ქვემო ქართლის რეგიონში, გარდაბანში 21 წლის მამაკაცს ეძებენ. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, კასუმ ოსმანოვი 8 დღის წინ გაუჩინარდა. დაკარგულის ბიძა, ალიკა ბაირამოვა აცხადებს, რომ ყველგან მოიკითხეს, სადაც კი შეიძლებოდა თუმცა, ახალგაზრდის კვალს ვერ მიაგნეს. მისი თქმით, კასუმს არც კონფლიქტი ჰქონია ვინმესთან და არც რაიმე სხვა პრობლემა. მათ ბიჭის გაუჩინარების შესახებ პოლიციას მიმართეს თუმცა, შედეგი ამ დრომდე […]
კატეგორია: შემთხვევა
ხობში მანქანა ხეს შეეჯახა – პატარა გოგონა დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად 4 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ერთი არასრულწლოვანი გოგონა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. „ადგილზე მისულებს 4 დაშავებული დაგვხვდა, აქედან, ორი იყო არასრულწლოვანი. დამატებით 2 ეკიპაჟის გამოძახება დაგვჭირდა, მათ ადგილზე ჩაუტარდათ […]
წეროვანთან 23 წლის ბიჭი დაიღუპა – ჰიუნდაი ჯებირს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ბიჭი ემსხვერპლა. “დიანიუსის” ინფორმაციით, “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ წეროვაანთან 26 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის მიმართულებით, მარტო მიდიოდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მძღოლი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დიდი სისწრაფით მიდიოდა. ,,ჩვენც თბილისისკენ მივდიოდით […]
მამის საფლავიდან წამოსულ გიორგი დოლიძეს მანქანა დაეჯახა და მოკლა – რა მოხდა ბათუმში
ავარიის შედეგად ბათუმში 37 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა 26 აგვისტოს, დილის 4 საათზე მოხდა – მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავარიას 37 წლის გიორგი დოლიძე ემსხვერპლა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებს დაშავებული მძიმე მდგომარეობაში, მრავალობითი დაზიანებებით დახვდათ. დაშავებული ექიმება ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, […]
მარაბდასთან ტრაილერი ჰონდას დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევას თეთრიწყაროში 2 მამაკაცი ემსხვერპლა. ავარია სოფელ მარაბდასთან, 24 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და “ჰონდას” მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის ცხედრები რუსთავის პროზექტურაშია გადმოსვენებული. როგორც “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.
“ბანაობისას შეუძლოდ გახდა” – თორნიკე კუპრეიშვილი ტეხურაში დაიხრჩო
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ გეჯეთში 24 წლის თორნიკე კუპრეიშვილი დაიხრჩო. ის სოფელ გეჯეთში ცხოვრობდა, მდინარე ტეხურაც ამავე სოფელთან მდებარეობს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თორნიკე ბანაობისას შეუძლოდ გახდა, სავარაუდოდ მას გული გაუჩერდა და დაიხრჩო. თორნიკეს მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. დედა კი საზღვარგარეთაა წასული. ის სოფელ გეჯეთში მარტო ცხოვრობდა. შსს-ს ცნობით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. […]
სენაკში 25 წლის მამაკაცი დაიხრჩო
მანჯგალაძის 31-ში სახლი აფეთქებას გადაურჩა
“თბილისი ენერჯის” ცხელ ხაზზე გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა, ადგილზე მისულ ჯგუფს კი ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში ჩართული გაზქურა დახვდა, რომელიც არ ენთო, მაგრამ აირი გამოედინებოდა. მომხდართან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს: “კომპანია „თბილისის ენერჯის“ ცხელ ხაზზე ნაძალადევის რაიონიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ მანჯგალაძის ქუჩის #31-ში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა და სპეციალისტებმა ადგილზე […]
თბილისის მეტროში მატარებელი დაზიანდა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, დღეს, 10:00 საათიდან 10:15 საათამდე, მატარებლები მოძრაობდნენ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“, ხოლო მს „დიდუბიდან“ მს „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობა შეფერხებული იყო მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო. მგზავრთა მომსახურება პირველ ხაზზე განახლდა სრულად მას შემდეგ, რაც დაინიშნა დამხმარე მატარებელი და დაზიანებული მოძრავი შემადგენლობა გადაყვანილ იქნა ჩიხში.
დიდ დიღომში კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – რა მოხდა ავთანდილის 6-ში
დიდ დიღომში, ავთანდილის 6 ნომერში, მრიცხველის მოპარვის მიზნით გაზის მილები გადაჭრეს, საიდანაც დიდი რაოდენობით გაზი მოედინებოდა. ერთ-ერთმა მცხოვრებმა გაზის ძლიერი სუნი იგრძნო და ასე გადაარჩინა კორპუსი აფეთქებას. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. იპარავენ გაზის მრიცხველებს ახალაშენებულ კორპუსში და შემდეგ ყიდიან ელიავაზე 110 ლარად. “პალიტრავიდეო” მომხდართან დაკავშირებით, გაზის კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა. მისი […]










