ჭდე: ინტერი

კონტე ინტერის ისტორიაში შევიდა

კონტე ინტერის ისტორიაში შევიდა

ანტონიო კონტე გახდა პირველი მწვრთნელი რომლის ხელმძღვანელობითაც ინტერმა იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო. ასეთი რამ ამ კლუბის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ამრიგად 5 ტურის შემდეგ ინტერს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. იუვენტუსი მას ორი ქულით ჩამორჩება. ერთადერთი შეხვედრა რომელიც წელს ინტერმა ვერ მოიგო პრაღის სლავიასთან ნათამაშები ფრე იყო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში. […]

ინტერი მაურო იკარდის ვერ იშორებს

მაურო იკარდის ინტერიდან წასვლა არ სურს

მილანის ინტერს არ სურს რომ მაურო იკარდი ამ გუნდში დარჩეს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ამ კლუბმა ალექსის სანჩესი და რომელუ ლუკაკუ იყიდა, მაგრამ თვითონ იკარდი წასვლას არ აპირებს. ინტერი იკარდის დაემუქრა რომ ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ იქნება და მთელს სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს, მაგრამ არგენტინელი ფორვარდი ინტერიდან წასვლას მაინც არ აპირებს. იკარდის ნაპოლი და […]

ალექსის სანჩესი კარიერას ინტერში გააგრძელებს

ალექსის სანჩესი კარიერას ინტერში გააგრძელებს

  მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი ალექსის სანჩესი ერთწლიანი იჯარით ინტერს შეუერთდება და კარიერას ამ გუნდში გააგრძელებს. ინტერს სეზონის ბოლოს სანჩესის გამოსყიდვის უფლება ექნება, თუ მილანელები ამას მოისურვებენ. სანჩესის ხელფასის ნახევარს მანჩესტერ იუნაიტედი გადაიხდის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სანჩესი ამ დღეებში ჩავა მილანში და ინტერთან ხელშეკრულებას გააფორმებს. ამრიგად ინტერმა რომელუ ლუკაკუს შემდეგ კიდევ ერთი ფორვარდი შეიძინა და მილანელები […]

ლუკაკუ: ”ინტერთან ერთად ტიტულების მოგება მინდა”

რომელუ ლუკაკუს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

მილანის ინტერის ახალწვეულმა რომელუ ლუკაკუმ განაცხადა რომ ინტერთან ერთად ის იტალიის ჩემპიონატის მოგებას აპირებს და მისი მთავარი მიზანი ინტერში ბევრი ტიტულის მოპოვებაა: ”მილანი შესანიშნავი ქალაქია, მაგრამ მე აქ ტურისტად არ ჩამოვსულვარ და მინდა რომ ინტერთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო. ვფიქრობ ეს რეალურია. იტალიაში საკმაოდ მძიმე ვარჯიშებია და ვფიქრობ აქ უფრო მეტი შრომა მომიწევს, ვიდრე ინგლისში […]

ედისონ კავანი ინტერში არ გადავა

ედისონ კავანი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

პსჟ-ს ფორვარდი ედისონ კავანი ინტერში არ გადავა, რადგან პსჟ-მ და ინტერმა მოლაპარაკება ვერ შეძლეს. პსჟ კავანიში 60 მილიონს ითხოვდა და ინტერმა ამ თანხის გადახდაზე უარი თქვა. სავარაუდოდ ურუგვაელი ფორვარდი პსჟ-ს მაინც დატოვებს, რადგან მას ხელმძღვანელობასთან უთანხმოება აქვს, ამის მიზეზი კი ის არის რომ  მას ანაზღაურება არ გაუზარდეს. კავანის მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი და არსენალი იჩენენ […]

ინტერს ედისონ კავანის ყიდვა სურს

ედისონ კავანი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს

მილანის ინტერი კვლავ ეძებს ფორვარდს, რადგან ჯერჯერობით მათ რომელუ ლუკაკუს ყიდვა ვერ მოახერხეს. გარდა ამისა, ინტერი სავარაუდოდ თავის არგენტინელ ფორვარდს მაურო იკარდის გაყიდის, რადგან ხელმძღვანელობას მასთან კონფლიქი აქვს. ინტერის ახალი სამიზნე პსჟ-ს თავდამსხმელი ედისონ კავანია, რომელშიც მილანელები მზად არიან 50 მილიონი გადაიხადონ. კავანის ასევე სურს იტალიაში დაბრუნება და მან ერთ-ერთ ინტერვიუში ამაზე ისაუბრა კიდეც. პსჟ […]

იუვენტუსს მაურო იკარდის შეძენა სურს

მაურო იკარდის ინტერიდან წასვლა არ სურს

ტურინის იუვენტუსი მაურო იკარდის შეძენით დაინტერესდა. იკარდის ბოლო სეზონში ინტერის ბოსებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და სავარაუდოდ ის ინტერიდან წასვლაზე უარს არ იტყვის. გარდა ამისა, იუვენტუსი მას გაცილებით დიდ ანაზღაურებას სთავაზობს, ვიდრე იკარდის ინტერში აქვს. იუვენტუსის წარმომადგენლები იკარდის აგენტთან აპირებენ შეხვედრას და შესაძლოა მალე უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი. იკარდის სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა.

ინტერს რაკიტიჩის შეძენა სურს

ივან რაკიტიჩის მომავალი ბარსელონაში გაურკვეველია

მილანის ინტერს კვლავ სურს ივან რაკიტიჩის შეძენა და ისინი მზად არიან ამ ტრანსფერში 50  მილიონი ევრო გადაიხადონ. ბარსელონას ეს თანხა არ აკმაყოფილებს და კატალონიელები ამ ტრანსფერში მინიმუმ 70 მილიონს ითხოვენ. გარდა ამისა, თვითონ რაკიტიჩსაც არ სურს ბარსელონას დატოვება და კარიერის სხვაგან გაგრძელება. დე იონგის გადმოსვლის შემდეგ რაკიტიჩი სავარაუდოდ მომავალ სეზონში სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს, მაგრამ მიუხედავად […]

ანტონიო კონტე ინტერს ჩაიბარებს

ანტონიო კონტე ჩელსიდან წასვლაზე ალაპარაკდა

ანტონიო კონტე მომავალ სეზონში ინტერის მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია საშუალებებნი ავრცელებენ. კონტე მალე ჩაფრინდება მილანში და ინტერთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება წელიწადში 10 მილიონი ევრო იქნება. კონტე ერთი წლის მანძილზე უგუნდოდ იყო და ბოლოს ის ჩელსიში მუშაობდა, სადაც 2018 წლის ზაფხულში ის გაანთავისუფლეს. აღსანიშნავია ისიც რომ კონტემ […]

ბარსელონა რაკიტიჩს ინტერში უშვებს

ივან რაკიტიჩის მომავალი ბარსელონაში გაურკვეველია

ბარსელონა ზაფხულში დიდ ცვლილებებს გეგმავს და გუნდს რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი. ასევე ცნობილია, რომ არიან ფეხბურთელები, ვინც გუნდს დატოვებს. ერთ-ერთი ასეთი მათგანი ივან რაკიტიჩია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კარიერას ინტერში გააგრძელებს. ინტერი ამ ტრანსფერში 70 მილიონ ევროს გადაიხდის. რაკიტიჩს ბარსელონას ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა, რადგან ლივერპულთან წაგების მეორე დღეს რაკიტიჩი სევილიაში ერთ-ერთ ფესტივალზე დააფიქსირეს, სადაც […]