_ რუსთავი 2 დღეს არის სიტყვის თავისუფლების გარანტი. ეს განცხადება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა. _ თუ არ დავეკითხებით დღეს სტრასბურს, მერე დავეკითხებით მოსკოვს, _ განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ. ნოდარ ხარშილაძის თქმით, ხელისუფლება მრავალ ღონისძიებას მიმართავს, რათა რუსთავი 2 შეზღუდოს. _ მთავრობა რომ გამოდის და ამბობს, ეს […]
კატეგორია: პოლიტიკა
თამარ კორძაია: „ჩვენს ქვეყანას ვერ მოერია სააკაშვილი და ვერც ეს ხელისუფლება მოერევა“
_ ევროპა აქ არის, ჩვენს ქვეყანაში და ამას ვერ მოერევა ვერც ერთი ხელისუფლება, ამას ვერ მოერია მიხეილ სააკაშვილი და ვერ მოერევა დღევანდელი ხელისუფლებაც. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტზე განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალება და მისი ხელყოფის უფლება არ აქვს არც ერთ ხელისუფალს. კორძაიას განცხადებითვე, […]
ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების გადადგომას ითხოვს
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების გადადგომას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა არხის გენერალურმა დირექტორმა ”რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერ აქცია-კონცერტზე დააყენა. გვარამიამ, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც ეროვნულ სასამართლოებში ”რუსთავი 2”-ის საქმის განხილვაში მიიღეს მონაწილეობა ”გამყიდველები” და ”მონები უწოდა”. _ ჩვენ მოვითხოვთ ჩამოთვლილი სამარცხვინო გამყიდველების გადადგომას. ესენი არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – ნინო […]
ზაალ უდუმაშვილი: „ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ“
“რუსთავი2”-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, სიტყვით მიმართა. _ ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ სტრასბურის სასამართლოში, თუმცა ეს ბრძოლის ერთი ეტაპია, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, საბოლოო გამარჯვება იქნება მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ვერავინ ვეღარ შეძლებს სიტყვის თავისუფლებაზე ხელის აღმართვას, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ზაალ უდუმაშვილმა “რუსთავი2”-ის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მან მადლობა გადაუხადა […]
სააკაშვილი: “სტრასბური იყო დიდი გამარჯვება“
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქცია-კონცერტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. _ ძალიან მიხარია, რომ დღესაც რუსთავი 2-ისა და საქართველოს მხარდასაჭერად ბევრი ხალხი მოვიდა რუსთაველზე. სტრასბური იყო დიდი გამარჯვება და ქვეყნის მთავარი გამარჯვება კიდევ წინაა, _ წერს მიხეილ სააკაშვილი. პირველი რადიო
გიორგი კვირიკაშვილი: „მედიის თავისუფლება ჩვენი მონაპოვარია“
ევროპარლამენტის დეპუტატების წერილს, სადაც ისინი „რუსთავი2″ -ის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამენ, საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერილითვე პასუხობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის წევრებს მადლობას უხდის იმ ინტერესისთვის, რომელსაც ისინი საქართველოსადმი იჩენენ და ასევე, აცხადებს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო საქართველოს ხელისუფლების მისამართით ევროპარლამენტარების მხრიდან გაჟღერებული კრიტიკა. „ინტერფაქტნიუსი” გიორგი კვირიკაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ: _ პატივცემულო ევროპარლამენტის […]
მუხრან ბურჭულაძემ მერაბ ჭიქაშვილი „პრიორიტეტში“ გალანძღა
_ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული არის ადამიანის, საზოგადოების თავისუფლება – ამის შესახებ მერაბ ჭიქაშვილმა გადაცემა “პრიორიტეტში” განაცხადა. გადაცემაში სიტყვიერი დაპირსპირება მოხდა. _ თქვენ ხართ ქურდი, თქვენ პარავთ ქართველ თავისუფალ ხალხს დროს, იმიტომ რომ მე აქ ვასაჯაროებ თავისუფალი ქართველი ხალხის აზრს – ასე მიმართა მუხრან ბურჭულაძემ მერაბ ჭიქაშვილს.
მარგველაშვილი მერაბიშვილს შეიწყალებს?
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ ვანო მერაბიშვილის შეწყალების თემაზე ისაუბრა. ინგა გრიგოლიას კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურის სასამართლო დაადგენს, რომ მერაბიშვილის მიმართ კანონი დაირღვა, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ უფლებების შელახვა ავტომატურად უდანაშაულობას არ ნიშნავს: _ მე არ ვიცი, რანაირად შეილახა ბატონი მერაბიშვილის უფლებები. მე მინდა დავადასტურო, რომ […]
რატომ ემუქრება ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილს
გიორგი კვირიკაშვილის გაპრემიერების შემდეგ, მთავრობის მეთაურსა და პრეზიდენტს შორის მშვიდობა დამყარდა. ეტყობა, სავალდებულოა, ”ქართულ ოცნებაში” გიორგი მარგველაშვილს ვიღაც დაუპირისპირდეს. ეს მისია საკუთარ თავზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აიღო. ბოლო დღეების მანძილზე პარლამენტის სპიკერი რამდენჯერმე ღიად დაუპირისპირდა პრეზიდენტს. რამდენიმე დღის წინ კობახიძემ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი კარგად არ მოიქცეოდა, პრეზიდენტის არჩევის წესი უკვე მომავალი წლისთვის შეიცვლებოდა. […]
ვახტანგ ხმალაძე: ”2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს ბევრი მომხრე ჰყავს”
კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხამალაძე ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს. _ ბატონო ვახტანგ, პრეზიდენტი 10 მარტიდან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან შეხვედრებს იწყებს. თქვენი შეფასება როგორია ამ საკითხზე? _ ჯერ კონსტიტუციის პროექტი არ შექმნილა და მე არ ვიცი, რა საკითხზე აქვს პრეზიდენტს შეხვედრები დაგეგმილი. ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ჯერ-ჯერობით მუშაობა კომისიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფებში […]










