რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობაში გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა. „ეს ცვლილებები, როდესაც მათი მიღება მოხდება და ყველანაირი ალბათობით მოხდება, შეიტანენ მნიშვნელოვან ცვლილებებს კონსტიტუციის არა […]
კატეგორია: მსოფლიო
New York Times-მა ირანის მიერ უკრაინული ბოინგის ჩამოგდების ვიდეო გამოაქვეყნა
The New York Times-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც სავარაუდოდ, აღბეჭდილია ორი ირანული რაკეტის მიერ უკრაინულ ბოინგთან შეჯახების ფაქტი. ვიდეოში ჩანს ორი სავარაუდო გაშვება 30 წამის ინტერვალით და შემდეგ აალებული ობიექტი, რომელიც როგორც The New York Times-ი ირწმუნება, სწორედ უკრაინული ლაინერია. ჩანაწერი ირანული სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარე სახლის სახურავზე განთავსებული ერთ-ერთი სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. ვიდეოს თარიღი 17.10.2019 ავიაკატასტროფის […]
“მტრები აქ არიან და არა ამერიკაში” – თეირანში საპროტესტო აქცია პოლიციამ გაზით და ხელკეტებით დაშალა
თეირანში, გვიან ღამით აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირება მოხდა. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. არიან დაშავებულები. “მტრები აქ არიან და არა ამერიკაში”- სკანდირებდნენ დემონსტრაციაზე შეკრებილი ირანელები. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა, რომელზეც ძირითადად სტუდენტები შეიკრიბნენ, მოკლული ირანელი გენერლის პოსტერები ჩამოხსნეს და დაწვეს. ათასობით ირანელი ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას, ირანის პრეზიდენტის […]
თეირანში ბრიტანეთის ელჩი დააკავეს
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ თეირანის ამირ აკაბირის უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის დრო პოლიციამ დააკავა ირანში დიდი ბრიტანეთის ელჩი რობერტ მაკეირი. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ამ ფაქტს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა. ირანის ხელისუფლება 53 წლის ელჩს აქციის მონაწილეების წაქეზებას აბრალებს.
თეირანში აქციაზე გენერალ სოლეიმანის ფოტოები დაწვეს
ირანული მედიის ცნობით, თეირანში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“ აღიარა. თეირანის ქუჩებში გამოსულები გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ისინი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადადგომასაც მოითხოვდნენ. „როიტერის“ […]
პუერტო-რიკოს სანაპიროსთან 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
პუერტო-რიკოს სანაპიროსთან დღეს 6,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ პონასედან 26 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა. ქალაქის მოსახლეობა 135 ათასს შეადგენს. სტიქიის ეპიცენტრის სიღრმემ 5 კილომეტრი შეადგინა. ამ დროისთვის სტიქიის შედეგად ნგრევის და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სტამბულში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ქალაქ სტამბულში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.8 ბალი შეადგინა. თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრამ ქალაქში პანიკა გამოიწვია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან. თურქეთის საგანგებო მდგომარეობათა სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო. იპნ
ირანელი გენერალი ხაჯიზადე – „როცა გავიგე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, სიკვდილი ვინატრე”
ირანის რევოლუციური გვარდიის გენერლის, ამირ ალი ხაჯიზადეს თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მთავრობა მიიღებს, გვარდია მას შეასრულებს. ამის შესახებ მან „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ საუბრისას განაცხადა. „როცა გავიგე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ, სიკვდილი ვინატრე, რომ ამ ტრაგედიის მოწმე არ ვყოფილიყავი. ჩვენ მთელ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვიღებთ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მთავრობამ, ჩვენ მას შევასრულებთ“, – […]
ირანმა აღიარა, რომ უკრაინული ბოინგი ჩამოაგდო
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღიარებს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი “ადამიანური გადაცდომაა” და მათ „ბოინგ 737“„უნებლიედ“ ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანული სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. მათივე ცნობით, თვითმფრინავი მაშინ ჩამოაგდეს, როცა ის „ირანის რევოლუციური გვარდიის“ კუთვნილ „სენსიტიურ ტერიტორიას“ მიუახლოვდა. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, თვითმფრინავის ჩამოდგება წინასწარ განზრახული არ ჰქონიათ და ყველა დამნაშავე […]
უკრაინული ბოინგი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო – ახალი ვერსია
უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც 8 იანვარს, აფრენიდან რამდენიმე წუთში, თეირანის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, ირანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია პენტაგონში, ასევე ამერიკისა და ერაყის დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული საინფორმაციო სამსახური CBS ამერიკულ დაზვერვაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რადარებმა ორი რაკეტის გაშვების შედეგად დატოვებული ინფრაწითელი კვალი დააფიქსირეს, რასაც აფეთქება […]








