უნდა იყოს თუ არა დასჯადი მოსამართლის შეურაცხყოფა და ზღვარს გადასული კრიტიკა? “ახალმა თაობამ” ამ კითხვით ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტ ზაზა ხატიაშვილს და უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილს მიმართა. – ეს არის იუსტიციის საბჭოს მორიგი უკანონობა. მორიგი უზნეობა, რაც მათ სურთ, რომ დააკანონონ. გამოხატვის თავისუფლება არის აღიარებული კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეათე მუხლით. ყველამ კარგად იცის, რომ […]
კატეგორია: სამართალი
აჭარაში 32 წლის ქალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს
შსს აჭარაში იარაღზე დაკავებული ქალის შესახებ ინფორმაციას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს, თუმცა მის შესახებ მხოლოდ მწირ ინფორმაციას იძლევა – დაკავებული 1985 წელს არის დაბადებული. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის გიორგი შარაშენიძე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს
გუშინ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 26 წლის მამაკაცს საკუთარ ავტომობილში ცეცხლი გაუხსნეს. ახალგაზრდა მამაკაცი თვითმხილველებმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მოკლული გიორგი შარაშენიძეა. მას ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტომობილით მოძრაობისას შემხვედრმა მანქანამ გზა გადაუღობა, საიდანაც ცეცხლი გაუხსნეს. მამაკაცი ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებია და ის სახლში ბრუნდებოდა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის […]
ქუთაისის მუხნარის ტყეში ჩამომხრჩვალი მამაკაცი იპოვეს
ქუთაისთან ახლოს მუხნარის ტყეში, ჩამომხრჩვალი კაცის ცხედარი იპოვეს. “პირველს” თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ ცხედარი მიკროავტობუსის მძღოლებმა ტყეში დაინახეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 24 წლის ქუთაისის მკვიდრია. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
ავარიას თეთრიწყაროში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ენაგეთის გადასახვევთან, „ოპელის“ მარკის ავტომობილი და „პიკაპი“ ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად „ოპელის“ მარკის ავტომობილის ორი მგზავრი გარდაიცვალა. ლიკა დედალამაზიშვილი და მამუკა დალაქიშვილი თეთრიწყაროს კულტურისა და საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებულ ხალხური ცეკვების ქორეოგრაფები იყვნენ. მათ ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ. ავარიის შედეგად „პიკაპის“ ავტომობილში მსხდომმა მგზავრებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ინტერპრესნიუსი
ელისო კილაძემ და ზვიად კუპრავამ გიორგი მღებრიშვილს პროკურატურაში უჩივლეს
გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ და ”სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ელისო კილაძემ განუცხადა, საქმე ეხება მინისტრის არადეკლარირებულ ქონებას. – 2016 წლის დეკლარაციაში მინისტრს აქვს ბინა ფოთის ქუჩაზე, რომელიც 2017 წლის დეკლარაციაში არ ფიგურირებს, ასევე არ ფიგურირებს […]
“მაინტერესებს, შერჩა თუ არა სინდის-ნამუსი” – ახვლედიანი გვენეტაძესთან მუქარის შემცველი საუბრის დეტალებს იხსენებს
საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ნინო გვენეტაძესთან მუქარის შემცველი საუბრის დეტალებს იხსენებს. მამუკა ახვლედიანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ რამდენიმე თვის წინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უზენაესი საბჭოს წევრობის კანდიდატის, ეკა გასიტაშვილის მხარდაჭერა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ ის ახვლედიანის წინააღმდეგ მომართულ ჩინჩალაძე-მურუსიძის დაჯგუფებას მიემხრობოდა. – გვენეტაძეს კითხეთ, მე მართლა მაინტერესებს, შერჩა თუ არა სინდის-ნამუსი და […]
ზურაბ ადეიშვილს და ვანო მერაბიშვილს აკურის ღვინის ქარხნის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათ
აკურის ღვინის ქარხნის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლე გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებით, ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად, ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო მერაბიშვილს, ასევე ამნისტიის გათვალისწინებით, 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა. ადეიშვილის ადვოკატი აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს, მისი თქმით დღევანდელი განაჩენის გასაჩივრების საკითხს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კონსულტაციის […]
მაშველებმა მტკვრიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოიტანეს
გუშინ საღამოს მაშველებმა მტკვრიდან შუახნის ქალის ცხედარი ამოიტანეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ქალი თავად გადახტა მდინარეში. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან გვიანობამდე მუშაობდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები. ნიუპოსტი
გონიოში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე სამაშველო- სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის […]










