კატეგორია: სამართალი

ავარიას ელიავას ბაზრობასთან ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

დღეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე, 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი ქალს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გზაზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შემდეგ ავტომობილმა მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ […]

გრიგოლ მიქავა მეორედ დააკავეს

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა მეორედ დააკავეს. შსს-ში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ის ამ დრომდე დაკავებულია, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. გრიგოლ მიქავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წუხელ დააკავეს, დღეს დილით კი გაათავისუფლეს. ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციამ ის ხელახლა დააკავა და ამ დროისთვის ისევ საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტშია გადაყვანილი. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე იყო გადაყვანილი […]

ჩოხატაურში მამაკაცი მდინარეში დაიხრჩო

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო სურებში, ადიდებულმა მდინარემ 50 წლამდე მამაკაცი გაიტაცა. ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ადგილობრივებმა დაუდასტურეს. მათი თქმით, გარდაცვლილი თემურ მეგრელიშვილი, თანასოფლელებთან ერთად ტყეში, სამკურნალო მცენარის მოსაძებნად იყო წასული. ის ადიდებულმა მდინარე სუფსამ იმ დროს გაიტაცა, როცა ცხენით ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადადიოდა.

გრიგოლ მიქავა გაათავისუფლეს – შარდის ჩაბარებაზე მან უარი თქვა

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი, გრიგოლ მიქავა, რომელიც წუხელ დააკავეს, ამ დროისთვის გათავისუფლებულია. არსებული ცნობით, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსს ნარკოლოგიური შემოწმება არ ჩატარებია, ვინაიდან მან შარდის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. 12-საათიანი დაკავების შემდეგ ის გაათავისუფლეს. სამართალდამცავებმა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი წუხელ დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, საქმე ნარკოტიკებს უკავშირდებოდა. ამასთან, წუხელ ღამით სამართალდამცავებმა ზუგდიდში ადგილობრივი მკვიდრი ლევან ხვიტიაც […]

ტელეკომპანია “იმედი” ეკა ნადაშვილს პროკურატურაში უჩივლებს თაღლითობის გამო

დღეს ტელეკომპანია „იმედი“ პროკურატურას მოქალაქე ეკა ნადაშვილის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ტელევიზია საგამოძიებო უწყებას სთხოვა გაარკვიოს, იკვეთება თუ არა თაღლითობის ნიშნები ნადაშვილის მხრიდან. მას შემდეგ, რაც იუსტიციის საბჭომ საკუთარი გადაცემების შექმნის მიზნით, მედიაკომპანიებთან მოლაპარაკებები დაიწყო, მოქალაქე ეკა ნადაშვილმა საბჭოს წევრებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერი შესთავაზა. მაშინ როცა ის არც ამ კომპანიის თანამშრომელია და არც […]

თბილისში წყნეთის ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალები დააკავეს – მეზობლებმა და ტრანსგენდერებმა იჩხუბეს

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე ტრანსგენდერი ქალები და მათი მეზობლები დააკავეს. ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ერთმანეთს ტრანსგენდერი ქალები და მათი მეზობლები დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით ხმაურის მიზეზი ტრანსგენდერებსა და მათ მეგობარს შორის ურთიერთობის გარჩევას მოჰყვა. მოგვიანებით დაპირისპირებაში მეზობლებიც ჩაერთვნენ. ტრანსგენდერები სამართალდამცავებს უმოქმედებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებენ, რომ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის […]

ლევან მურუსიძე: “მოსამართლეს რომ ნაძირალას უწოდებ, ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება?!”

– საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების პრესტიჟი და მისი ავტორიტეტი არ იყოს შელახული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული. ამიტომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოწოდება იყო ის, რომ თუ ექნებოდათ სურვილი იმ ადამიანებს, ვინც ჩართულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებში, ვისაც ზოგადად აინტერესებს ეს თემა, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება თუ მასმედია, ყოფილიყო შეკრება ამასთან დაკავშირებით […]

პოლიციამ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დააკავა

სამართალდამცავებმა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მისი დაკავების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საქმე ნარკოტიკებს უკავშირდება. შსს-ში ფაქტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. ამასთან, წუხელ ღამით სამართალდამცავებმა ზუგდიდში ადგილობრივი მკვიდრი ლევან ხვიტიაც დააკავეს, რომელსაც, მისივე ადვოკატის ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში შემოწმებისას მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. ადვოკატ გონელი მარღანიას განმარტებით, ხვიტიას […]

ვინ იდგა დეკანოზ გიორგი მამალაძის უკან და ვისთან მიჰქონდა ციანიდი?!

გასულ კვირას პროკურატურამ მამა გიორგი მამალაძეს ბრალიც დაუმძიმა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ის ანგარების მიზნით აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. ამავე უწყების განმარტებით, მამა გიორგი თეთრუაშვილს მიიჩნევდა თავისი კარიერული წინსვლის შემაფერხებლად. პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ შორენას და მამაოს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილთან ურთიერთობა მას […]

“შორენა თეთრუაშვილთან ერთად, მეუფე იაკობისა და მამა დავით ჭინჭარაულის მკვლელობაც იგეგმებოდა”

ამ კვირის დამლევს ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება. ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, შესაძლოა, კიდევ ბევრი სკანდალური ინფორმაციის მომსწრენი გავხდეთ. პროკურატურის მთავარმა მოწმე ირაკლი მამალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩანაწერების სრული გასაჯაროება საპატრიარქოს იმიჯს ზიანს მიაყენებს. ამ ჩანაწერებს პროკურატურა ბოლომდე, ალბათ, არ გაასაჯაროებს. საპატრიარქოს წარმომადგენლებს ეს ჩანაწერები სრულად აქვთ ნანახი და მოსმენილი. საპატრიარქოს წარმომადგენლები ამ […]