაძეს მინისტრობისთვის […]

ცოტაც და, გრიგოლ ვაშაძეს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადებენ

“ნაციონალური მოძრაობის“  წევრს,  გრიგოლ ვაშაძეს ოპოზიციისა და ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ დღის განმავლობაში  ვაშაძის წინააღმდეგ კომენტარი თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა. დაპირისპირება  გრიგოლ ვაშაძის მიერ “მთავარი არხის“ ეთერში  გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, სადაც ვაშაძე აცხადებდა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიყვანა ხელისუფლება პროპორციულო არჩევნების იდეამდე. მის ამ განცხადებას აქტიურად ეხმაურებიან ოპოზიციის […]

“კალაძე ოპოზიციაში ისე წავა, როგორც სააკაშვილი წავიდა შევარდნაძის ოპოზიციაში”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კახა კალაძის პოლიტიკურ მომავალზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, სავარაუდო სამთავრობო ცვლილებები, გიორგი გახარიას წასვლა რას შეიძლება უკავშირდებოდეს, არჩევნებს? – ძალიან მძიმე წელი ელოდება ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც. ყველა გამოსავალს ეძებს. როგორი იქნება საარჩევნო კანონი, როგორი იქნება პოლიტიკური პროცესი, ამაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. “ქართული ოცნების” რეიტინგი მკვეთრად […]

თამარ ჩუგოშვილი – ”თუ ”ოცნება” ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას, ძალიან ცუდად გვქონია საქმე”

თუ “ქართული ოცნება” ვერ აცნობიერებს კონგრესის და ამერიკის პოლიტიკური წრეების მნიშვნელობას, მაშინ ძალიან ცუდად გვქონია საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილს. მისი თქმით, ეს წერილი, თავისი შინაარსით, კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე წინა შემთხვევაში იყო. როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორებისთვის არ აღმოჩნდა […]