ჭდე: ივან რაკიტიჩი

ივან რაკიტიჩის მომავალი ბარსელონაში გაურკვეველია

ივან რაკიტიჩის მომავალი ბარსელონაში გაურკვეველია

ივან რაკიტიჩზე ბოლო პერიოდში ბევრი იწერება, რომ მან შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს, რადგან კატალონიურმა გუნდმა დე იონგი იყიდა, რომელიც რაკიტიჩის პოზიციაზე თამაშობს. გარდა ამისა, ხორვატ ფეხბურთელს ჯერჯერობით არ გაუფორმებია ახალი კონტრაქტი ბარსელონასთან, თუმცა რაკიტიჩმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მას ამ გუნდიდან წასვლა არ სურს. რაკიტიჩის შეძენა რამდენიმე ინგლისურ კლუბს სურს. ასევე მისით დაინტერესებულია მილანის ინტერი, […]

რაკიტიჩით მანჩესტერ იუნაიტედიც დაინტერესდა

რაკიტიჩით მანჩესტერ იუნაიტედიც დაინტერესდა

ბოლო პერიოდში ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ ბარსელონას ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი გუნდს ზაფხულში დატოვებს. ბარსელონამ ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგი სავარაუდოდ სწორედ რაკიტიჩის პოზიციაზე იყიდა და შესაბამისად რაკიტიჩის წასვლა სულაც არ იქნება მოულოდნელი. აქამდე ხორვატი ფეხბურთელის შეძენა მილანის ინტერს სურდა, თუმცა ბოლო ინფორმაციის მიხედვით მანჩესტერ იუნაიტედიც ჩაერთო ამ საქმეში. ბარსელონა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, ხოლო […]

ივან რაკიტიჩი ბარსელონადან წასვლას არ აპირებს

ივან რაკიტიჩი ბარსელონადან წასვლას არ აპირებს

ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა განაცხადა რომ ის ბარსელონადან წასვლას არ აპირებს. რაკიტიჩის თქმით პსჟ ძლიერი გუნდია, მაგრამ იქ გადასვლა მის გეგმებში არ შედის: ”ბარსელონაში ბედნიერი ვარ და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. სხვა გუნდების მხრიდან ყურადღება სასიამოვნოა, მაგრამ მე ბარსელონას ფეხბურთელი და ეს სრულიად მაკმაყოფილებს”–განაცხადა ივან რაკიტიჩმა. რაკიტიჩის ტრანსფერში პსჟ მზად არის 90 მილიონი ევრო […]

ბარსელონა რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს

ბარსელონა რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს

ბარსელონა ივან რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს, რადგან ერნესტო ვალვერდე თვლის რომ რაკიტიჩი მის გუნდში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ზაფხულში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ რომ რაკიტიჩი პსჟ-ს ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ ბარსელონამ ეს ტრანსფერი დაბლოკა. რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ ის ამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, თუმცა მას ზოგჯერ მას აკრიტიკებენ ხოლმე და თვლიან რომ […]

რაკიტიჩმა შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს

რაკიტიჩმა შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს

ბარსელონას ხორვატმა ფეხბურთელმა ივან რაკიტიჩმა შესაძლოა სეზონის ბოლოს ბარსელონა დატოვოს. ამის მიზეზი ის არის, რომ ბარსელონაში ფილიპე კოუტინიო გადმოვიდა, რომელიც მომავალ სეზონში სავარაუდოდ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება, ხოლო რაკიტიჩი კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს. თვითონ ხორვატი ფეხბურთელი აცხადებს რომ ის ბარსელონაში ბედნიერია და წასვლას არ აპირებს, თუმცა მომავალში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წელს გადავიდა […]

ივან რაკიტიჩმა რეალთან შეხვედრაზე ისაუბრა

ივან რაკიტიჩმა რეალთან შეხვედრაზე ისაუბრა

ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა რეალთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ ვიღაცას ძალიან სევდიანი ახალი წელი ელის. რაკიტიჩმა სავარაუდოდ მადრიდის რეალი იგულისხმა. ”ალბათ ეს ახალი წელი ვინმესთვის სევდიანი იქნება. ეს ცხადია ხუმრობით, ხოლო რაც შეეხება შეხვედრას რეალის წინააღმდეგ ყოველთვის ბოლომდე კონცენტრირებული გავდივართ მოედანზე და ეს მატჩი ძალიან მძიმე იქნება. რეალი ისევ ძლიერი გუნდია”–განაცხადა ივან რაკიტიჩმა. […]

ივან რაკიტიჩი: ”მესისთან ერთად თამაში არც ისე იოლია”

ივან რაკიტიჩი: ”მესისთან ერთად თამაში არც ისე იოლია”

ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა მესიზე ისაუბრა და თქვა, რომ მასთან ერთად თამაში არც ისე იოლია. რაკიტიჩის აზრით, როდესაც მესი მოედანზე ყველა ფეხბურთელი ვალდებულია, რომ აქცენტი მასზე გააკეთოს. ”მესისგან უამრავი რამ ვისწავლე. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და მის გვერდით თამაში დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ ყველანი ვცდილობთ რომ მან რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანოს”- განაცხადა ივან რაკიტიჩმა.

ივან რაკიტიჩი: ”რეალთან მარცხმა გამოგვაფხიზლა”

ივან რაკიტიჩი: ”რეალთან მარცხმა გამოგვაფხიზლა”

ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა კატალონიური გუნდის თამაში შეაფასა და თქვა, რომ ასეთი კარგი სტარტი რეალთან სუპერთასზე მარცხის დამსახურებაა. რაკიტიჩის თქმით რეალთან განცდილმა წარუმატებლობამ ბარსელონა გამოაფხიზლა. ” რეალთან იმ ანგარიშით არ უნდა წაგვეგო როგორც წავაგეთ, მაგრამ ეს მარცხი ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ამის შემდეგ ვიგრძენით, რომ ისევ გამარჯვების სურვილი გვქონდა და მოედანზე ბოლომდე უნდა დავხარჯულიყავით”– განაცხადა […]

ივან რაკიტიჩმა ტრავმა მიიღო

ივან რაკიტიჩმა ტრავმა მიიღო

ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ხორვატიის ნაკრებში თამაშის დროს ტრავმა მიიღო, ამიტომ მან ნაკრები დატოვა და ბარსელონაში ნაადრევად დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რაკიტიჩის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მან შესაძლოა მაინც გამოტოვოს ბარსელონას შემდეგი მატჩი ესპანიოლთან, რომელიც 9 სექტემბერს გაიმართება. რაკიტიჩის არყოფნაში მის ადგილს სავარაუდოდ ბრაზილიელი პაულინიო დაიკავებს, რომელიც ბარსელონას ახალწვეულია და მასზე კატალონიური გუნდი […]

ბარსელონა ივან რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს

ბარსელონა ივან რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს

ბარსელონა თავისი ნახევარმცველის ივან რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაცია კატალონიურ პრესაში ვრცელდება. რაკიტიჩის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციები ვრცელდებოდა და მის სახელს ბევრ გუნდს უკავშირებდნენ, მაგრამ ბარსელონას ახალმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ რაკიტიჩი მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და რამდენიმე სეზონი ის გუნდიდან არ წავა. რაკიტიჩი ბარსელონაში 2014 წელს გადავიდა, მანამდე კი ის საკმაოდ […]