მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა პსჟ-სთან მარცხით დაიწყო და ზიდანის გუნდმა პარიზში 0:3 წააგო. მატჩის შემდეგ ზიდანმა ბევრი ისაუბრა და თქვა რომ მას წაგებაზე მეტად თამაშის ხარისხი აღიზიანებს და რეალი გაცილებით უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს: ”ჩვენ რეალი ვართ და ასეთი თამაში უბრალოდ არ გვეკადრება. მინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო. როდესაც გუნდი აგებს ეს ყველა ფეხბურთელის ბრალია და ვინმეს […]
კატეგორია: სპორტი
ნოიერი ნაკრებიდან წასვლას აპირებს
გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე მანუელ ნოიერი შესაძლოა მალე ნაკრებიდან წავიდეს. უფრო კონკრეტულად სავარაუდოდ ეს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოხდება. ნოიერი ამ ინფორმაციას არ უარყოფს, თუმცა ჯერჯერობით მას არც დაუდასტურებია ეს ფაქტი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ გადაწყვეტილების ნოიერის ასაკია და ის აპირებს გზა შედარებით ახალგაზრდებს დაუთმოს. მის შემცვლელად რა თქმა უნდა ბარსელონას კარის დარაჯი მარკ […]
ანტუან გრიზმანი: ”შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ”
ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში სტუმრად ბორუსიასთან ფრე ითამაშა და შეიძლება ითქვას რომ გერმანელებს არ გაუმართლათ. ბორუსიამ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა და მათ პენალტიც გააფუჭეს. მატჩის შემდეგ ანტუან გრიზმანმა განაცხადა რომ ფრე ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ბარსელონამ უნდა მოუმატოს: ”ფრე ბორუსიასთან კარგი შედეგია, რადგან ეს გუნდი საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია, მაგრამ შეტევაში უკეთესი თამაში […]
იურგენ კლოპი: ”პენალტი არ იყო”
ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის სტარტზე ნაპოლისთან მარცხი განიცადა და შეხვედრაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ლივერპულის კარში დანიშნული პენალტი იყო, რომელიც ნაპოლიმ გამოიყენა. კლოპის აზრით იმ ეპიზოდში პენალტი არ იყო და მსაჯმა შეცდომა დაუშვა: ”შეხვედრას ვაკონტროლებდით, თუმცა ბევრი მომენტი ვერ შევქმენით და მეტოქემ ამის გამო დაგვსაჯა. ვფიქრობ მსაჯმა შეცდომა დაუშვა და მას პენალტი არ უნდა დაენიშნა, მაგრამ ახლა […]
მბაპეს რეალთან თამაში გამორიცხულია
პსჟ-ს ახალგაზრდა ვარსკვლავი კილიან მბაპე კვლავ ტრავმირებულია და მისი რეალთან თამაში გამოირიცხა. მბაპე მოედანს სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დაუბრუნდება, მანამდე კი პსჟ-ს მის გარეშე მოუწევს თამაში. მბაპეს გარდა რეალთან ტრავმის გამო არც ედისონ კავანი ითამაშებს. გარდა ამისა, დისკვალიფიკაცია აქვს ნეიმარს, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ რეალთან პსჟ შესუსტებული შემადგენლობით იქნება და ამიტომ ფავორიტი შეხვედრაში რეალია, თუმცა რეალი […]
კოკორინმა და მამაევმა ციხე დატოვეს
რუსმა ფეხბურთელებმა ალექსანდრ კოკორინმა და პაველ მამაევმა ციხე დატოვეს და ისინი ორი თვით ადრე გათავისუფლდნენ კარგი ყოფაქცევის გამო. ეს ორი ფეხბურთელი გასული წლის ოქტომბერში დააკავეს, როდესაც მათ მოსკოვის ცენტრში რამდენიმე ადამიანი ცემეს. ამ ამბავმა რუსეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ფეხბურთელები საკმაოდ მკაცრად დასაჯეს, რადგან ისინი თითქმის ერთი წლის მანძილზე ციხეში იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზენიტი […]
მიხაელ შუმახერი პარიზის საავადმყოფოდან გაწერეს
ექსპერიმენტული მკურნალობა გეგმის მიხედვით დასრულდა – მიხაელ შუმახერი პარიზის საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ პარიზის მედია საშუალებები იუწყებიან. უცხოური მედიის ინფორმაციით 50 წლის ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი შუმახერი 3 დღის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა. ექსპერიმენტული მეთოდებით შუმახერს სისხლის გადასხმას უკეთებედნენ, რომელშიც ღეროვანი უჯრედები იყო დამატებული. მიხაელ შუმახერმა 2013 წლის ბოლოს, თხილამურებზე სრიალის დროს ტვინის ტრავმული დაზიანება მიიღო. შუმახერი კომატოზურ […]
მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს
ბარსელონას სუპერ ვარსკვლავი ლიონელ მესი უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დორტმუნდის ბორუსიასთან ის სავარაუდოდ მოედანზე არ გამოვა. ამის მიზეზი ის არის რომ ბარსელონას არ სურს გარისკვა და არსებობს რომ მესის ტრავმა გაუმიზეზდება. ლეო სავარაუდოდ ესპანეთის მეხუთე ტურის შეხვედრაში დაბრუნდება გრანადას წინააღმდეგ. შეგახსენებთ რომ წლევანდელ სეზონში მესის ჯერჯერობით არ უთამაშია, რადგან მან […]
მარსელო პსჟ-სთან შეხვედრას გამოტოვებს
მადრიდის რეალის ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ ლევანტესთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ამის გამო მას 10 დღე დასვენება მოუწევს. რეალს ისედაც საკმაოდ ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები და მარსელოს არყოფნა ზიდანის გუნდისთვის დიდი პრობლემა იქნება. რეალი ოთხშაბათს სტუმრად პსჟ-ს დაუპირისპირდება და ამ შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. პსჟ-ს ტრავმირებული მბაპე და კავანი არ ეყოლება, ხოლო ნეიმარს კი დისკვალიფიკაცია აქვს.
დანი ალვეში: ”მინდა მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო”
ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა რომ მას სურს 2022 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და ამისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. ალვეშის თქმით ის ბრაზილიაში სწორედ იმიტომ დაბრუნდა რომ მეტი სათამაშო დრო ჰქონოდა: ”ბარსელონამ და იუვენტუსმა დაბრუნება შემომთავაზეს, მაგრამ იქ გარანტიები არ მქონდა და ამიტომ სან პაულოში თამაში ვარჩიე. მინდა რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს, რადგან 2022 წლის მსოფლიო […]










