თურქეთში სამთავრობო გაზეთის Yeni Akit-ის მთავარი რედაქტორი მოკლეს. ქადირ დემირელი სტამბოლში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. სააგენტო Anadolu დემირელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობას ასახელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გაზეთის რედაქტორს შელაპარაკება საკუთარ სიძესთან მოუვიდა, კამათი კი მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიცია მომხდარს ოჯახურ კონფლიქტს უკავშირებს. ჩხუბისას დაშავდა დემირელის შვილიც, ის სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო. imedinews.ge
კატეგორია: მსოფლიო
მოსკოვში ქარიშხალმა 11 ადამიანი იმსხვერპლა – სტიქიამ პრემიერ მედვედევის რეზიდენციაში ხეები მოგლიჯა
დღეს, 29 მაისს, მოსკოვს და მოსკოვის ოლქს ძლიერი ქარისხალი დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი. 50 დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც არიან. ასობით ხე წაქცეულია, დამტვრეულია მანქანები, დარღვეულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მოსკოვში ქარის სიჩქარე წამში 16 მეტრს აღწევდა. ქარიშხალი გლეჯდა ხეებს და ამსხვრევდა ლითონის კონსტრუქციებს, რაც ადამიანების დაღუპვის მიზეზი გახდა. მეტრო ლომონოსოვთან მოგლეჯილი ხე ხანშისესულ […]
მაკრონმა პუტინს მოთხოვნები წაუყენა – “ქიმიური იარაღის გამოყენებას საფრანგეთიდან პასუხი მოჰყვება”
დღეს, 29 მაისს, საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ვერსალში შეხვდნენ. მათი შეხვედრისას საუბრის მთავარი თემები სირია, უკრაინა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. შეხვედრამდე ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ დიალოგი იქნებოდა მომთხოვნი და ის დათმობაზე წასვლას არ აპირებდა თავის რუს კოლეგასთან, რომელმაც მას არჩევის შემდეგ მისალოცი წერილი გაუგზავნა, სადაც „ორმხრივი უნდობლობის დაძლევის“ სურვილი გამოთქვა. – სირიის […]
მოლდოვა 5 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
მოლდოვამ 5 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რუსული მედია მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთის ელჩმა კიშინიოვში ფარიტ მუხამეტშინმა ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დიპლომატების ვინაობა არ უთქვამს. ერთ-ერთ მათგანს ადგილობრივი დეპუტატის გადაბირება ედება ბრალად. დიპლომატებმა ქვეყანა 24 საათში უნდა დატოვონ. imedinews.ge
მანჩესტერის ტერაქტის საქმეზე დაკავებები გრძელდება
მანჩესტერში მომხდარ ტერაქტის საქმეზე ინგლისში პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. დაკავებული 22 წლის არის და მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. დაკავებულს ტერაქტის ორგანიზებაში ედება ბრალი. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მანჩესტერის პოლიციამ უკვე 10ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებსაც თვითმკვლელ ტერორისტთან აბელ საიდთან კავშირი ედებათ ბრალად. შეგახსენებთ რომ 22 მაისს, არიანა გრანდეს კონცერტზე თვითმკვლელმა ტერორისტმა ხალხმრავალ ფოიეში […]
„დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი“
– დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი. ის ფიქრობს, რომ პუტინთან საუბრით გადაჭრის პრობლემებს. მე კი ვფიქრობ, რომ ასე არ მოხდება. არც აშშ-ის კონგრესი ფიქრობს, რომ ეს გამოვა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ საერთაშორისო პოლიტიკასა და რუსეთის ფაქტორზე საუბრისას განაცხადა. ”ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი დაინტერესდა […]
ლონდონის თეატრიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
ლონდონელმა სამართალდამცავებმა თეატრიდან „ოლდ ვიქ“ ხალხის ევაკუაცია განახორციელეს. მიზეზი დარბაზში ნაპოვნი საეჭვო ნივთი გახდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ „გამაფრთხილებელი შეტყობინება“ დარბაზში რაღაც ნივთის არსებობის შესახებ შევიდა. ინციდენტის პერიოდში თეატრში სპექტაკლი „ვოიცეკი“ მიმდინარეობდა, როდესაც პოლიციამ საფრთხის შესახებ საეჭვო შეტყობინება მიიღო. მანამდე დიდ ბრიტანეთში ტერორიზმის საფრთხის დონე ერთი საფეხურით დაწიეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ დღეს განაცხადა. […]
ბრიტანულმა ავიახაზებმა რეისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერა
ბრიტანულმა ავიახაზებმა რეისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერა. როგორც ცნობილია მიზეზი კომპიუტერულ სისტემაში არსებული ხარვეზია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კომპანიამ დღეს ყველა რეისი ლონდონის უდიდესი აეროპორტებიდან გააუქმა. არსებული ინფორმაციით, სპეციალისტები ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობენ, ასევე ადგენენ მომხდარის მიზეზს.
ყოფილ მედდას 60 ბავშვის მკვლელობაში ადანაშაულებენ
ყოფილი მედდა ჯენინ ჯონსი შესაძლოა კიდევ 60 ბავშვის მკვლელობაში დაადანაშაულონ. ინფორმაციას France Presse ავრცელებს. ყოფილ მედდას ბავშვების მკვლელობებში საოლქო პროკურორი ადანაშაულებს. ამ მომენტისთვის, ჯონსი 1984 წელს მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს. მას 99 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. საბრალდებო დასკვნის თანახმად, ყოფილმა მედდამ ბავშვს წამლის სასიკვდილო დოზა ინექციით გაუკეთა. მეორე ბავშვი, რომელსაც ჯონსმა ასევე წამლის […]
ტრამპის სიძე კუშნერი მოსკოვს საიდუმლო კონტაქტების შექმნას სთავაზობდა
გაზეთი The Wasington Post გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და ამერიკაში რუსეთის ელჩი სერგეი კისლიაკი შეხვედრებზე განიხილავდნენ ტრამპის გუნდსა და კრემლს შორის კავშირის საიდუმლო და უსაფრთხო არხების შექმნის შესაძლებლობებს. გამოცემის ინფორმაციით, კისლიაკმა მოსკოვს აცნობა, რომ მას კუშნერმა ასეთი წინადადებით გასული წლის დეკემბერში Trump Tower-ში გამართულ შეხვედრაზე მიმართა. – ამერიკის […]










