გერმანია გახდება პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელიც იმავე ექსპერიმენტულ მკურნალობას დაიწყებს ანტისხეულებით, რომელიც ამერიკის ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემთხვევაში გამოიყენეს კოვიდ-19 ვირუსის წინააღმდეგ. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა. მისი თქმით, ამისთვის ხელისუფლებამ 200 ათასი დოზა შეიძინა, რაც 400 მილიონი ევრო დაჯდა. „ანტისხეულების ე.წ. მონოკლონალური კოქტეილები უახლოეს კვირას საუნივერსიტეტო საავადმყოფოებში განთავსდება“, – აღნიშნა მინისტრმა. შპანს არ […]
კატეგორია: მსოფლიო
ნავალნის მხარდამჭერთა აქციებზე რუსეთში 3.000 პირი დააკავეს
რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებზე 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. გამოცემის ცნობით, დაკავებები რუსეთის 70-მდე ქალაქში განხორციელდა. ყველაზე მეტი, აქტივისტი დედაქალაქში დააკავეს, სადაც, Reuters-ის შეფასებით, საპროტესტო აქციას 40.000-მდე ადამიანი ესწრებოდა. თუმცა, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აქციაზე 4.000 ადამიანი იყო შეკრებილი. მოსკოვში გამართულ აქციაზე დაკავებულებს შორის ალექსეი ნავალნის მეუღლეც იყო, თუმცა ის […]
ჯო ბაიდენმა ფიცი დადო და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
ვაშინგტონში, ინაუგურაციის ცერემონიაზე ჯო ბაიდენმა ფიცი დადო. ჯო ბაიდენმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით დადო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი. მანამდე ფიცი დადო ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა. “ვიცი, რომ ერთიანების შესახებ საუბარი დღესდღეობით ფანტაზიას ჰგავს. ვიცი, რომ საზოგადოება ახლა დაყოფილია. თუმცა ერთიანობა ქვეყნის წარმატების ერთადერთი საწინდარია, – განაცხადა […]
მადრიდის ცენტრში აფეთქება მოხდა – ვიდეო
მადრიდის ცენტრალურ ნაწილში ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა ბუნებრივი აირის გაჟონვა გამხდარიყო, თუმცა აფეთქების ოფიციალური მიზეზი ჯერ უცნობია. აფეთქებას მინიმუმ ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე კი დაშავდა. „მადრიდის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, რამაც შენობის ჩამონგრევა გამოიწვია, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ესპანეთის ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებას მინიმუმ ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე […]
ჯო ბაიდენი ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღების 8 წლიან პერიოდს შესთავაზებს
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ემიგრანტებს მოქალაქეობის მიღებისთვის 8-წლიან პერიოდს შესთავაზებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენი საიმიგრაციო კანონპროექტის გამოქვეყნებას გეგმავს, რომელიც აშშ-ში იურიდიული სტატუსის გარეშე მცხოვრებ 11 მილიონამდე პირს მოქალაქეობის 8 წელში მიღების საშუალებას მისცემს. როგორც გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, კანონპროექტის წარდგენა, რომლის მოცულობაც ასობით გვერდია, ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ იგეგმება. […]
არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
არგენტინაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო გერმანიის გეომეცნიერების ცენტრზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სან-ხუანის პროვინციის სამხრეთით 40 კმ-ში დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის ტერიტორიაზე მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა ან დაღუპულა. იპნ
იაპონიაში ერთმანეთს 130 მანქანა შეეჯახა
მასშტაბური ავარია იაპონიაში – მიაგის პრეფექტურაში ერთ-ერთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ერთმანეთს 130 ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ინციდენტი ძლიერმა ქარბუქმა გამიწვია. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში დიდითოვლობის გამო პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ქვეყანაში ნალექის გაორმაგებული რაოდენობა მოვიდა. რუსთავი 2
ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე დააკავეს – “ეს ბოლო 5 თვეში ჩემთვის საუკეთესო დღეა”
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს პოლიციამ აიყვანა. რუსული “დოჟდის” ცნობით, ის დაკავებულია. ნავალნის ადვოკატს, რომელსაც პოლიტიკოსის დოკუმენტაცია ეკავა, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილებები, მასთან ერთად წასვლის უფლება არ მისცეს. დაკავებისას ალექსეი ნავალნისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომელთან ერთადაც ის გერმანიიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ჩასვლის შემდეგ, დაკავებამდე, ნავალნიმ თქვა, რომ ის […]
ნავალნის ბორტი, მიმართულების შეცვლის შემდეგ, შერემეტიევოში დაჯდა
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი მოსკოვში დაფრინდა. მისი თვითმფრინავი, მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში დაჯდა. მანამდე მას მხარდამჭერები მოსკოვის ვნუკოვის აეროპორტში ელოდებოდნენ. თუმცა, თვითმფრინავმა, რომელიც ბერლინიდან მოსკოვისკენ მიემართებოდა, გეზი შეიცვალა. ვნუკოვოს აეროპორტი თვითმფრინავების დაფრენისთვის დაიხურა. მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ელოდებოდნენ, პოლიცია იყო მობილიზებული. რუსული მედია იუწყება, რომ იქ რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ნავალნის […]
ბორტმა, რომლითაც ნავალნი რუსეთში ბრუნდება, მიმართულება შეცვალა
თვითმფრინავი, რომელიც ბერლინი-მოსკოვის რეისს ასრულებს, რუსეთის საჰაერო სივრცეშია, თუმცა მოსკოვთან მიმართულება შეიცვალა – სხვადასხვა რუსული საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავი დაგეგმილი “ვნუკოვოს” აეროპორტის ნაცვლად, “შერემეტიევოში” დაჯდება. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ ალექსეი ნავალნი, შესაძლოა, დააკავონ, რუსეთის საგამოძიებო უწყებები მას პირობითი სასჯელის წესების დარღვევას ედავებიან და მის დაპატიმრებას ითხოვენ. Tvrain.ru წერს, რომ “ვნუკოვოს” მოფრენის ზონიდან ხალხის გაყვანა მოხდა და იქ გაუმჭვირვალე […]










