კატეგორია: სამართალი

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დირსის კორპუსთან ქალის ცხედარი იპოვეს

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დირსის კორპუსთან ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, პოლიციაა მობილიზებული. “ტვ პირველის” კორესპონდენტის ცნობით, “დირსის” მრავალსართულიან შენობასთან ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიცია ახლა არკვევს, ქალი გადმოხტა, თუ გადმოაგდეს.

ჩუმლაყში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

დაჭრა გურჯაანში – სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. მიყენებული დაზიანებებით დაჭრილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. დაჭრა სავარაუდოდ, წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

“მოდი აბა დამეწიე!” – ბათუმში მამაკაცი პატრულს გაექცა – ვიდეო

"მოდი აბა დამეწიე!" - ბათუმში მამაკაცი პატრულს გაექცა - ვიდეო

ბათუმში პატრულმა ახალგაზრდა მამაკაცი გააჩერა, რომელსაც პირბადე არ ეკეთა. – ერთი წუთით, მობრძანდით, – მიმართა მამაკაცს პატრულმა. ის არ დაემორჩილა და გაშორდა, თან დაუძახა: – მოდი დამეწიე, მოდი. რის შემდეგაც მამაკაცი გაიქცა. პატრულმა 1 წამს იფიქრა და მამაკაცს გამოეკიდა.

ნიკა მელიას სასამართლო 29 აპრილს გაიმართება

ნიკა მელია მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს - "მადლობა, რომ არსებობთ, რადგან ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ"

29 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, ხელისუფლებას აქვს შანსი, ნიკა მელია ციხიდან ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გამოუშვას. ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ 29 აპრილის სხდომაზე ევროპარლამენტარების მხრიდან მელიას მათი თავდებობით გათავისუფლების საკითხი დადგეს. ადვოკატმა დღეს მელია რუსთავის პენიტეცნიურ დაწესებულებაში მოინახულა. როგორც საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ კონდახიშვილმა აღნიშნა, ნიკა მელია იმედოვნებს, რომ შეთანხმების […]

გაბრაზდა და პატრულის მანქანას მინა ჩაუმსხვრია – რუსთავში 2 მამაკაცი დააკავეს

გაბრაზდა და პატრულის მანქანას მინა ჩაუმსხვრია - რუსთავში 2 მამაკაცი დააკავეს

რუსთავში, სააკაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცები დააკავეს. “ინფო რუსთავთან” თვითმხილველი აცხადებს, რომ მსუბუქი ავტომობილი კოსტავას გამზირზე გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა. საპატრულო პოლიციის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ ავტომობილი გაეჩერებინათ, თუმცა, ადგილობრივების ინფორმაციით, მძღოლი სამართალდამცავების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გზა სააკაძის ქუჩისკენ გააგრძელა. საბოლოოდ, პატრულმა მოახერხა ავტომობილის შეჩერება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილში მსხდომ ახალგაზრდა მამაკაცებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი […]

სპეცოპერაცია მცხეთაში – სვეტიცხოველთან პოლიცია 2 პირს ეძებს

სპეცოპერაცია მცხეთაში - სვეტიცხოველთან პოლიცია 2 პირს ეძებს

მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარედ შსს მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ორ პირს ეძებს. ამის შესახებ სვეტიცხოვლის ქუჩაზე მცხოვრები პირები ყვებიან. სამართალდამცველები ამოწმებდნენ ადგილობრივების სახლებს და ეზოებს. სპეცოპერაცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და სავარაუდოდ ახლაც გრძელდება. – ჩემთან სახლში 2 პოლიციელი შემოვიდა, საბუთები მაჩვენეს, საიდუმლოდ ინახავდნენ, ვის ეძებდნენ, საშიში პიროვნებები არიანო, თქვეს. მე ვიფიქრე, აბასთუმანში მკვლელობის მერე რომ გაექცათ, იმათ ხომ […]

ნოდარ ღუნაშვილი კასპში ცოლმა მოკლა? – საგამოძიებო ექსპერიმენტი მოკლულის სახლში

ნოდარ ღუნაშვილი კასპში ცოლმა მოკლა? - საგამოძიებო ექსპერიმენტი მოკლულის სახლში

კასპში, სასტიკად მოკლული ნოდარ ღუნაშვილის სახლში, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის მისაღებად, დღეს მისი მეუღლე მიიყვანეს. საგამოძიებო ექსპერიმენტით გამომძიებლები ადგენდნენ მკვლელობის ღამეს მოვლენათა ქრონოლოგია. სასტიკად მოკლული ღუნაშვილის  ახლობლები  ამბობენ, რომ ღუნაშვილის ცოლმა ჩვენება შეცვალა და ამჯერად თქვა, რომ ქმარი სამზარეულოში ღამით წაიქცა და თავი დაარტყა. გამოძიებისთვის პირველად მიცემულ ჩვენებაში ღუნაშვილის მეუღლე ამტკიცებდა, რომ ნოდარ ღუნაშვილი მეგობარმა მამაკაცმა, სახლისგან მოშორებით მოკლა. […]

გახარიას დამფინანსებელი კონრად ბაბუნაშვილი ხელისუფლებამ მოწამლა

გახარიას დამფინანსებელი კონრად ბაბუნაშვილი ხელისუფლებამ მოწამლა

კომპანია ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელი დირექტორი, კონრად ბაბუნაშვილი შაბათის ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის და მისი პარტნიორი ლიკვიდაციის მიზნით მოწამლეს. ბაბუნაშვილი იმ კომპანიის დირექტორია, რომელიც  გიორგი გახარიას კამპანიას დააფინანსებს. მისი მტკიცებით, სისხლში ჰემოფილიის სამკურნალო პრეპარატი აღმოუჩინეს, რის გამოც მას თრომბი განუვითარდა. ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული პირი ამბობს, რომ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ის ეჭვობს, რომ მის მოწამვლასთან ხელისუფლების პირველი პირები არიან […]

“მოკლულიც და მკვლელიც ჯეო-გრუპში მუშაობდნენ და ჩხუბი ჰქონდათ” – რა მოხდა აბასთუმანში

"ვიღაც კაცი თოფით ხელში და ჩხუბით მოდიოდა" - აბასთუმანში 1 კაცი მოკლეს, 1 დაჭრეს

აბასთუმანში გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მოკლული “ჯეო-გრუპის” თანამშრომელია, რომელიც მშენებლობაზე იყო დასაქმებული. სავარაუდო დამნაშავეები კი ამავე კომპანიაში მომუშავე  ძმები არიან. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით სამშენებლო ობიექტზე,შესვენების დროს მოხდა, რასაც 35 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ტრაგიკულ შემთხვევას წინ უთანხმოება უძღოდა. – ერთმანეთში ჰქონდათ გაუგებრობა,რაღაცაზე ვერ მორიგდნენ. მშრომელი ხალხი იყო. ჩვენთან […]

ზუგდიდის ვალუტის ჯიხურში 57 წლის მამაკაცმა გამყიდველ ქალს 10.000 ლარი მოპარა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დღეს დილით ფულის გადასახურდავებელ პუნქტში 57 წლის მამაკაცმა ბ. ხ.-მ გამყიდველ ქალს ა. ბ.-ს 10 ათას ლარამდე თანხა მოპარა. იგი ქალს როგორც მომხმარებელი, ისე გაეცნო. როდესაც ა.ბ.-მ თანხის გადასახურდავებლად უჯრა გახსნა, მამაკაცმა ის სწორედ ამ დროს გაქურდა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მამაკაცი მოგვიანებით, ბაზრიდან მოშორებით ე.წ. სვანეთის ბაზართან დააკავეს. მათ ნივთმტკიცების სახით […]