კატეგორია: სამართალი

დედოფლისწყაროში, ფერმაში, ახალშობილის ცხედარი იპოვეს

დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებასთან, გუშინ ღამით, ფერმაში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე ვადით. ნიუპოსტი

გიორგი ფანცულაია – ”შორენა თეთრუაშვილმა დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა”

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, შორენა თეთრუაშვილმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს მისი მოკვლის საბაბი არ ჰქონდა. ადვოკატის თქმით, საქმის პროკურორი ყოველი სასამართლო პროცესის შემდეგ რეალობიდან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და სწორედ ამიტომ არის სასამართლო პროცესი დახურული, რომ მათ არ სურთ, რეალური ინფორმაცია გაიგოს საზოგადოებამ. ადვოკატი ფანცულაია: – პატივცემული პროკურორი არ შეეხო იმას, შორენა […]

”შორენა თეთრუაშვილს მამა გიორგი მამალაძისთვის არ უთხოვია არც გველის შხამი და არც ციანიდი” – შორენა თეთრუაშვილი დღეს დაიკითხა

ცოტა ხნის წინ დასრულდა ციანიდის საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა. ციანიდის საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია. ამის შესახებ გუბელაძემ ჟურნალისტებს პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვის შემდეგ განუცხადა. – დაზარალებულის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. […]

პროკურორი მარშანია: ”ოთარ აბესაძე ქრთამით მოპედის ყიდვას აპირებდა…ის ჩვენებაში თანამდებობის პირებს ასახელებს”

პროკურორ ირაკლი მარშანიას ინფორმაციით, ოთარ აბესაძემ პირს, რომელსაც ქრთამი მოსთხოვა, განუცხადა, რომ 3 ათასი დოლარიდან ნაწილით მოპედის ყიდვას აპირებდა. ამის შესახებ პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, აბესაძის მიერ ქრთამის მოთხოვნა აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით მტკიცდება. გარდა ამისა, პროკურორის მტკიცებით, აღნიშნულმა პირმა აბესაძეს უთხრა, რომ არ ჰქონდა იმ ეტაპზე 3 ათასი დოლარი და მხოლოდ ათასი დოლარის მიცემა […]

ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის მერიის თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე და ასევე მიმალვის საფრთხე. როგორც მოსამართლე რომან ხორავამ აღნიშნა, პროკურორის შუამდგომლობა დასაბუთებული იყო. თავის მხრივ, დაცვის მხარე აბესაძისთვის 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ინტერპრესნიუსი

თბილისში დაკარგულ 14 წლის ტყუპ ძმებს ეძებენ

თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს, ნიკა და ლუკა ცანავებს ეძებენ. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ბახალა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგანაშვილს გირაო 20.000 ლარის ოდენობით შეეფარდა. დღესვე ამავე საქმეზე ორი მოწმე დაიკითხა. გიორგი გიორგანაშვილს ბრალი ბუპრენოფრინის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფლობისთვის აქვს წაყენებული.

გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო

გურჯაანში, ალაზნის სარწყავ არხში მამა-შვილი დაიხრჩო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მამა 57 წლის იყო, შვილი კი 6-ის. შვილის ცხედარი ნაპოვნია, მამის ცხედარს კი ამ დრომდე ეძებენ.

ხურციძის ადვოკატი სპორტსმენის დაცვაზე უარს აცხადებს

ოჯახი მთავრობას დახმარებას თხოვს ამერიკაში დაკავებული ავთანდილ ხურციძის დედა მაყვალა ხურციძე ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. როგორც სპორტსმენის დედა აცხადებს, მისი შვილის ანგარიშზე არსებული თანხები დაყადაღებულია რის გამოც ადვოკატებისათვის ფულის გადახდას ვერ ახერხებენ და სწორედ ამის გამო ადვოკატმა სპორტსმენის დაცვაზე უარს ამბობს. – მე არ შემომხმიანებია ხელისუფლება, არაფერი არ უთქვამთ ჩემთვის ერთადერთი ფედერაციის უფროსი შემეხმიანა და მითხრა, […]

ციანიდის საქმეზე დღეს მეუფე იაკობი დაიკითხება

 ციანიდის საქმეზე დღეს მეუფე იაკობი დაიკითხება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეუფე იაკობის გარდა დღევანდელ პროცესზე სხვა სასულიერო პირებიც დაიკითხებიან. ზვიად გუბელაძის თქმით, ასევე დაიკითხებიან საპატრიარქოს სამდივნოს თანამშრომლები.