კატეგორია: სამართალი

ლანჩხუთში 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

ლანჩხუთში 20 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ის მკურნალობას ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკაში გადის. ექიმების ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ახლობლებს შორის კონფლიქტის დროს მოხდა. ოჯახის ახლობლები მიზეზებზე არ საუბრობენ.

რუს ტურისტებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურს ჩაბარდა

რუს ტურისტებზე თავდასხმაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურს ჩაბარდა. აღნიშნულის შესახებ დე ფაქტო შს სამინისტრო იუწყება. – დანაშაულის ჩადენაში მეორე ეჭვმიტანილი იძულებული გახდა ჩაბარებულიყო აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. 12 ივლისს დაკავებულ იქნა გუდაუთის რაიონის მცხოვრები, რომელიც ასევე ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, – განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროში. 11 ივლისს გუდაუთის რაიონში […]

თბილისში დაკავებული მამაკაცი 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან გარყვნილ კავშირს აღიარებს

თბილისში დაკავებული 42 წლის მამაკაცი 100-ზე მეტ არასრულწლოვან ბიჭთან სექსუალურ კავშირს აღიარებს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი ერთი კვირის წინ შს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დააკავა. არსებული ინფორმაციით გ.ვ. ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. „პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული საქმის მასალების გაცნობის შემდეგ რამდენიმე ადვოკატმა მის დაცვაზე უარი თქვა. ერთ-ერთი […]

ლეილა მუსტაფაევა: საქართველოს ხელისუფლებამ აფგანის გატაცებას თანხმობა მისცა

საქართველოს ხელისუფლებამ აფგანის გატაცებას თანხმობა მისცა – ეს განცხადება, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ გააკეთა. მუხთარლის მეუღლე ირწმუნება, რომ, საქართველოში მისი მეუღლის გატაცების საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და სიმართლის დამტკიცების ერთადერთ საშუალებად, სტრასბურგის სასამართლო რჩება. აფგან მუხთარლის ადვოკატები ევროსასამართლოსთვის სარჩელზე მუშაობენ. დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან იმ დარღვევების დადგენას ითხოვს, რაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების პროცესში იკვეთება. – ფაქტები ჩვენს სასარგებლოდ […]

ირაკლი კორძაია: “ხარძიანის მკვლელობის უკან ხელისუფლება იდგა”

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი კორძაია აცხადებს, რომ ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის უკან ხელისუფლება იდგა. – დღეს აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმის უკან ხელისუფლება იდგა. ჩემს მოსაზრებას ასაზრდოებს ის, რომ 2 წელზე მეტი გავიდა და საქმე არ გაიხსნა, არ მოითხოვეს გია უდესიანის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადაცემა, – განაცხადა ირაკლი კორძაიამ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში. მან დასძინა, […]

საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები თურქეთში ავარის შედეგად დაშავდნენ

ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, თურქეთში, გირესუნის მახლობლად ავარიაში მოჰყვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტრაპზონში საქართველოს ვიცე-კონსულმა მანანა ბერიაშვილმა განუცხადა, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა და ისინი განაწილებულნი არიან რეგიონის 4 კლინიკაში. – არიან დაშავებულები. სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. ამჯერად მიმდინარეობს დადგენა, თუ ვინ რომელ საავადმყოფოშია. მე მივდივართ ახლა ერთ-ერთ სავადმყოფოში, […]

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მანქანა ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, მაგისტრალზე ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთ-ერთი ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ

მდინარე რიონში 13 წლის ბავშვს ეძებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბავშვის ახლობლებმა განუცხადეს, 13 წლის ბიჭი გუშინ ქუთაისში, სახლიდან მეგობრებთან ერთად გავიდა და აღარ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ ღამით 112-ში შევიდა შეტყობინება მოზარდის გაუჩინარების შესახებ და მას შემდეგ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. – შეტყობინების მიღებისთანავე სამაშველო ჯგუფებმა დაიწყეს დაუყოვნებლივ სამაშველო სამუშაოები. გადაკეტილია […]

დაკარგული ტყუპი ძმები იპოვეს

14 წლის ტყუპი ძმები, ნიკა და ლუკა ცანავები, რომლებსაც ოჯახის წევრები ეძებდნენ, ბათუმში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან ინტენსიურად მიმდინარეობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

მიხეილ რამიშვილი – ”მეუფე იაკობმა კონკრეტული პასუხები ვერ გაგვცა… მას ჩემთან პრეტენზიები აქვს”

ციანიდის საქმეზე ბოდბელი ეპისკოპოსის, მეოფე იაკობის დაკითხვა დასრულდა. როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, მან ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ მას კითხვები დაუსვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემაც, თუმცა რა კითხვები ჰქონდა ბრალდებულს, მეუფე იაკობს არ დაუკონკრეტებია. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მეუფე იაკობს მის მიმართ პრეტენზიული კითხვები აქვს. ამის შესახებ რამიშვილმა ქორეპისკოპოსის […]