თბილისის საქალაქო სასამართლოში პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მივიდა. თეთრუაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. შორენა თეთრუაშვილი დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაიკითხება. საქმის განხილვა სასამართლოში ამ წუთებში უნდა განახლდეს.
კატეგორია: სამართალი
ოთარ აბესაძეს ბრალი წაუყენეს
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ოთარ აბესაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრალი წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. საქმის ერთ-ერთი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მათ უკვე გადაეცათ საქმის მასალები, თუმცა, ბრალდებულის თხოვნით, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. მისივე თქმით, ბრალის წარდგენის შემდეგ, შესაბამისი დოკუმენტაცია დღესვე სასამართლოში გადაიგზავნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის […]
პალიასტომის ტბაში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს
ფოთში პალიასტომის ტბისა და მდინარე კაპარჭას შესართავთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. თვითმხილველის თქმით, ნაპირთან ახლოს ქალის ცხედარი შეამჩნია და მაშინვე სამაშველო სამსახურსა და პოლიციას დაუკავშირდა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია და მას გამოძიება დაადგენს. ინტერპრესნიუსი
ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” მსჯავრდებულთა ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ფირცხალავას და ცააძეს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ და წონაში ძალიან დაიკლეს. ადვოკატმა მსჯავრდებულები ე.წ. მატროსოვის ციხეში დღეს მოინახულა. ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე უკვე მეათე დღეა შიმშილობენ და მის შეწყვეტას არ აპირებენ. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე […]
ელისო კილაძის შვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
ნარკოდანაშაულში ბრალდებული დავით ხარშილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 15 ათას ლარიანი გიროთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ხარშილაძეს ასევე დაევალა სასამართლოსთვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარება.
მცხეთაში მატარებელი ქალს დაეჯახა
მცხეთაში მატარებელი ასაკოვან ქალს დაეჯახა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” რამდენიმე მოქალაქემ აცნობა, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო სამსახური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. თავის მხრივ, როგორც ”ინტერპრესნიუსი” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.
მიკროავტობუსის სალონში ცეცხლი გაჩნდა – ინცინდენტი თბილისში
თბილისში, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე სახანძრო და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. როგორც “ნიუპოსტს” ადგილიდან აცნობეს, რამდენიმე წუთის წინ მიკროავტობუსის სალონში ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი სახანძრო ბრიგადების მისვლამდე საკუთარი ძალებით ჩააქრეს, თუმცა მეხანძრეებმა უსაფრთხოების მიზნით სალიკვიდაციო სამუშაოები მაინც ჩააატარეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოთარ აბესაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის თანამშრომელს ბრალს დღეს წარუდგენენ. აღიარებს თუ არა დანაშაულს ოთარ აბესაძე, ამ დრომდე უცნობია. დაკავებული სუს-ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გვიან ღამით მისმა უფლებადამცველმა მეორედ მოინახულა. ირმა ჭკადუას ინფორმაციით, აბესაძეს ემოციური ფონის გამო დამამშვიდებლები აქვს მიღებული და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაცვის ქვეშ მყოფთან საქმის დეტალებზე […]
ელისო კილაძე: “ხელისუფლებაში გადაწყვეტილი აქვთ, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს ჩემი შვილი”
ელისო კილაძე ვარაუდობს, რომ მის შვილს წაყენებული მუხლით გათვალისწინებულ უმაღლეს სასჯელს შეუფარდებენ. გაზეთ “ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის შვილს დავით ხარშილაძეს სასამართლო პროცესზე ბრალდებულს დაკითხავენ. ამის შემდეგაც უკვე დაცვისა და ბრალდების მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან.ელისო კილაძე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ანალოგიური ბრალდებით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული რამდენიმე პირი მოსამართლემ გაამართლა, ის დავით ხარშილაძის გამართლებას არ ელოდება. […]
ვაჟა-ფშაველაზე მოქალაქემ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გაძარცვა სცადა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გაძარცვა სცადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულმა მძღოლმა განუცხადა, თავდამსხმელმა მას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა თავად სცადა საჭის მართვა, რის გამოც მძღოლმა მართვა დაკარგა და ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლმა მცირე დაზიანება მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. ეჭვმიტანილი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ის ფსიქიურადაა […]










