ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც თვითმხილველებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შემთხვევა ჩაქვის გვირაბთან მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო […]
კატეგორია: შემთხვევა
რუსთავთან ავტობანზე მანქანა დაიწვა – ვიდეო
რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე რუსთავთან ახლოს ავტომობილი დაიწვა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ნისანის” მარკის ავტომობილს ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოახერხა, ის არ დაშავებულა, თუმცა სრულად განადგურდა ავტომანქანა. ხანძრის გამო მაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეიზღუდული იყო, ამ დროისთვის მოძრაობა შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. […]
თეთნულდზე ზვავს 3 ტურისტი შეეწირა
თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად 3 ტურისტი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს, ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, რის შედეგადაც ზვავი მოწყდა. მათივე ინფორმაციით, ზვავმა ათი ტურისტიდან 6 მოიყოლა. „მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა სამაშველო სამსახურმა. ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს ზვავიდან, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. […]
ნინოშვილზე ჯიპი გლოვოს სკუტერს დაეჯახა
ფოთში ჰონდა სატვირთოს დაეჯახა – 1 მამაკაცი დაიღუპა
ფოთში, კოკაიას ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და ჰონდას მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ,,ადგილზე დროულად მივედით, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დაგვხვდა”, – განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა ლალი დამენიამ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. იპნ
ტრაგედიით დასრულებული თევზაობა – მდინარე იორში 2 მამაკაცის ცხედარი იპოვეს
საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი, რომლებიც მდინარე სათევზაოდ იყვნენ წასულები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ გაუჩინარებული ორი მოქალაქის შესახებ. „ინიციატორის განცხადებით, მოქალაქეები მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, როდესაც მდინარეში ჩავარდნენ. […]
ზუგდიდთან ცოლ-ქმარი დაიღუპა – მანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ ხეს და ჭიშკარს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არის მსხვერპლი. სამი დაღუპულიდან ორი ცოლ-ქმარია. ავარიის შედეგად დაშავებული 2 პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. სოფელ დარჩელში მერის წარმომადგენელმა დავით ბიგვავამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, დაახლოებით ორი საათისთვის მოხდა. ავტომანქანა ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ ხეს და ჭიშკარს. მომხდარზე […]
ასპინძასთან მანქანა ხევში გადავარდა – 2 მამაკაცი დაიღუპა
ასპინძასთან ავარია 25 თებერვალს მოხდა, შემთხვევის შედეგად 23 და 29 წლის ბიჭები დაიღუპნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. გარდაცვლილი ბიჭებიდან ერთი სოფელ ტოლოშიდან არის, მეორე კი და ასპინძიდან. 23 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ასპინძის საავადმყოფოში. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. მუხლი ტრანსპორტის […]
თბილისში სანაპიროზე მანქანამ ქალი გაიტანა
თბილისში, გაფრინდაშვილის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე, შუა ხნის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეექვსე ნაწილით დაიწყო. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
”მინივენი მოცურდა და დაეჯახა ტრაილერი” – დაღუპულები ქუთაისიდან და ჩოხატაურიდან იყვნენ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ვალერი ფოცხვერიას ინფორმაციით, სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 5 ადამიანი ქუთაისიდან და ჩოხატაურიდან იყვნენ. მერის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ტრაილერის მძღოლი გადაურჩა. “ხუთი ადამიანია დაღუპული, მინივენის მძღოლი და მისი მგზავრები. ის დაეჯახა ტრაილერს. ტრაილერის მძღოლი გადარჩა. რამდენადაც ვიცი მძღოლი უნდა იყოს ბათუმიდან, მგზავრები ქუთაისიდან და ჩოხატაურიდან,” – განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ. […]








