ოჯახური ძალადობა თბილისში – მამაკაცმა ორსული ცოლი სასტიკად სცემა. ახალგაზრდა ქალს მოძალადემ მრავლობითი დაზიანებები არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა. მეუღლესთან დაპირისპირების შესახებ საპატრულო პოლიციას თავად ქალმა აცნობა. ტვ პირველმა გაარკვია, რომ ახალგაზრდა წყვილი ქირით ცხოვრობდა. სახლის პატრონის ინფორმაციით, კონფლიქტის შემდეგ ადგილზე ახალგაზრდა ქალის ნათესავები მივიდნენ და მისი ნივთები წაიღეს. სახლის მეპატრონე ამბობს, რომ ცოლ-ქმარმა მისგან ფართი დაახლოებით […]
კატეგორია: სამართალი
ხმაური გორის სასამართლოში – “ვლადიმერ ფრიდონაშვილი ჩემი შვილის მკვლელია და მე ამას დავამტკიცებ”
გორის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოყვა – მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დასკვნითი სხდომიდან დუშეთის რაიონული პოლიციის ყოფილი ინსპექტორ-გამომძიებლი ვლადიმერ ფრიდონაშვილი გაამართლა და გაათავისუფლა. განაჩენის გამოცხადებამდე სასამართლოს გარეთაც ხმაური იყო. შვილმოკლულ დედას სასამართლო სხდომაზე არ უშვებდნენ. ყოფილ პოლიციელს იმ ავტოსაგზაო შემთხვევაში ედებოდა ბრალი, რომელიც გასულ წელს დუშეთის რაიონში მოხდა და რომელსაც არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2020 წლის […]
თბილისში 30 წლის კაცმა ორსულ ცოლს ხელი მოტეხა
თბილისში, 30 წლამდე მამაკაცმა საკუთარ ცოლს სცემა და ხელი მოტეხა. „პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ფიზიკური ძალადობის დროს ქალი 3 თვის ორსული გახლდათ. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. კაცი დაკავებულია. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
“აიძულეს, საკუთარი თავის დასამარხად მიწა ამოეთხარა” – 2 პირს 9-9 წელი მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე […]
“წადით აქედან, ლეზბიანკებო!” – თბილისში ლესბოსურ წყვილს თავს დაესხნენ
20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი მამაკაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. „20 აპრილის საღამოს წყვილი სახლში მანქანით დაბრუნდა, როდესაც ეზოში მყოფმა მათ სადარბაზოშივე მცხოვრებმა, დაახლოებით 35 წლის, სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო. მოძალადე იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს: “წადით აქედან ლეზბიანკებო!”, […]
ლაგოდეხში ელექტროტექნიკოსი ნოდარ ფრიდონაშვილი დაიღუპა
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 59 წლის ელექტროტექნიკოსი, ნოდარ ფრიდონაშვილი გარდაიცვალა. ენერგო-პრო-ჯორჯიას ლაგოდეხის სერვის-ცენტრის თანამშრომელი, ქარისგან დაზიანებულ კაბელების შეკეთებას სოფელ კართუბნის ტერიტორიაზე ცდილობდა. ენერგო-პრო-ჯორჯიას კახეთის წარმომადგენლობაში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ძაბვა ყოველთვის გათიშულია, ამიტომ თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილი ელექტროტექნიკოსის ცხედარი, გურჯაანში, სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში გადაასვენეს. გამოძიება მომხდარ ფაქტზე გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.
ანა დოლიძე პროკურატურაში დაიბარეს
“მთავარი არხის” ეთერში სკანდალური რეპორტაჟის გასვლიდან ერთ თვეში, მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. საგამოძიებო უწყებაში ის თვალთვალის საქმესთან დაკავშირებით, 12:00 საათზე გამოიკითხება. 21 მარტს, “მთავარი არხის” ეთერში სუს-ის ყოფილ თანამშრომელთან ინტერვიუ გავიდა, რომელიც დღეს უკვე ციხეშია. ივანე გულაშვილი – ადამიანი, რომლის მთავარი ფუნქციაც სუს-ში სხვის ბინებში შეღწევა და იქ ფარული სათვალთვალო კამერების დაყენება […]
ლევან ათანელიშვილს 15 წლის წინ მოკლული მიშო ჩილაჩავას დეიდაშვილმა ესროლა – ახალი დეტალები
შურისძიება 15 წლის შემდეგ – ტვ პირველმა დოლიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების ახალი დეტაიით ე.წ. ,,დოლიძის საძმოს” წევრზე სისხლიანი ანგარიშსწორება 15 წლის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. 15 წლის წინ სკოლის მოსწავლე, მიშო ჩილაჩავა, სკოლის ეზოში მოკლეს და სავარაუდოდ, მკვლელობის ფიგურანტები ძმები ათანელიშვილები იყვნენ. სწორედ მოკლული არასრულწლოვნის დეიდაშვილია ათანელიშვილზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ოთარ ალავიძე. ალავიძემ შურისძიება […]
“შევეცდები, მკვდარი სხეულები დავხატო, რომლებიც დღეს მოვკალი” – რა წერია დაკარგული მარიამ ბურჭულაძის წერილში
ოზურგეთიდან დაკარგულ 17 წლის გოგოს, მარიამ ბურჭულაძეს, გურიასა და აჭარაში მე-3 დღეა ეძებენ. ის ორშაბათს სკოლაში მივიდა, თუმცა სახლში აღარ დაბრუნებულა. ნაპოვნია წერილი, ინგლისურ ენაზე დაწერილი ინიციალებით, რომლის ზუსტი შინაარსიც უცნობია, მას პოლიცია იძიებს. “შესაძლოა წამლები მივიღო, ეს იმუშავებს, შევეცდები, მკვდარი სხეულები დავხატო, რომლებიც დღეს მოვკალი. შურისძიება ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, მაგრამ ვინ ჩაკლავს იმ […]
ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე შსს-ს 2 თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება 2020 წლის 29 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ჯარისკაცების მიმართ, სამსახურებრივი მდგომარეობის […]










