კატეგორია: შემთხვევა

ერთი კაცი მდინარეში გადავარდა და დაიხრჩო, მეორე ადგილზე დაიღუპა – ქარელში მანქანა ბორდიურზე მჯდარ 2 კაცს დაეჯახა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ქარელში მსუბუქი ავტომანქანა ოპელი 2 მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. “თრიალეთის” ცნობით, მანქანა სოფელ კეხიჯვართან ბორდიურზე მჯდომ ახალგაზრდებს დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი წყალში გადავარდა და დაიხრჩო, ხოლო მეორე მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის […]

ბათუმში, კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

ბათუმში, კარანტინში გადაყვანილი პირი სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა

ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის შესახებ განცხადებას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. „ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის […]

ლაშა კუხიანიძემ შაბათს ცოლი მოიყვანა, ორშაბათს კი მე-20 სართულიდან გადავარდა – რა მოხდა ბათუმში

ლაშა კუხიანიძემ შაბათს ცოლი მოიყვანა, ორშაბათს კი მე-20 სართულიდან გადავარდა - რა მოხდა ბათუმში

ბათუმის თეატრის მსახიობი ლაშა კუხიანიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ, “პრაიმტაიმს” მისმა მეგობარმა დაუდასტურა. მსახიობი ორშაბათს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეოცე სართულიდან გადავარდა. “ლაშა ორშაბათს დაიღუპა, აქამდე დედამისმა არ იცოდა მისი გარდაცვალების შესახებ. გუშინ ღამე მიასვენეს სახლში. შაბათს ხელი მოაწერა, ცოლი მოიყვანა და ოთხი დღით იქირავა სახლი, მაგრამ ორშაბათს ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ლაშა ნაქირავები სახლის მეოცე […]

ბათუმში ავარიაში დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში ავარიაში დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში სამი დღის წინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა. ბავშვმა ავტოსაგზაო შემთხვევისას თავის არეშე მძიმე ტრავმა მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ცნობისთვის 10 აგვისტოს, მახინჯაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა 3 კი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გზასთან მყოფ ქვეითებს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ფაქტზე, […]

ფონიჭალაში მამაკაცი დაიღუპა – ის კორპუსიდან გადავარდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ფონიჭალაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“მძღოლი ყვიროდა, მე დავეჯახე და გადაარჩინეთო… ბაბუა გაუცილებიათ მოსკოვში” – რა მოხდა მახინჯაურთან

"მძღოლი ყვიროდა, მე დავეჯახე და გადაარჩინეთო... ბაბუა გაუცილებიათ მოსკოვში" - რა მოხდა მახინჯაურთან

9 აგვისტოს, გვი­ან ღა­მით ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, მახინჯაურთან, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი მა­ხინ­ჯა­ურ­ში მცხოვ­რე­ბი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან – მე­დი­კო შა­რა­ში­ძე, მისი რძა­ლი ნა­თია სურ­მა­ნი­ძე და მე­დი­კო შა­რა­ში­ძის მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი. ოჯა­ხი ბა­თუ­მი-ჩაქ­ვის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე გვი­ან ღა­მით იდგა და ოჯა­ხის ახ­ლო­ბელს, მო­ხუც კაცს აცი­ლებ­დნენ, რო­დე­საც მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი, […]

ქობულეთში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვეს

ქობულეთში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვეს

ოთხდღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, ქობულეთში, სოფელ ხალაში დაკარგული 84 წლის კაცი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს. „შეტყობინება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, რომ ხანშიშესული მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საძიებო სამუშაოებში 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული,“ – ნათქვამია გავრცელებულ რელიზში. 84 წლის მამაკაცი მდინარე დეხვას სათავის  ტერიტორიაზე, […]

ტრაგედია მახინჯაურთან – ბაბუის გაცილებას ბებია, რძალი და შვილიშვილი შეეწირნენ – მანქანა 7 ქვეითს დაეჯახა

ტრაგედია მახინჯაურთან - ბაბუის გაცილებას ბებია, რძალი და შვილიშვილი შეეწირნენ - მანქანა 7 ქვეითს დაეჯახა

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ბავშვი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ავტომანქანა ქვეითებს დაეჯახა, რომლებიც ტროტუართან იდგნენ. ერთი ოჯახის წევრები ბაბუას აცილებდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან შეკრებილმა ახლობლებმა უთხრეს. დაღუპულები არიან ბებია, რძალი და შვილიშვილი. დაშავებული ერთი არასრულწლოვნის […]

“ვუსიგნალებდი, მაგრამ ვერ გავაგონე” – სამტრედიაში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

"ვუსიგნალებდი, მაგრამ ვერ გავაგონე" - სამტრედიაში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

სამტრედიაში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. უბედური შემთხვევა 9 აგვისტოს დაახლოებით საღამოს 9 საათზე, სამტრედიის შესასვლელში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მატარებლის მემანქანემ ლიანდაგზე მყოფ პირს, ხმოვანი სიგნალით რამდენჯერმე ანიშნა, თუმცა, სავარაუდოდ, მამაკაცმა რეაგირება ვერ მოასწრო. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები მუშაობენ. იპნ

20 წლის გოგონა, რომელსაც სკვერში მანქანა დაეჯახა, მართვით სუნთქვაზეა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

8 აგვისტოს თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად დაშავდა 20 წლის გოგონაა. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სკვერში შევარდა, სწორედ ამ დროს დაშავდა ახალგაზრდა. ის რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. კლინიკის ცნობით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება და დამატებითი კვლევები უტარდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. პრაიმ ტაიმი