კატეგორია: შემთხვევა

ბათუმში 6 მაღაზია დაიწვა

ბათუმში 6 მაღაზია დაიწვა

დღეს, 25 მარტს, გამთენიისას, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე,6 სავაჭრო ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დილით, 05:00 საათზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრეების 4 ჯგუფი მუშაობდა. „ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა,“ – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. როგორც სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, COVID-19-ის რეჟიმის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, მათი მაღაზიები უკვე რამდენიმე დღეა, რაც დაკეტილია. დაიწვა ლაქ-საღებავების და სარემონტო […]

ისანში 2 სართულიანი სახლი დაიწვა

ისანში, წალენჯიხის ქუჩაზე 2-სართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობა კი მთლიანად დამწვარია. ადგილზე 7 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

ხანძარი რკინიგზაზე! – არის მსხვერპლი

ხანძარი რკინიგზაზე! – არის მსხვერპლი

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.  გურიის მოამბე

თბილისში მანქანა ტროტუარზე ავარდა და 40 წლის მამაკაცი მოკლა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითს დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რუსთავი 2

რუსთავში გაზის გაჟონვას 73 წლის ქალი შეეწირა, მისი 80 წლის ქმარი კლინიკაშია – ვიდეო

რუსთავში გაზის გაჟონვას 73 წლის ქალი შეეწირა, მისი 80 წლის ქმარი კლინიკაშია - ვიდეო

რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვას მსხვერპლი მოჰყვა. უბედური შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით საცხოვრებელი სახლის ბინაში 73 წლის ქალი და მისი 80 წლის მეუღლე მეზობლებმა უგონო მდგომარეობაში ნახეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, პაციენტები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მამაკაცი კი მკურნალობის კურსს გადის. ინფორუსთავი

გომბორის უღელტეხილზე ისევ ხანძარია

გომბორის უღელტეხილზე ისევ ხანძარია

გომბორის უღელტეხილზე ისევ ხანძარია. ცეცხლის რამდენიმე კერა სოფელ რუსიანის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარს და ბუჩქნარს უკიდია. ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია რა ფართობზე ცეცხლი მოდებული. ამინდის გაურესების შემთხვევაში, ცეცხლი შესალოა ტყის მასივზეც გავრცელდეს.

ქუთაისში ჰოლანდიელ ტურისტს ეძებენ

ქუთაისში ჰოლანდიელ ტურისტს ეძებენ

უკვე მეორე დღეა, ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ. ნიდერლანდებიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი, 7 მარტს გაუჩინარდა. თავდაპირველად მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაკარგულის ძმამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი ინფორმაციით, სიიმ ვიგერი ბოლოს კაფეში მეგობართან ერთად იმყოფებოდა და მას შემდეგ სასტუმროში აღარ მისულა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაკარგული ბიჭის მეგობარი ამბობს, რომ მათ პოლიციას უკვე მიმართეს. გამოძიება და ძებნა ოფიციალურად დაწყებულია. რუსთავი 2

გორში ავარიისას დაშავებული 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გორში მანქანა ამობრუნდა - 4 ახალგაზრდა დაშავდა, 1 მძიმედაა

წუხელ გვიან ღამით გორში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ,,გორმედის” კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ფაქტი დღეს დადგა. ,,ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტი კომაში იყო, მოთავსდა რეანიმაციულ დეპარტამენტში, თუმცა, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.” – აცხადებენ ექიმები. ქართლი

იგოეთთან მინივენი ტრაილერს შეეჯახა – მინივენის მძღოლი დაიღუპა, 4 ადამიანი დაშავდა

იგოეთთან მინივენი ტრაილერს შეეჯახა - მინივენის მძღოლი დაიღუპა, 4 ადამიანი დაშავდა

იგოეთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. სამგზავრო მინივენი ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მინივენის მძღოლი, ოთხმა მგზავრმა კი სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. დაშავებულები კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. იპნ […]

გორში მანქანა ამობრუნდა – 4 ახალგაზრდა დაშავდა, 1 მძიმედაა

გორში მანქანა ამობრუნდა - 4 ახალგაზრდა დაშავდა, 1 მძიმედაა

7 მარტს გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ახალგაზრდა დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ოთხივე მათგანი სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ გადაიყვანა. ექიმების თქმით, 20-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნებათ. ერთ-ერთი დაშავებულის – 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თავის ტრავმა აღენიშნება, უკიდურესად მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. იპნ