თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ რენესთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა სამი, ხოლო დაშავდა ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. „თბილისის მიმართულებით მოძრავმა „მერსედესის“ მარკის მსუბუქმა ავტომობილმა, რომელშიც ოთხი მგზავრი იმყოფებოდა, მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. სამი მგზავრი ადგილზე დაიღუპა, მათ შორის ორი ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ქალია. […]
კატეგორია: შემთხვევა
ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა
გამთენიისას ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, სახლშიც არავინ იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები. სამსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მოსახლეობა დედაქალაქის მერიასა და გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, არაერთხელ მიმართეს კორპუსისთვის აღდგენითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე გამგეობას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
ბოლო 3 თვეში შიდა ქართლში 503 ავარია მოხდა
მიმდინარე წლის II კვარტალში (აპრილი-ივნისი), შიდა ქართლში, პირველ კვარტალთან შედარებით, ავარიების რიცხვი 105-ით გაიზარდა. ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს შს სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, ბოლო 3 თვეში, 503 ავარია მოხ და. დაიღუპა 13 და დაშავდა 145 ადამიანი. ოქმები 503 შემთხვევიდან 409 ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შეადგინეს. რაც შეეხება I კვარტალს, 2019 წლის პირველ სამ […]
ქობულეთში მანქანა ხევში გადავარდა – დაიღუპა 17 წლის ლერი შარაშიძე
ერთი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. გარდაცვლილია 17 წლის ლერი შარაშიძე. შემთხვევა ქობულეთის რაიონში 5 აგვისტოს მოხდა. როგორც შსს-მ პრაიმტაიმს განუცხადა, ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც შარაშიძემ და ავტომანქანის მძღოლმა დაზიანებები მიიღეს. მოზარდის ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, მან თავის მძიმე ტრავმა მიიღო. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით […]
ჩაქვთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 2 ადამიანი დაშავდა
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ექიმების პირველადი ინფორმაციით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც თვითმხილველებმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის გამოც, ამ დროისთვის გვირაბთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, […]
გულგულაში 11 წლის მოზარდი ალაზნის სარწყავ არხში დაიხრჩო
თელავის რაიონის სოფელ გულგულაში 11 წლის მოზარდი ალაზნის სარწყავ არხში დაიხრჩო. მაშველებმა ბავშვის ცხედარი უკვე ამოიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმების თქმით, მოზარდი თითქმის 2 საათის გარდაცვლილი იყო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. როგორც მერის წარმომადგენელი აცხადებს, სოფლიდან საბანაოდ არხზე 3 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, მაშველებმა ბიჭი უკვე გარდაცვლილი ნახეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. […]
გორში 17 წლის ბიჭი მოტოციკლით სასაფლაოს მაგიდას შეეჯახა და დაიღუპა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტში. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, სოფელ კარბში არასრულწლოვანი ბიჭი, რომელიც მოტოციკლს მართავდა, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგიდას შეეჯახა. დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია “გორმედში” ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოზარდი გარდაიცვალა. გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ჭიათურაში მოზარდი აბაზანაში დენმა მოკლა
23 წლის ქალი, რომელიც რუსთავში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, ორსულად იყო
რუსთავში 23 წლის გოგო გარდაცვლილი ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალი სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა რის გამოც ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველებმა დაკეტილ ბინაში ფანჯრიდან შეაღწიეს, სადაც საძინებელ ოთახში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალება თრომბმა გამოიწვია. გარდაცვლილის დედის თქმით, გოგონა ორსულად იყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას […]
გორში ფეხბურთის მატჩზე 40 წლის ქალი გარდაიცვალა
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, გორის ,,დილასა” და თბილისის ,,ლოკომოტივს” შორის მიმდინარე მატჩის დროს, 40 წლის ქალს გულის შეტევა დაემართა. გულშემატკივარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკა ,,გორმედის” ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში გულის გაჩერებით შეიყვანეს. ,,40 წლის ქალი გულის გაჩერებით შეიყვანეს კლინიკაში, 40 წუთის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა რეანიმაციული […]









