კატეგორია: პოლიტიკა

მურმან დუმბაძე – “ოპოზიცია “ოცნებას” ყველანაირ არჩევნებს მოუგებს”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს. – ბატონო მურმან, შეიძლება გახარიამ პოსტი დატოვოს? – ხელისუფლების შიდა კულუარები მოსახლეობისთვის ნაკლებად არის საინტერესო. შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლაა. – ოპოზიცია ხომ ითხოვდა გახარიას გადადგომას? – გახარია თუ წავა, ეს არ იქნება ოპოზიციის მოთხოვნაზე პასუხი. […]

სალომე ზურაბიშვილს გურიაში ლობიოთი და პრასით დახვდნენ

გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნაციონალური მოძრაობის წევრები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ. საკრებულოს წევრების თქმით, ისინი არ სეუშვეს კალანდობის დღესასწაულზე, რაც დაუშვებელია. „ვინ მისცა სალომე ზურაბიშვილს უფლება განმისაზღვროს, საკრებულოს წევრების ადგილი საკრებულოშია, თუ სხვაგან?! როგორი სამარცხვინო პრეზიდენტიც არის, ისეთი ფარჩაკი განცხადება გააკეთა მან. სალომე, პირადად ვეტყვი ამ მოღალატე ქალს, ჩემი […]

სალომეს ჩაშხამებული კალანდობა 

გურიაში, სოფელ დვაბზუში ორი რეალობის შემსწრე გავხდით. ერთის მხრივ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კონცერტს უყურებენ და მათ ბედნიერი, მოზეიმე ხალხი ახვევია გარშემო. მეორეს მხრივ კი, ადამიანები აპროტესტებენ სალომე ზურაბიშვილის გურიაში ჩასვლას. მათი თქმით, კალანდობა ღამის 12 საათზე იწყება და ყველა პრეზიდენტი 14-ში, ტრადიციის თანახმად ზეიმობდა ამ დღესასწაულს მათთან ერთად. სალომე […]

სააკაშვილის განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, ვოლსკიმ ბრიფინგი მიუძღვნა

მთავარი არხისთვის მიცემული ინტერვიუს გამო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყება იმ განცხადებით დაინტერესდა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას ადაცემაში გააკეთა. უწყების ინფორმაციით, განცხადება წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმ ვარაუდისთვის, რომ 20 ივნისს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით აშკარა მცდელობა. აღნიშნულ საკითხს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა უმრავლესობის ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ . მისი […]

მირიან მირიანაშვილი – “ივანიშვილმა გახარიას გაწირვის სცენის გათამაშება დაიწყო”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა რა ხდება რეალურად ოპოზიციის მიერ აღებული ტაიმ-აუტისას? რას ემსახურება მითქმა-მოთქმა გახარიას გადაყენების შესახებ? როგორ აფასებს საქართველოში შექმნილ ვითარებას აშშ? რატომ უდგებიან კრიტიკულად ამერიკაში როგორც ბიძინა ივანიშვილს, ისე გიგა ბოკერიასა და მამუკა ხაზარაძეს? ამ და სხვა საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს. – ოპოზიცია, ტაიმ-აუტის გამოცხადების […]

შამბა – ”საქართველოსთან დიალოგის დაწყებაა საჭირო”

დე ფაქტო აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენელ და ე.წ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრ, სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოსთან საჭიროა დიალოგის დაწყება ნორმალური ურთიერთობების დასამყარებლად. “მთავარ არხთან” საუბარში მან აღნიშნა – რომ თავად ამის მომხრეა ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელდეს ისეთი კონფრონტაცია, როგორიც დღესაა. კითხვაზე, როგორ ხედავს დიალოგის პერსპექტივას, პასუხობს – უნდა დასხდნენ პირისპირ სოხუმი და თბილისი და დაიწყონ საუბარი […]

ასლან ბჟანია აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია იყრის კენჭს. აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ თავად ბჟანიამ განაცხადა. ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმა განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს. ცნობისთვის, 2019 წლის სექტემბერში გამართულ არჩევნებში, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერი, ალხას კვიცინია მონაწილეობდა. მაშინ ე.წ. არჩევნებში […]

ირაკლი კობახიძე – “უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს”

უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ახალ, 6 – კაციან სიას. მისი თქმით, ამით პარლამენტმა გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც უზენაეს სასამართლოს მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა. „ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ გავითვალისწინებდით […]

ასლან ბარციცი – “ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის”

ოკუპირებული აფხაზეთის, დე-ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის, ასლან ბარციცის განცხადებით, რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს აღარ იყრის. „რაულ ხაჯიბამ, როგორც აფხაზმა, როგორც პოლიტიკოსმა, ბევრი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის. მან რთული პოლიტიკური გზა განვლო. ის 5 წლის მანძილზე იყო ქვეყნის პრეზიდენტი. პირველად მისი მმართველობის დროს შესრულდა ქვეყნის ბიუჯეტი. მის მიერ შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლო. ჯერ ძალიან ადრეა მისი საქმიანობის შეფასება“,-განაცხადა […]

ხაჯიმბა თანამდებობიდან გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება. მომიტინგეებთან გამოვიდა ყოფილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა და მათ განცხადება წაუკითხა. ე.წ სამთავრობო აგარაკთან შეკრებილები სიახლეს მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ამჟამად ოპოზიცია სამომავლო გეგმასთან დაკავშირებით მსჯელობს და ვინ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას 22 მარტისთვის დანიშნულ არჩევნებზე. […]