კატეგორია: სამართალი

გურამ ბარბაქაძე – “ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს”

გურამ ბარბაქაძე - "ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს"

წვევამდელების მიმართ არადამიანური მოპყრობის საქმეში პოლიციის კიდევ ერთი ოფიცერი ფიგურირებდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მესამე პირი, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის, პოლიციის ოფიცერი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის მკვიდრი, 45 წლის მერაბ ბარბაქაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ბარბაქაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაახლოებით, ერთი თვის წინ დაასრულა. მან თავი სამსახურებრივი იარაღით საკუთარ ეზოში, უცნობი პირის სატელეფონო ზარის შემდეგ მოიკლა. ოჯახის […]

17 წლის მარიამ ბურჭულაძე მამას ძალადობაში ადანაშაულებს – რატომ წავიდა გოგონა სახლიდან

"ყველანი შოკში ვართ" - ოზურგეთში 17 წლის მარიამ ბურჭულაძეს ეძებენ

ოზურგეთიდან დაკარგული 17 წლის მარიამ ბურჭულაძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საქმეზე გამოძიების მუხლი შესაძლოა ძალადობით გადაკვალიფიცირდეს. დღეს, 23 აპრილს, ცნობილი გახდა არასრულწლოვანის ჩვენება, სადაც ბავშვი წერს, რომ მამა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, ასევე, იხსენებს, რომ მამამ ტელეფონი დაუმტვრია. დედა ფაქტს უარყოფს. – გამორიცხულია, არაფერი ძალადობა ოჯახში არ ყოფილა. ყველაფერი ნორმალურად იყო. მამა-შვილს კარგი […]

“ვიღაც კაცი თოფით ხელში და ჩხუბით მოდიოდა” – აბასთუმანში 1 კაცი მოკლეს, 1 დაჭრეს

"ვიღაც კაცი თოფით ხელში და ჩხუბით მოდიოდა" - აბასთუმანში 1 კაცი მოკლეს, 1 დაჭრეს

აბასთუმანში, მდინარე კურცხანასთან, სადაც შემოვლითი გზა შენდება, დაპირისპირება მოხდა. შემთხვევის შედეგად  ერთი პირი დაიჭრა, მეორე კი გარდაიცვალა. დაჭრილი ახალგაზრდა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, გარდაცვლილს კი აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ექსპერტიზა უტარდება. “შემოყვანილია 35 წლამდე ახალგაზრდა, რომელსაც მხრის არეში თოფით აქვს მიყენებული ჭრილობა, ამჯერად სხვას ვერაფერს გეტყვით”, – ამბობს ახალციხის  ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი ბესო ბურჯალიანი. კლინიკასთან მობილიზებული არიან […]

ქართველი კანონიერი ქურდი დავით სებისკვერაძე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ნახეს

ქართველი კანონიერი ქურდი დავით სებისკვერაძე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ნახეს

ქართველი “კანონიერი ქურდი” დავით სებისკვერაძე საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი ნახეს. დავით სებისკვერაძემ სამი დღის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 67 წლის იუბილე აღნიშნა. ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი პატიმარი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. ცნობისთვის: 2017 წელს ათენის სასამართლომ სებისკვერაძეს, ქართული მაფიის სხვა წევრებთან ერთად, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და ფულის გათეთრება ედებოდა ბრალად. რუსთავი 2

ცოლის დისშვილებს ნივთებს აყიდვინებდა და დღეში 40 ლარს ითხოვდა – 46 წლის დ.კ. დააკავეს

ცოლის დისშვილებს ნივთებს აყიდვინებდა და დღეში 40 ლარს ითხოვდა - 46 წლის დ.კ. დააკავეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ორი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე დ.კ-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.კ-მ სარგებლის მიღების მიზნით არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, ექსპლუატაციის მიზნით, მან გადაიბირა მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული, მასთან მცხოვრები მეუღლის არასრულწლოვანი დისშვილები, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში შრომით ექსპლუატაციას უწევდა. დ.კ. არასრულწლოვნებს ფიზიკური და […]

გუდაურის საბაგიროს ავარიის საქმეზე 3 წლის მერე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს

გუდაურის საბაგიროს ავარიის საქმეზე 3 წლის მერე 2 პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელე“-ს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელე“-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის […]

ორმა მოქალაქემ 73.628 ლარი მოიპარა და ბიტკოინები იყიდა

ორმა მოქალაქემ 73.628 ლარი მოიპარა და ბიტკოინები იყიდა

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევების და ქურდობის ფაქტებზე ბრალდებულებს, ა.ს.-ს და ნ.ს-ს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 22 აპრილიდან 21 ივნისის ჩათვლით ბრალდებულები კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით, ეტაპობრივად დაეუფლნენ 58 დაზარალებულის 73.628 ლარს. “უკანონო ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და მისი წარმოშობის დაფარვის მიზნით კი, აღნიშნული […]

თეონა ჯულუხაძე ალუდა გოგლიჩიძეს შვილებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

თეონა ჯულუხაძე ალუდა გოგლიჩიძეს შვილებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

განათლების მინისტრის და თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ალუდა გოგლიჩიძეს ძალადობასა და შვილებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ყოფილი მეუღლე ადანაშაულებს. რამდენიმეწლიანი დავა შვილებისთვის ისევ გრძელდება. ისტორია 2016 წელს დაიწყო, როდესაც თეონა ჯულუხაძემ მეუღლის ძალადობის გამო მასთან განქორწინება გადაწყვიტა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილების საცხოვრებლად დედის სახლი განისაზღვრა, თუმცა, ჯულუხაძის თქმით, მამის მხრიდან მოზარდებზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, დედასთან მხოლოდ […]

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა. „როგორც თქვენთვის ცნობილია, მალე 10 წელი სრულდება, რაც ვმუშაობ საქართველოს პროკურატურაში უფროსი პროკურორის თანამდებობაზე. ეს იყო გამოწვევებით, სირთულეებით, სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე 10 წელი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ბოლო 4 წელი, როდესაც ვიმსახურე, როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორმა. ამ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვიბრძოდი ნაფიც მსაჯულთა […]

ინტერპოლმა 21 წლის გოგი დოლიძეზე ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა 21 წლის გოგი დოლიძეზე ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლის ცენტრალურმა ბიურომ ყვითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა უგზო-უკვლოდ დაკარგულ 21 წლის ქართველ მამაკაცზე. გოგი დოლიძე ბუნდოვან ვითარებაში 17 წლის ასაკში გაუჩინარდა. იმ დროიდან მას ქართველი სამართალდამცველები ეძებენ. ცნობილი ხდება, რომ ქართველი ახალგაზრდის ძიებაში უკვე ინტერპოლიც ჩაერთო. შესაბამისი ინფორმაცია ინტერპოლის ბიუროს საიტზე განთავსდა. გოგი დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს დილის 9 საათზე გავიდა სახლიდან სკოლაში […]