კატეგორია: სამართალი

36 ფსიქოტროპული აფთიაქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. 18 ხელმძღვანელის მიმართ საქმე აღიძრა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელის მიმართ საქმე აღძრა. საგამოძიებო სამსახური ამბობენ, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაყიდვა. გამოძიების მასალების მიხედვით, 36 აფთიაქიდან, ბოლო […]

ქავთარაძის ქუჩაზე ავტოავარიაში ტაქსის მგზავრი დაშავდა

ტაქსის მგზავრი დაშავდა ავტოავარიაში, რომელიც წუხელ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს BMW-სა და ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. “პირველის” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, რომ ავარიის შედეგად ტაქსის ნიშნით მოძრავი ოპელის მგზავრი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. “პირველის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო ეკიპაჟები. მომხდარის შესახებ სხვა […]

ოზურგეთში, საბილიარდოში მომხდარი ჩხუბის შედეგად პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა, დაკავებულია 3 პირი

 ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე, საბილიარდოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით 3 ახალგაზრდა მამაკაცია დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ოზურგეთში პოლიციის განყოფილების მიმდებარედ არსებულ საბილიარდოში მომხდარ ჩხუბზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას. შსს-ს ცნობით, შემთხვევის დროს პოლიციის 2 თანამშრომელი დაშავდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. გავრცელებული […]

ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი გიორგი შარაშენიძის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. ჯავახიშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს 26 წლის მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, საქმე სსკ-ის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო […]

მამუკა ახვლედიანი თეა წულუკიანს, მამუკა მდინარაძეს, არჩილ თალაკვაძეს და ზვიად ძიძიგურს სასამართლოში უჩივის

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იმ პოლიტიკოსებს უჩივის, რომლებმაც მის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთეს და ბრალდებები წაუყენეს. როგორც ახვლედიანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სარჩელს სასამართლოში ხვალ 12:00 საათზე შეიტანს. თბილისის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, საქმე ეხება იმ განცხადებებს, რომლებიც, მისი აზრით, ცილისმწამებლურია და ეხებოდა როგორც მის საქმიანობას, ასევე ქონებრივ მდგომარეობას. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მისი სარჩელის მოპასუხეები […]

ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცმა 23 წლის მეუღლე მოკლა

მკვლელობა მოხდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისში. არსებული ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა მეუღლე, 23 წლამდე ქალი ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება. ფაქტი “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩა.

ელისო კილაძის შვილს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომელსაც ბრალდებული საკუთარი ხარჯებით ჩაიტარებს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნათია ბუსკაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 13 მარტს ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგენილი ნარკოტიკების მოხმარების დასკვნა გაყალბებულია. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა აღნიშნა, რომ პირველად ჩატარებული შემოწმებით მას ნარკოტიკების მოხმარება არ დაუმტკიცდა. […]

გელა ნიკოლაიშვილი: “მოსამართლეები არ არიან ნაზი ყვავილები, რომ კრიტიკამ დააჭკნოს”

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ შეურაცხყოფისთვის ახალი რეგულაციები საჭირო სულაც არ არის, რადგან ყოველივე კანონში ისედაც გაწერილია: – მოსამართლის შეურაცხყოფაზე უნდა იყოს ისეთივე სასჯელი, როგორც სხვა დანარჩენი პიროვნების. შეურაცხყოფა ისედაც ისჯება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლია და ეს საკითხი იქ არის გაწერილი. ჩემი პოზიცია არის ის, რომ ეს საკითხი ცალკე რეგულირებას არ საჭიროებს და […]

ფოტოგრაფების საქმეზე ეკა ბესელია დაიკითხება

ფოტოგრაფების საქმეზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაიკითხება. ამის შესახებ დაზარალებულად ცნობილმა ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ზეწოლის შედეგად აიძულებდნენ ახალი ადვოკატის მირდატ ქამადაძის აყვანას. – დამავალეს, რომ ძმაკაცურად უნდა დამერეკა მირდატ ქამადაძისთვის და მეთხოვა ჩემი ადვოკატი ყოფილიყო. მითხრეს, რომ სასამართლოში ის წამიყვანდა და საპროცესოთიც […]

“ბიჭი განწირული ხმით შველას ითხოვდა” – თვითმხილველები ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი გიორგი შარაშენიძის მკვლელობის შესახებ საუბრობენ

პოლიცია ამ დრომდე ეძებს თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ჩამდენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით აღიძრა. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. 26 წლის გიორგი შარაშენიძე გუშინ საკუთარ ავტომობილში, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. ახალგაზრდა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. […]