პორტოს ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი კარიერის დასრულებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მან ორი თვის წინ გულის შეტევა გადაიტანა. იკერმა განაცხადა რომ ის ხშირად გადის კონსულტაციას ექიმებთან და მათ უფლება მისცეს თამაშის, ამიტომ კასილიასი გაჩერებას არ აპირებს. იკერის ცოლს სარა კარბონეროს ერთი თვის წინ კიბო აღმოუჩინეს, თუმცა დაავადება დაწყებით სტადიაშია, ამიტომ სიცოცხლისთვის საშიში არ არის. […]
კატეგორია: სპორტი
ლევან მჭედლიძემ ემპოლი დატოვა
იტალიური ემპოლის ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ გუნდი დატოვა, რადგან მას კონტრაქტი ამოეწურა, ხოლო ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მჭედლიძე ემპოლიში 2010 წელს ჩაირიცხა და ამ გუნდში 163 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 20 გოლის გატანა შეძლო. ემპოლიში თამაშის დროს მჭედლიძე ტრავმებმა დატანჯა რის გამოც მას ბევრი თამაშის გამოტოვება მოუწია. ამ მიზეზით მან ვერ შეძლო თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენა. ლევან […]
მარკუს რეშფორდმა მანჩესტერ იუნაიტედთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა
მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ფორვარდმა მარკუს რეშფორდმა გუნდთან ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის გასამრჯელოდ კვირაში 300 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს. პოლ პოგბასთან ერთად რეშფორდი გუნდის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება. ამრიგად რეშფორდმა მანჩესტერში დარჩენა გადაწყვიტა, თუმცა მას ბევრი კლუბი ეპატიჟებოდა, მათ შორის ბარსელონაც. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა რომ მას […]
ბასილაშვილის პირველი მეტოქე უიმბლდონზე ცნობილია
ორშაბათს სტარტს აიღებს ყველაზე პრესტიჟული დიდი სლემის ტურნირი უიმბლდონი და ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე უკვე ცნობილია. ბასილაშვილი პირველ მატჩში ბრიტანელ ჯეიმს ვორდს დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 205-ე პოზიციას იკავებს. სავარაუდოდ ნიკას გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა უიმბლდონზე ყველაფერი ხდება. ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიოს მე-16 ჩოგანია და ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელია. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ […]
მილანი ევროპის ლიგიდან მოკვეთეს
მილანი უეფამ ევროპის ლიგიდან მოკვეთა და ამის მიზეზი ფინანსური ფეირპლეი გახდა. მილანი სავარაუდოდ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, თუმცა მათ გამარჯვების დიდი შანსი არ აქვთ. მილანის ადგილს ევროპის ლიგაზე სავარაუდოდ ტორინო დაიკავებს, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მე-7 პოზიციაზე დაასრულა. სეზონის ბოლოს მილანი მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ დატოვა და მისი ადგილი მარკო ჯამპაოლომ დაიკავა. მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მიზანი […]
გვარდიოლა: ”დავიდ სილვა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია”
ხოსეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის ნახევარმცველზე დავიდ სილვაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ფეხბურთელი ბოლო წლების მანძილზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. დავიდ სილვამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ ის მანჩესტერ სიტის დატოვებს და გვარდიოლას აზრით ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება: ”სამწუხაროა რომ სილვა ჩვენთან აღარ ითამაშებს, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მას ბედნიერებას ვუსურვებ. დავიდ სილვა […]
დე ლიხტი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს
აიაქსის ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მატიას დე ლიხტი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს. დე ლიხტი იუვენტუსს უკვე შეუთანხმდა და ეხლა გუნდები უნდა შეთანხმდნენ სატრანსფერო ფასზე. აიაქსი 140 მილიონს ითხოვს, ხოლო იუვენტუსს კი 100 მილიონის გადახდა სურს, ამიტომ მოლაპარაკებები გაჭიანურდა, თუმცა სავარაუდოდ დე ლიხტი მაინც გახდება იუვენტუსის ფეხბურთელი, რადგან მას აქვს ამის სურვილი. მატიას დე ლიხტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე […]
ბუფონი შეიძლება იუვენტუსში დაბრუნდეს
41 წლის ლეგენდარული მეკარე ჯან ლუიჯი ბუფონი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს. ბუფონმა პსჟ-ში ერთი სეზონი გაატარა და პსჟ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. თავის მხრივ არც ბუფონი ფიქრობს კარიერის დასრულებაზე, ამიტომ ის თავის ყოფილ გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ბუფონი იმაზეც თანახმაა, რომ სათადარიგო მეკარე იყოს იუვენტუსში. შეგახსენებთ რომ ბუფონმა იუვენტუსში თავისი კარიერის 17 წელიწადი გაატარა და სწორედ […]
ბაიერნი უსმან დემბელეთი დაინტერესდა
მას შემდეგ რაც ბაიერნმა ვერ შეძლო ლეროი სანეს ყიდვა, მიუნხენელები აგრძელებენ ახალგაზრდა სწრაფ ფორვარდებზე ნადირობას და ამჯერად მათი ინტერესების სფეროში უსმან დემბელე მოექცა. ბაიერნი მზად არის დემბელეს ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს და შესაძლოა ბარსელონა დემბელეს გაშვებაზე დათანხმდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გუნდში ნეიმარი დაბრუნდა. დემბელეს შეძენა ბაიერს რამდენიმე წლის წინაც სურდა, მაგრამ მაშინ უსმანმა დორტმუნდის […]
ლამპარდი მალე ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდება
ივლისის დასაწყისში ჩელსი ოფიციალურად გამოაცხადებს ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას და ის დიდი ალბათობით ფრენკ ლამპარდი იქნება. ლამპარდი ამჟამად დერბი ქაუნთის უდგას სათავეში და ჩელსი მასთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. ლამპარდი ჩელსის ლეგენდაა და როგორც ფეხბურთელმა მან ამ კლუბში 12 წელიწადი გაატარა, რომლის მანძილზეც რამდენჯერმე მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. რამდენიმე კვირის წინ ჩელსი მწვრთნელის […]










