ხანძარი გორში – ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე, ერთსართულიანი კაპიტალური ხის გადამამუშავებელი საამქროს შენობის სასხვენო გადახურვას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი დაახლოებით 30 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 2 სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კატეგორია: შემთხვევა
აფეთქება გარდაბნის სკოლასთან – 14 წლის მოზარდი დაიღუპა, მისი ძმა დაშავდა
გარდაბანის მუნიციპალიტეტ სოფელ თბილწყაროში უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი სკოლის მიმდებარედ კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდა. აფეთქების შედეგად ორი არასრულწლოვანი ძმა დაშავდა. დაშავებულები კლინიკა “ჯეოჰოსპიტალში” გადაიყვანეს. “სავარაუდოდ, ბავშვები სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაუსახლებელ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც შემთხვევა მოხდა. ერთმა ბავშვმა ზედაპირული დაზიანებები მიიღო”, – განაცხადა გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა. “დაჭრილი ბავშვი ამბობს, რომ ისინი ბებიასთან მიდიოდნენ, […]
სამგორში ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა
სამგორის რაიონში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს გაუჩნდა. მათივე ცნობით, ადგილზე 14 ეკიპაჟი მუშაობს. „სამგორში ცეცხლი უკიდია დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც გამოიყენებოდა საწვავის გადასაზიდად. დაშავებული არავინ არ არის, 14 ეკიპაჟი მუშაობს“, – აცხადებენ უწყებაში.
“ნასვამი შევიდა და დაიკარგა” – აჭარაში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
აჭარაში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ – ის წყალში 17 თებერვალს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს უკვე 10 დღეზე მეტია ეძებენ. დაკარგულის ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოების მასშტაბის გაზრდას ითხოვენ. რუსთავი 2
83 წლის ქალი თავის ნაკვეთში დაიწვა
შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, 83 წლის მოხუცი დაიწვა, როგორც სოფელში ჰყვებიან, მოხუცი მინდორში ბალახისთვის მოკიდებულ ცეცხლში დაიწვა. ,,83 წლის ქალი დაიწვა, თავის მიწის ნაკვეთში, გამხმარი ბალახისთვის ცეცხლი მოუკიდებია როგორც ჩანს ცეცხლი გაძლიერდა და თავადაც მოეკიდა ტანსაცმელზე, წელს ქვემოთ მთლიანად დაიწვა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.”, – გვიყვება სოფელ საიმერლოს მკვიდრი. […]
ყვარელთან მანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეასკდა – მძღოლი ადგილზე დაიღუპა
26 თებერვალს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, შეჯახების დროს მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
ლაგოდეხთან ოპელი მერსედესს შეასკდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა
ლაგოდეხი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ოპელისა და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე მამაკაცი გარდაიცვალა. ხოლო, 4 ადამიანი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მთავარი
რუსთავში ინფინიტი რამდენჯერმე ამოტრიალდა – 3 ადამიანი დაშავდა
რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე 23 თებერვალს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, “ინფინიტი”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად 3 დამიანი დაშავდა. ერთი 25 წლის დაშავებული მამაკაცი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაწესებულების ანესთეზოლოგ რეანომატოლოგის, გიგა ნერგაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. […]
თბილისში წერეთელზე 3 ადამიანი დაიღუპა – 2 მანქანა ერთმანეთს შეასკდა
ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა თბილისში, წერეთელზე – ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. ამ დროისთვის, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის […]
რუსთავში ბექა აფციაურს ნათესავის სახლში თავზე ბეტონი დაეცა და მოკლა – ვიდეო
უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. ოსტროვსკის ქუჩაზე, შენობის დემონტაჟს მამაკაცის, 30 წლის ბექა აფციაური სიცოცხლე ემსხვერპლა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით ახალგაზრდა სამუშაოებს ნათესავის ოჯახში ასრულებდა, როდესაც ჩამონგრეული ბეტონი მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. ბექა აფციაურს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ინფორუსთავი










