კატეგორია: მსოფლიო

ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მამაკაცებს საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ – რას ამბობენ უფლებადამცველები

ჩეჩნეთში ჰომოსექსუალ მამაკაცებს საკონცენტრაციო ბანაკებში ათავსებენ, სადაც მათ აწამებენ და უმოწყალოდ სცემენ, აცხადებენ ადამიანის უფლებადამცველები. როგორც ინდეფენდენთი წერს, უფლებადამცველები აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რუსულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ დაახლოებით 100 ჰომოსექსუალი მამაკაცი დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. მათგან 3 მოკლულია. თავის მხრივ, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის პრესსპიკერი ალვი კარიმოვი ბრალდებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთში […]

რა სცენარით განვითარება სირიაში მოვლენები

ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს კარგა ხანს აღარ ეცლება აგრესიისათვის საქართველოსა და უკრაინაში. მიუხედავად ამისა, ეს პროცესები გავლენას ახდენს ყველა ქვეყანაზე. გერმანული „დი ველტის“ შეფასებით, სირიაში მოვლენების განვითარების სამი სცენარი არსებობს. პირველი _ აშშ შეეგუება რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ასადის რეჟიმს, რომელიც მომავალში დაემუქრება ისრაელს. მეორე _ ასადის რეჟიმი აშშ-ის […]

ტრამპი: ასადის სახით რუსეთი მხარს უჭერს ბოროტ ადამიანს

– ბაშარ ალ ასადის სახით რუსეთი მხარს უჭერს ბოროტ ადამიანს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business Network-სთვის მიცემულ ინტერვიუში. – პუტინი მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც სინამდვილეში ბოროტია, – განაცხადა ტრამპმა. – ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია რუსეთისთვის. ეს ძალიან ცუდია კაცობრიობისთვის. ეს ძალიან ცუდია მსოფლიოსთვის, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ასადის […]

დონალდ ტრამპი: ,,ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს”

 _ ჩრდილოეთ კორეა ეძებს პრობლემებს. თუ ჩინეთი გადაწყვეტს, რომ დაგვეხმაროს, არაჩვეულებრივი იქნება. თუ არა, მათ გარეშე გადავწყვეტთ ამ პრობლემას. აშშ, – წერს დონალდ ტრამპი. ფხენიანი მკაცრად უპასუხებს პროვოკატორების ქმედებებს, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ქვეყნის ცენტალურ გაზეთებში გავრცელდა. აღნიშნული წარმოადგენს ოფიციალური ფხენიანის პასუხს აშშ-ის გადაწყვეტილებაზე კორეის ნახევარკუნძულისკენ სამხედრო ხომალ დების ჯგუფის […]

სტოკჰოლმის ტერაქტში ეჭვმიტანილმა რაჰმატ აკილოვმა დანაშაული აღიარა

სტოკჰოლმის ტერაქტში ეჭვმიტანილმა რაჰმატ აკილოვმა დანაშაული აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა იოჰან ერიქსონმა დაადასტურა. აკილოვი წარმოშობით უზბეკია და 2014 წელს მან შვედეთის მთავრობას თავშესაფარი სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, ხოლო 2017 წლის თებერვლიდან მას პოლიცია ეძებდა, იმისთვის რომ შვედეთიდან გაეძევებინათ. როგორც ჩანს აკილოვმა შურისძიება გადაწყვიტა და სტოკჰოლმის ცენტრში სატვირთო ავტომობილით ხალხში შევარდა, რის შემდეგაც 4 […]

ძლიერი აფეთქება თურქეთში – არიან დაშავებულები

თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ დიარბაქირში ძლიერი აფეთქება მოხდა.როგორ როიტერსი იტყობინება, უსაფრთხოების სამმართველოს შენობაში მომხდარი აფეთქების შემდეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ექიმები არიან მობილიზებულები. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერეობით უცნობია.

აშშ–ის სკოლაში მამაკაცმა ჯერ ცოლი და ორი მოსწავლე მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

კალიფორნიაში, ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში, საკლასო ოთახში მომხდარი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 2 მოსწავლე. სან ბერნანდინოს პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი იმ სკოლაში შეიჭრა, სადაც მისი ცოლი ასწავლიდა. მამაკაცმა ჯერ ცოლი და ორი მოსწავლე მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. თავდამსხმელი 53 წლის კედრიკ ანდერსონია, რომელიც წარსულში იარაღის უკანონოდ ტარებისა და ოჯახში ძალადობის გამო ნასამართლევი იყო. […]

რექს ტილერსონი დღეს მოსკოვში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი დღეს ორდღიანი ვიზიტით მოსკოვში ჩადის. ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანის პირველი ოფიციალური ვიზიტია რუსეთის დედაქალაქში. ვიზიტის ფარგლებში, ტილერსონი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. _ ჩვენ შეხვედრების ანონსი არ გაგვიკეთებია. პრეზიდენტის გრაფიკში ჯერ ტილერსონთან შეხვედრა არ არის. თუ ასეთი შეხვედრა შედგება, […]

მოსკოვში ტერორისტებს ეძებენ

რუსეთის შსს-მ მოსკოვში სპეცოპერაცია ,,ანაკონდა“ დაიწყო, რომლის მთავარი მიზანი, სავარაუდო ტერორისტების გამოვლენა, ასაფეთქებელი ნივთიერებების და საბრძოლო იარაღის აღმოჩენაა. ,,ანაკონდას” ფარგლებში გაძლერებულია უსაფრთხოების ზომები საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. სამართალდამცადებს აქვთ უფლება მოსკოვში და მოსკოვის ოლქში ნებისმიერი ავტომანქანის გაჩერების და ჩხკრეკის. სპეცოპერაცია 11 მაისამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს სანქტ-პეტერბურგი მეტროსადგურში მომხდარი ტერაქტისას 13 ადაიანი გარდაიცვალა. მათ შორს […]

მუსლიმებმა ქრისტიანებისთვის სისხლი გაიღეს

ქალაქ ტანტაში, სადაც კოპტურ ეკლესიაზე თავდასხმა მოხდა, მუსლიმები მეჩეთებში შეიკრიბნენ და აფეთქების შედეგად დაშავებული ქრისტიანებისთვის სისხლი გაიღეს. ქალაქში ხმის გამაძლიერებლები გამოიყენეს, რათა მოქალაქეებისთვის სისხლის ჩაბარებისკენ მოეწოდებინათ, რადგან საავადმყოფოებში სისხლის მარაგი იწურებოდა. შეგახსსენებთ, ეგვიპტეში ორ ქრისტიანულ ტაძარს თავს დაესხნენ. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. მოგვიანებით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.