პოლიტოლოგი, სოციოლოგი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდეტის ჯეიმს კარტერის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბჟეზინსკი პარასკევს ვირჯინიის ერთ-ერთ კლინიკაში 90 წლისა გარდაიცვალა. გაზეთი The New York Times-ის ცნობით, ამის შესახებ პოლიტოლოგის ქალიშვილმა მიკა ბჟეზინსკიმ ინსტაგრამზე დაწერა. ბჟეზინსკი პოლონური წარმოშობის სახელმწიფო მოღვაწე იყო. ის 1928 წელს პოლონელი დიპლომატების ოჯახში დაიბადა, 1950-იან წლებში მიიღო აშშ-ს მოქალაქეობა. მისი როგორც პოლიტოლოგის […]
კატეგორია: მსოფლიო
უიმბლდონის კორტებზე ცეცხლი გაჩნდა
დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, All England Tennis Club-ის ჩოგბურთის ცნობილ კორტებზე ხანძარი გაჩნდა. ლონდონის სახანძრო სამსახური იტყობინება, რომ ცეცხლი კორტების პირველ შესასვლელთან ახლოს გაჩნდა. ადგილზე 21 მეხანძრე მუშაობდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ არ დაუდგენიათ. მიმდინარეობს გამოძიება. imedinews.ge
ათენში ექს-პრემიერი მანქანაში ააფეთქეს
ელისაბედ II დღეს მანჩესტერში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II დღეს მანჩესტერში ჩავიდა და იმ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც 22 მაისის ტერაქტის შედეგად დაშავებული ბავშვები მკურნალობენ. Royal Manchester Children’s Hospital-ში ტერაქტის შედეგად დაშავებული 14 ბავშვია გადაყვანილი, მათგან 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია. სულ ქალაქის საავადმყოფოებში 64 დაშავებული იმყოფება. ბავშვთა საავადმყოფოში დედოფლის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზეც გამოჩნდა.
დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი ბრიუსელში შეხვდნენ
საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიუსელში დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მოხდა. ტრამპის თქმით მას და მაკრონს ბევრი აქვთ სასაუბრო, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააკეთა. ”ძალიან მიხარია, რომ ასე მალე მომეცა შესაძლებლობა ტრამპს შევხვედროდი. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და გავაკეთოთ ის რაც ჩვენი ქვეყნებისთვის ყველაზე უკეთესი იქნება. მომავალში […]
ბრაზილიაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცეცხლი წაუკიდეს
ბრაზილიაში დემონსტრანტებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. თავს დაესხნენ სხვა სახელმწიფო უწყებებსაც. ბრაზილიელები პრეზიდენტ მიშელ ტემერის გადადგომას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების გაუქმებას ითხოვენ. დემონსტრაციები აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო – პრეზიდენტი დეპუტატთა პალატის ყოფილი თავმჯდომარისთვის 630 ათასი დოლარის ქრთამის გადახდის განკარგულებას გასცემს, დუმილის სანაცვლოდ. აუდიოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების […]
მანჩესტერის პოლიციამ ტერაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა
მანჩესტერის სამხრეთით პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამ სამ ადამიანს თვითმკვლელ ტერორისტთან სალმან აბედისთან კავშირი ჰქონდათ. მათი ვინაობა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება. შეგახსენებთ, რომ ტერაქტი მანჩესტერში 22 მაისს, საღამოს მოხდა, როდესაც ამერიკელი პოპ ვარსკვლავის არიანა გრანდეს კონცერტი ახალი დამთავრებული იყო. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა გამოძიებას სხვა ვერსიებიც აქვს. […]
მედიაში მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებლის ფოტო გავრცელდა
მედიაში მანჩესტერ არენაზე განხორციელებული ტერაქტის შემსრულებლის ფოტო გავრცელდა. თავდამსხმელი, რომელმაც მანჩესტერ არენაზე, არიანა გრანდეს კონცერტზე თავი აიფეთქა, წარმოშობით ლიბიელი, 23 წლის ბრიტანელი, სალმან აბედია, რომელიც როგორც გაირკვა, ბოლო დროს ლიბიასა და სირიაში ხშირად მოგზაურობდა. გავრცელებული ცნობით, მან სირიაში ე.წ. საიდუმლო ტერორისტული წვრთნები გაიარა და დიდ ბრიტანეთში, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.
მანჩესტერის ტერაქტი ადგილობრივმა სალმან აბედიმ მოაწყო
მანჩესტერში ტერაქტი ადგილობრივმა მცხოვრებმა, 22 წლის სალმან აბედიმ მოაწყო. ამის შესახებ ბრიტრანული მედია ქალაქის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, ქვეყნის საგამოძიებო უწყებას მასზე ინფორმაცია თავდასხმამდე ჰქონდა. გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი ლიბიელი იყო, თუმცა ინგლისში ცხოვრობდა. 22 მაისს, მანჩესტერში სტადიონზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 25 -მდე მოქალაქე ,ხოლო […]
მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის დროს დაკარგული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
მანჩესტერში ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 60 ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულებს შორის არის 8 წლის გოგონაც. სოფი როუზ რუსოსი კონცერტზე დედასთან ერთად იმყოფებოდა და აფეთქების შემდეგ ის მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. სოფის დედამ ასევე მიიღო ტრავმები და ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. როგორც ცნობილი გახდა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ფოიეში აიფეთქა, რის შემდეგაც საკონცერტო დარბაზის გარშემო […]










