კატეგორია: სპორტი

სოლსკიაერი: “ ფეხბურთელებს ოპტიმალურ ფორმაში ყოფნას ვერ მოვთხოვ“

ოლე გუნარ სოლსკიაერი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ კარანტინის დროს ფეხბურთელებმა ინდივიდუალურად უნდა ივარჯიშონ, მაგრამ ის ვერ მოთხოვს მათ ოპტიმალურ ფორმაში ყოფნას: “ყველანი ვნერვიულობთ და ამ პერიოდში ფეხბურთელებს ვერ მოვთხოვ რომ მათ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრონ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ვარჯიშობენ ინდივიდუალურად და ცდილობენ რომ ფორმაში იყვნენ. ყველას გვინდა რომ ფეხბურთი დაგვიბრუნდეს, მაგრამ არ ვიცით […]

იბრაჰიმოვიჩი კარიერის დასრულებას არ აპირებს

იბრაჰიმოვიჩი: ”მილანს ძველ დიდებას დავუბრუნებ”

მილანის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არ აპირებს, თუმცა მისი თქმით შესაძლოა მან გადაწყვეტილება შეცვალოს, რადგან ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე: “ჯერჯერობით ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ და არ მინდა რომ კარიერა დავასრულო, მაგრამ შესაძლოა ყველაფერი ერთ დღეს შეიცვალოს. ამჟამად იტალიაში ძალიან რთული სიტუაციაა და ბუნებრივია ეს მაწუხებს. მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო“.

ტოტენჰემი კეინში 200 მილიონს ითხოვს

ჰარი კეინი ერთ თვეს გამოტოვებს

ლონდონის ტოტენჰემი თავისი ფორვარდის ჰარი კეინის გაყიდვას 200 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს და ლონდონელები სხვა თანხას არ განიხილავენ. კეინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ მას ისეთ გუნდში სურს გადასვლა, სადაც ის ტიტულებს მოიგებს და ამით მან თითქმის აღიარა რომ ტოტენჰემის დატოვება სურს. კეინის შეძენა ყველაზე მეტად მანჩესტერ იუნაიტედს უნდა, თუმცა უცნობია დათანხმდებიან თუ არა მანჩესტერელები ამხელა […]

ვან დეიკი: “მესი ყველაზე რთული მეტოქე იყო“

ვან დეიკი: ”ევერტონთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა თავის ყველაზე რთულ მეტოქეებზე ისაუბრა და თქვა რომ მესის წინააღმდეგ უშეცდომოდ  თამაში თითქმის შეუძლებელია: “როდესაც შენს წინააღმდეგ სხვა ფეხბურთელები არიან, მათი გაკონტროლება შეიძლება, მაგრამ მესი სულ სხვა დონეა. ის ძალიან სახიფათო მოთამაშეა და მისგან ყოველთვის უნდა ელოდო რაიმე ექსტრაორდინალურს. ვფიქრობ მსოფლიოში არცერთი მცველი მის წინააღმდეგ თავს კომფორტულად არ იგრძნობს“.

სამუელ უმტიტი შესაძლოა ჩელსიში გადავიდეს

ბაიერნი ზიდანის ვარიანტს განიხილავს

ბარსელონას ცენტრალური მცველი სამუელ უმტიტი ზაფხულში სავარაუდოდ გუნდს დატოვებს, რადგან მისი თამაშით ბარსელონაში კმაყოფილები არ არიან. უმტიტის რამდენიმე ვარიანტი აქვს და მისი შეძენით ინგლისური გუნდები არიან დაინტერესებულნი, აქედან ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის ჩელსი იჩენს. ლონდონელები მზად არიან უმტიტის ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ და ეს თანხა ბარსელონას აკმაყოფილებს. ამჟამად უმტიტი, ისევე როგორც ბარსელონას სხვა ფეხბურთელები […]

კარიმ ბენზემა: “ოლივიე ჟირუ ჩემი დონის ფორვარდი არ არის“

ბენზემას ჩემპიონთა ლიგაში 60 გოლი დაუგროვდა

მადრიდის რეალის ფორვარდმა კარიმ ბენზემამ ოლივიე ჟირუსთან შედარებაზე ისაუბრა და თქვა რომ ოლივიე მისი დონის ფეხბურთელი არ არის. ბენზემამ განაცხადა რომ ის პატივს სცემს ჟირუს და მას ძლიერ მოთამაშედ თვლის, მაგრამ ჟირუ ისეთი სტაბილური არ არის, როგორც თვითონ კარიმი: “არ მინდა არასწორად გამიგონ, მაგრამ მაღიზიანებს, როდესაც ერთმანეთს გვადარებენ. ვფიქრობ, რომ მე წლების მანძილზე უფრო სტაბილური […]

იურგენ კლოპი: ”ოპტიმალური ფორმის შენარჩუნება გაგვიჭირდება”

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ იძულებითი შესვენების დროს ფეხბურთელებს ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა გაუჭირდებათ, რადგან ვარჯიშები არ მიმდინარეობს და ეს ავტომატურად იწვევს ფორმიდან ამოვარდნას: ”როდესაც ასეთ პრობლემებზე ფიქრობ, ფეხბურთზე კონცენტრირება რთულია და ეს იწვევს ფორმიდან ამოვარდნას, მაგრამ ჩვენ შევეცდებით რომ როდესაც ფეხბურთი დაბრუნდება, მალე აღვიდგინოთ კონდიციები”. კორონავირუსის გამო საფეხბურთო სეზონი პრემიერ ლიგაში 30 აპრილამდე […]

ანტუან გრიზმანი: ”ფეხბურთი ძალიან მენატრება”

ანტუან გრიზმანი: ”მესისთან  ერთად თამაშს მოუთმენლად ველი”

ბარსელონას ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა განაცხადა რომ მას ფეხბურთი ძალიან ენატრება და კარანტინის დროს ის მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს. გრიზმანის თქმით საჭიროა რომ ყველამ დაიცვას თვითიზოლაციის წესები, რადგან საფრთხე რეალურია: ”იძულებულები ვართ რომ კარანტინში ვიყოთ და მე პირადად ეს არ მომწონს, მაგრამ მესმის რომ ასეთი რამ აუცილებელია. ფეხბურთი ძალიან მენატრება და მის გარეშე ჩემთვის საკმაოდ რთულია ცხოვრება. […]

ფელიპე კოუტინიოს ინგლისში დაბრუნება სურს

კოუტინიომ ბაიერნზე პირველი კომენტარი გააკეთა

ბარსელონას ბრაზილიელ ნახევარმცველს ფელიპე კოუტინიოს ბარსელონაში დაბრუნება არ სურს და ის სხვა გუნდში გადასვლას განიხილავს.  ამჟამად კოუტინიო არენდის წესით ბაიერნში თამაშობს, მაგრამ მიუნხენურ გუნდს მისი გამოსყიდვა არ უნდა, ამიტომ ზაფხულში ბრაზილიელი სავარაუდოდ გუნდს შეიცვლის. მისი შეძენით ლონდონის ტოტენჰემია დაინტერესებული და თვითონ ფეხბურთელიც ინგლისში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. ტოტენჰემის გარდა, კოუტინიოს ყიდვა ჩელსისაც სურს, თუმცა კოუტინიო […]

ედენ აზარი: “რეალში პირველი სეზონი არ გამომივიდა“

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

მადრიდის რეალის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა განაცხადა რომ მას პირველი სეზონი რეალში არ გამოუვიდა და სურს რომ ეს სეზონი ყველამ დაივიწყოს. აზარის აზრით შემდეგი სეზონი გაცილებით უკეთესი იქნება: “ პირველი სეზონისგან გაცილებით მეტს ველოდი და სამწუხაროა რომ არ გამომივიდა, მაგრამ ამაში ხელი ტრავმებმა შემიშალეს. დარწმუნებული ვარ რეალში კიდევ არაერთ სეზონს გავატარებ და გულშემატკივარს ვაჩვენებ თუ […]