ჭდე: ლონდონი

ლონდონელ ტერორისტს სამიზნის მისამართი შეეშალა

ლონდონელ ტერორისტს სამიზნის მისამართი შეეშალა

Uber–ის ტაქსის მძღოლი, რომელიც ბუკინგემის სასახლესთან პოლიციელებზე თავდასხმაშია ბრალდებული, გაირკვა, რომ უინძორების სასახლეზე თავდასხმასაც გეგმავდა, თუმცა მანქანის ნავიგატორის შეცდომის გამო სასახლის ნაცვლად კლუბში აღმოჩნდა. ამის შესახებ გაზეთი Guardian-ი წერს. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, 26 წლის ტერორისტი სახლიდან იმ განზრახვით გამოვიდა, რომ უინძორების სასახლეში მისულიყო, თუმცა ნავიგატორს შეეშალა და სასახლის ნაცვლად, ტერორისტი იგივე დასახელების კლუბთან მივიდა. ჩოდარმა […]

ლონდონთან ახლოს, აეროპორტთან, აფეთქება მოხდა

ლონდონთან ახლოს, აეროპორტთან, აფეთქება მოხდა

ლონდონთან ახლოს, საუტენდის აეროპორტთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ანგარში მოხდა, რომლის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სამაშველო და სახანძრო ბრიგადები მუშაობენ. ჯერჯერობით აფეთქების გამომწვევი მიზეზები უცნობია. იმედინიუსი

ლონდონში , ცნობილი ბაზარი Camden Market დაიწვა

ლონდონში , ცნობილი ბაზარი Camden Market დაიწვა

ლონდონში , ცნობილი ბაზარი Camden Market დაიწვა. როგორც ბიბისი იტყობინება, ხანძარი მეორე სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი მესამე სართულსა და სახურავს მოედო. ადგილზე 70 მეხანძრე იყო მობილიზებული, რომლებმაც ხანძრის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა შენობა თითქმის ბოლომდე დაიწვა. დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

ევაკუაცია ლონდონის ცენტრში

ევაკუაცია ლონდონის ცენტრში

ლონდონის პოლიციამ ტურისტებისთვის ერთ-ერთ პოპულარულ ატრაქციონ London Eye-დან და ვესტმინსტერის ნავმისადგომიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელა. „bbc“-ის ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი აუფეთქებელი ჭურვი გახდა. ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს ტერიტორია 40 წუთის განმავლობაში შემოსაზღვრული ჰქონდათ. ამ დროისთვის შეზღუდვა მოხსნილია.  

თვითმხილველები ლონდონის თავდასხმის დეტალებს ყვებიან

თვითმხილველები ლონდონის თავდასხმის დეტალებს ყვებიან

როგორც მოგეხსენებათ ლონდონში მეჩეთის სიახლოვეს ფურგონი ხალხში შევარდა, რის შემდეგაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-მა კი მძიმე ტრავმები მიიღეს. ამ შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი სალეჰ ალამუდი იხსენებს, რომ თავდასხმელი ყველა მუსლიმს სიკვდილით ემუქრებოდა. ”თავდამსხმელი ყვიროდა, რომ ის ყველა მუსლიმს მოკლავდა. რამდენიმე ადამიანმა ადამიანმა მოვახერხეთ მისი დაჭერა, რის შემდეგაც ის გვთხოვდა, რომ მოგვევკლა, რაზეც ვუპასუხეთ რომ მის […]

ერთი გარდაცვლილი და რვა დაშავებული – ლონდონში მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

ერთი გარდაცვლილი და რვა დაშავებული - ლონდონში მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა

ლონდონში მომხდარ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, რვა ადამიანი კი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, დღეს დილით ოფიციალურად დადასტურდა. ფინსბერი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 00:20-ზე მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა მომხდარი გამიზნულად მიმართული აქტი. ამ ეტაპზე სამართალდამცველები მომხდარს „სერიოზულ ინციდენტად“ აფასებენ. მომხდარს „საშინელი […]

ლონდონში 24 სართულიანი სახლი იწვის – დაშავებულია 30 ადამიანი

ლონდონში 24 სართულიანი სახლი იწვის - დაშავებულია 30 ადამიანი

ლონდონში მრავალსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა. ლონდონში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე და 50-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს. 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი ყველა სართულზეა მოდებული. პოლიციის ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის გამო, არსებობს შენობის ჩამოშლის საფრთხე.

ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები ლიკვიდირებულები არიან

ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები ლიკვიდირებულები არიან

ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები ლიკვიდირებულები არიან ლონდონის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილები ლიკვიდირებულები არიან. როგორც ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, პოლიციამ სამივე ეჭვმიტანილის ლიკვიდიცია მოახერხა. მათივე ინფორმაციით, სამივე თავდამსხმელს ტანზე შაჰიდის ქამრის მსგავსი ჰქონდათ, თუმცა იქ არ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და რეალური საფრთხის შემცველი არ იყო. ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა.

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის პოლიცია ავრცელებს. – ამ დროისთვის რა ინფორმაციაც გვაქვს, 6 ადამიანია დაღუპული, სულ მცირე 20 კი ლონდონის 6 სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი, – აცხადებენ პოლიციაში. ლონდონში, ლონდონ-ბრიჯის ხიდზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ლონდონის პოლიციამ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. BBC იუწყება, რომ მიკროავტობუსი 80 […]

ლონდონში მანქანამ ქვეითები გაიტანა

ლონდონში მანქანამ ქვეითები გაიტანა

ლონდონში, პარლამენტთან სროლამდე, ვესტმინსტერის ხიდზე მანქანა ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულია 15-მდე ადამიანი. ლონდონში ერთდროულად ორი თავდასხმა მოხდა. პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის შედეგად პოლიციის ოფიცერია დაჭრილი. დანით შეიარაღებული მამაკაცი პარლამენტში შეღწევას ცდილობდა. ის პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს. მამაკაცი სამართალდამცავებმა მოკლეს. სკოტლანდ იარდი ლონდონში მომხდარ თავდასხმებს ტერორისტულ აქტად აფასებს. პარლამენტის შენობის […]