თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს ოთხი წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.სასამართლო სხდომას პირველი ლედიც ესწრებოდა. მიხეილ მგალობლიშვილი მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კატეგორია: სამართალი
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს
მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი – 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის […]
თემქაში ფანჯრიდან გადავარდნილი მოზარდი თოკებზე დაეცა და გადარჩა
თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა. ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და მესამე სართულზე, თოკებზე დაეცა. მაშველებმა 13 წლის ბიჭუნას ჩამოყვანა ამწეს საშუალებით შეძლეს. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, ამჟამად იგი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ვაზისუბანში სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა და დაიღუპა
უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ცხედარი პირველმა ბავშვის დედამ აღმოაჩინა. ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზაზე. გოგონა ტრაგედიის ადგილის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი
ფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. 20 აპრილს ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებული 7.000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში […]
”ქართული ოცნების” დეპუტატ მანუკიანის მანქანა დაწვეს
”ქართული ოცნების” დეპუტატის, სამველ მანუკიანის ავტომობილს გვიან ღამით ცეცხლი წაუკიდეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დეპუტატი დეტალებზე დაზუსტებით ვერ საუბრობს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მანქანის დაწვის ფაქტი მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. სამველ მანუკიანი პარლამენტში ”ქართული ოცნებიდან” მოხვდა. ის დაიბადა 1976 წლის 11 ივნისს. სხვადასხვა დროს შპს გეოფუდის ერთ-ერთი მეწილე იყო. მოგვიანებით მისი სახელი გამოჩნდა „ქართული ოცნების” შემომწირველების სიაშიც. მან […]
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
გუშინ ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განუცხადა, კლინიკაში ორი დაშავებული შეიყვანეს, რომელთაგან ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა. ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის 7 თვის ორსული […]
ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორსული ქალბატონია
ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორსული ქალბატონია ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 თვის ორსული ქალბატონია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის […]
შარტავას ქუჩაზე მშენებარე ობიექტის 21-ე სართულიდან მუშა გადმოვარდა
თბილისში, შარტავას ქ. #31-ში მშენებარე ობიექტზე ერთი პირი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა. – მონტაჟზე მუშაობდა, პატარა ბიჭი იყო, დაახლოებით 20 წლის. 21-ე სართულიდან გადმოვარდნილა, როგორც გავიგე , – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მშენებარე ობიექტზე მომუშავე პირმა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.
ბირმაში ნარმანია და ჯანჯღავა დააკავეს, რომლებსაც საცვლებით 90.000 დოლარი გაჰქონდათ
ბირმაში დააპატიმრეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან მოპარული 90 ათასი დოლარის ქვეყნიდან არალეგალურად გატანის მცდელობაში. ბირმის პოლიციამ შაბათს განაცხადა, რომ ორი მამაკაცი დააკავეს ბირმის უდიდესი ქალაქის, იანგუნის აეროპორტში. მათ ფული საცვლებში ჰქონდათ დამალული. განცხადების თანახმად, დაკავებული არიან 64 წლის რევაზ ჯანჯღავა და 51 წლის მალხაზ ნარმანია. ბირმის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, არსებობს ეჭვი, რომ დასახელებული […]










