მიშა მშვილდაძე „იმედის” მიერ, საკუთარი ბანკის გახსნის დაანონსებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში, წერს: „ბანკის დედაც, პირდაპირ თქვენი ვალუტა რო გამოუშვათ? TV Imedi“.
კატეგორია: ყველა სიახლე
„იმედში” ხელფასი კონვერტებით დაარიგეს
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ბრიტანული საქნციების დაწესების შემდეგ პროსახელისუფლებო „იმედში“ ხელფასები ნაღდი ფულის სახით გასცეს. „კონვერტით არიგებენ“, – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ წყარომ, რომელიც ამ არხის თანამშრომელია. ბრიტანული სანქციების შემდეგ ტელეიმედს საბანკო ანგარიშებს ვეღარ იყენებს, ეს დადასტურდა 27 თებერვალს დილით გავრცელებული განცხადებითაც, რომელშიც საუბარი იყო საკუთარი ბანკის შექმნაზე.
გიორგი ფოფხაძე – „ჩემო უმდიდრესო, დააჭმევინე ესენი ზვიგენს…“
ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში წერს: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას ივანიშვილიც დაესწრო… ჩემო უმდიდრესო, დააჭმევინე ესენი, ზვიგენს , თორემ, გადაგყრიან რამე სასწაულ ფორცანგს და ისევ ჩვენ მოგვიწევს სტრასბურგებში და ბროუსელებში სირბილი შენ გადასარჩენად თვარააა… ესენი რო გაკაწრამენ, ბოლს დააყენებენ ტალახში. არ უქნიათ მსგავსი რამე თუ რაა?“
როგორ დავზოგოთ თანხა ბათუმში პირველი ბინის შეძენისას
პირველი ბინის შეძენა მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯია, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ ემოციებს, არამედ სწორ დაგეგმვასაც. მყიდველების უმრავლესობა ყურადღებას მხოლოდ უძრავი ქონების ფასზე ამახვილებს და ავიწყდება დამატებითი ხარჯები — გარიგების გაფორმება, გადასახადები, რემონტი, გადასვლა და შესაძლო საბანკო საკომისიოები. სწორედ მოსამზადებელ ეტაპზე შესაძლებელია მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვა, თუ წინასწარ განსაზღვრავთ ბიუჯეტს და რეალურ ფინანსურ შესაძლებლობებს. ხარჯების შემცირების ერთ-ერთი მთავარი […]
„რძე მარკეტებში 120%-იანი ფასნამატით იყიდება”
тшлф Ыутпудфшნიკა შენგელია: „ფასებთან ბრძოლა“ ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, თუ ის ეფუძნება სისტემურ ეკონომიკურ პოლიტიკას და არა მხოლოდ შეხვედრებსა და მოწოდებებს” ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ნიკა შენგელიასთან. – ბატონო ნიკა, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მთავრობის „ფასებთან ბრძოლა“? – ფასებზე პირდაპირი ადმინისტრაციული ზეწოლა, როგორც წესი, მოკლევადიან ეფექტს იძლევა. გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების სტაბილურობა დამოკიდებულია მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე, ინფლაციაზე, ეროვნული ვალუტის კურსზე, […]
„არ ავჩქარდეთ, ხუთი წელია ამაა ვითხოვ! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით“ – ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება
თბილისის პროკურორის, გიორგი მიქაიას განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა. მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს. „ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, […]
2025 წელს 1473 ბავშვის მიმართ ჩაიდინეს დანაშაული
სალომე სიმონია პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქსტატის საიტებიდან აღებულ მონაცემებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს: „მხოლოდ 2025 წელს, 1473 ბავშვის მიმართ ჩაიდინეს დანაშაული. ყველაზე მეტი ოჯახური და სექსუალური ხასიათის ძალადობა იყო. ბოლო 10 წელში 11 773 ბავშვი დაზარალდა. ეს რაც გაცხადდა. თორემ, კაცმა არ იცის რეალურად რამდენი. მხოლოდ 2025 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 766 არასრულწლოვნის […]
პროკურატურამ გიგა ავალიანზე თავდასხმის უმძიმესი კადრები გაავრცელა – ვიდეო
გავრცელებული ვიდეოკადრები ერთი წლის წინ თბილისში მომხდარ ჯგუფურ თავდასხმას ასახავს. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უსწორდება არასრულწლოვანთა ჯგუფი ახალგაზრდა მამაკაცს ქუჩაში. სასტიკი ცემის შემდეგ თავდამსხმელები მსხვერპლის სისხლით დასვრილ ფეხსაცმელებს იღებენ ვიდეოზე და ჩანაწერს ავრცელებენ. როგორც ირკვევა, აღნიშნული ჯგუფი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა და სამართალდამცველებისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა, ვიდრე გიგა ავალიანი არ მოკლეს. მკვლელობის შემდეგ მისი დედის მიერ […]
გიორგი კალატოზიშვილი – „სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი, ცხოვრებამ დამაბერა“
პროფესორი გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „12 წლის ვიყავი, როცა სამმა 16-17 წლის ბიჭმა დანები მომადეს და 161-ე სკოლის ეზოში შემიყვანეს და შარვალი გამხადეს. მაშინ მამაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. 1 წელიწადში მომიკლეს აფხაზეთში და დავრჩი მარტო ქუჩის პირისპირ. 13 წლის ვიყავი, როცა სკოლაში ვიჩხუბე და ხელი ისე გადამიჭრეს დანით, რომ 3 თითზე 5-5 ნაკერი […]










