გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილს პასუხობს. პრეზიდენტმა გუშინ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით მიღება გამართა. სიტყვით გამოსვლისას კი განაცხადა, რომ მან მიღებაზე ყველა მიიწვია, თუმცა ბევრი არ მივიდა: “მე საქართველოს პრეზიდენტი ჩართული ვარ იმ პროცესებში, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი დემოკრატიის გამყარებასთან და საზოგადოების გაერთიანებასთან. ამის დასტური არის დღევანდელი დღე სადაც ყველა იყო მოწვეული და ძალიან ვწუხვარ თუ ყველა არ მოვიდა […]
კატეგორია: პოლიტიკა
„უკანონოდ დაკავებულ პოლიტპატიმრებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება!“
27 აგვისტოს იწყება 20 ივნისს დაკავებულ პოლიტპატიმართა სასამართლო პროცესები, ამასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი “20 ივნისის მოძრაობა-პოლიტპატიმრები” მიმართვას ავრცელებს. „მოგესალმებით, 27 აგვისტოს იწყება 20 ივნისს დაკავებულ პოლიტპატიმართა სასამართლო პროცესები. უკანონოდ დაკავებულ პოლიტპატიმრებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება! შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი “20 ივნისის მოძრაობა-პოლიტპატიმრები”, რომელშიც ყოველგვარი პარტიული ინტერესების გარეშე, გაერთიანდა თითქმის მთელი ოპოზიცია. შემოგვიერთდით, თითოეული თქვენთაგანის მიერ აღნიშნული გვერდის […]
ბაჩუკი ქარდავა – “გახარიას პრემიერად დანიშვნას ვერ გაბედავენ”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ბაჩუკი, შემოდგომიდან ქვეყანა წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში გადავა. თქვენი მოლოდინი როგორია, ხელისუფლებას აგრესიული კამპანია ექნება თუ 20 ივნისის შემდეგ თავშეკავებით მოიქცევა? – 20 ივნისის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ჩამოყალიბდა როგორც რეჟიმი. ხელისუფლება ქვეყნას გაუგებარი მომავლისკენ მიაქანებს ამ […]
თინა ხიდაშელი – ”ხელისუფლების მთავარი სამიზნე დღეს ტვ პირველია”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა მას შემდეგ, რაც რუსთავი 2-ზე საინფორმაციო გამოშვება გაჩერდა და ეთერში კურიერი აღარ გადის, ხელისუფლების სამიზნე უკვე ტვ პირველია, ასეთი განცდა გაჩნდა საზოგადოების დიდ ნაწილში. ეს კი იმან გაამძაფრა, რომ რუსთავი 2-ის პროცესებიდან მეორე დღესვე ტვ პირველის დამფუძნებლის ვატო წერეთლის მამას ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენეს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალეულობასთან დაკავშირებით. […]
არჩილ თალაკვაძეს ბეგლარ სიორიძემ გუბერნატორობა მოსთხოვა – რა მოხდა ბახმაროში
პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა, კურორტ ბახმაროში, ფერიცვალების ტრადიციულ დღესასწაულზე, ტრადიციული დოღის მიმდინარეობისას მიაყენეს. “გურიის მოამბის” ინფორმაციით, დოღის მიმდინარეობისას, საპატიო სტუმრებისათვის ფინიშთან აღმართული სახელდახელო კარავიდან პარლამენტის თავმჯდომარე სასაუბროდ გვერდზე ქალაქ ოზურგეთის ყოფილმა მერმა, ბეგლარ სიორიძემ გაიყვანა. საუბარი მალევე ხმამაღალ კამათსა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ახლომახლო მყოფ დამსვენებელთა ინფორმაციით, სიორიძე არჩილ თალაკვაძისაგან დაპირებულ გუბერნატორობას მოითხოვდა. […]
რამაზ საყვარელიძე – “გამსახურდიას დროს მედია მთლიანად ხელისუფლების იყო, მაგრამ არჩევნები ზვიადმა მოიგო”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში ბოლო დრო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, ტელევიზიების ირგვლივ მიმდინარე პროცესებს რას უკავშირებთ? – რუსთავი 2-ის დავალიანება გუშინდელი ფაქტი არ არის, დიდი ხნის ისტორია აქვს. ანალოგიურად დავალიანება აქვთ იმედს, მაესტროს. ეს არის დამოკიდებულება, როდესაც სახელმწიფო, როგორც ბიზნესს, ისე არ უდგება ტელევიზიებს და […]
რუსეთმა აფხაზური სოფელი აიბღა შეიერთა
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა აფხაზეთის სოფელი აიბღა რუსეთის სახელმწიფომ თავისი რეესტრის ბაზაში შეიყვანა. რუსეთის აღნიშნული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ 2009 წელს განხორციელდა. თუმცა, მთელი საქართველოსთვის ცნობილი ქართველი ბლოგერის ჯიხაიას მეშვეობით გახდა. მან აღმოაჩინა სოფელი აიბღა რუსული რეესტრის ბაზაში რეგისტრირებული და ინფორმაცია თავის ბლოგზე გამოაქვეყნა თანდართულ რუკებთან ერთად. სოფელი აიბღა გაგრის რაიონს ეკუთვნის, მაგრამ რუსეთის ფედერაციამ რეესტრში […]
დავით ბერძენიშვილი – “ჩვენ გვჭირდება ამერიკის სამხედრო ბაზა საქართველოში”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, უახლოეს ხანებში სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. თქვენ რას უკავშირებთ ამ ცვლილებებს? – ცხადია, რომ ამ პრემიერითა და ამ სამთავრობო შემადგენლობით ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებზე ვერ გავა, მაგრამ როდის რა გადაადგილებას გააკეთებს და ვის სად წაიყვანს, ამას […]
ანზორ აბრალავა – “ახალი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი ჩვენ წინააღმდეგ უკვე მოქმედებს”
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა რა ამოცანას ისახავს კრემლი შიდა ქართლში მიმდინარე ხანგრძლივი აგრესიით? რა დგას საოკუპაციო ხაზის გავლება-გადმოწევისა და ჩვენი მოქალაქეების ცხინვალში გატაცების უკან? ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას. ანზორ აბრალავა: – ის, რაც კონფლიქტურ რეგიონთან ხდება, რუსეთის მხრიდან უბრალოდ ზემოქმედება აღარ არის. ეს უფრო ღრმად წასული და შორსმიმავალი საქმეა. ჩვენ […]
ვახტანგ ძაბირაძე – “ივანიშვილი პრემიერად უფრო ცქიტიშვილს გაუშვებს, ვიდრე გახარიას”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაზე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, როგორც ამბობენ. წინასაარჩევნოდ ივანიშვილი მთავრობას შეცვლის. შემოდგომისთვის რამდენად რეალურია ცვლილებები? – “ქართულ ოცნებას” აუცილებლად დასჭირდება ცვლილებები, რადგან ის კარგავს რეიტინგს, მაგრამ მთავრობის შეცვლა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. სხვა რაღაცაა საჭირო, რომელიც ძალიან კომპლექსურია. მართალია ხელისუფლებაში ნებისმიერი ცვლილება გარკვეულ […]










