კატეგორია: შემთხვევა

ვაჟა-ფშაველაზე მერსედესი ამოყირავდა

ვაჟა-ფშაველაზე მერსედესი ამოყირავდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ამოყირავდა. ავარიის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი პირი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ავტოავარიაში სულ 3 მანქანა ფიგურირებდა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

ქედაში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა – მანქანა ხევში გადავარდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა – ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა სამი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა, სოფელ მეძიბნაში მოხდა. ადგილზე ამ წუთებში სამაშველო-სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, დაშავებულთაგან ერთი 11 წლის მოზარდია. „შემთხვევა სოფელ მეძიბნაში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. დაშავდა სამი. ერთ მამაკაცს ტრავმული შოკი აქვს, […]

ხობში მანქანამ სკოლის მოსწავლე გაიტანა

ხობში მანქანამ სკოლის მოსწავლე გაიტანა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხობში, მოზარდი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილობრივი სკოლის მოსწავლე სოფელ შუა ხორგაში გზის გასწვრივ გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

”ძიძას გადმოუვარდა, ბავშვი, ბავშვიო, ყვიროდა” – რას ამბობენ მეზობლები დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

''ძიძას გადმოუვარდა, ბავშვი, ბავშვიო, ყვიროდა" - რას ამბობენ მეზობლები დიდ დიღომში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

 მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა, კვლავ მძიმეა. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, მცირეწლოვანს ამ წუთებში კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება. “მდგომარეობა შემოსვლის წუთიდან ძალიან მძიმე იყო. ბავშვი ისევ საოპერაციოშია შეყვანილი, ქალატვინის ტრავმა, ტრამვული შოკი იყო და დილით ისევ საოპერაციოში […]

პეტრე იბერის ქუჩაზე მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

პეტრე იბერის ქუჩაზე მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა, კვლავ მძიმეა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, მცირეწლოვანს ამ წუთებში კიდევ ერთი ოპერაცია უტარდება. „მდგომარეობა შემოსვლის წუთიდან ძალიან მძიმე იყო. ბავშვი ისევ საოპერაციოშია შეყვანილი, ქალატვინის ტრავმა, ტრამვული შოკი იყო და დილით ისევ საოპერაციოში […]

სენაკში მდინარე ტეხურაში 19 წლის ბიჭი დაიხრჩო

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

სენაკში, ნოქალაქევის ტერიტორიაზე, მდინარე ტეხურაში 19 წლის ბიჭი დაიხრჩო. ახალგაზრდა მამაკაცს, სავარაუდოდ, გული გაუჩერდა. თვითმხილველებმა წყლიდან მისი ამოყვანაც შეძლეს, თუმცა სასწრაფოს მისვლამდე მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. რეზონანსი

გლდანში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

გლდანში ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა

თბილისში, გლდანში, ლიფტის შახტაში 6 წლის ბავშვი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, გამოძახებული ლიფტის კარი კაბინის გარეშე გაიღო, ბავშვი კი ღია კარში შევიდა. ბავშვი თემქაზე, ბავშვთა პედიატრიულ „პრივატ კლინიკაშია“ გადაყვანილი. ის კლინიკაში მშობლებმა წაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყალტუბოში 17 წლის ნინი სარალიძე ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა

წყალტუბოში 17 წლის ნინი სარალიძე ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა

წყალტუბოში 1 ივლისს უბედური შემთხვევა მოხდა. 17 წლის გოგონა მიტოვებული შენობის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული არასრულწლოვანი 17 წლის ნინი სარალიძეა. გოგონა წყალტუბოს საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გოგონა მეგობრებთან ერთად 1 ივლისს საღამოს სასეირნოდ გავიდა. „ტრაგიკული შემთხვევა მესამე სართულზე მოხდა. იმ ტერიტორიაზე ბნელოდა, გოგოს ფეხი შეუდგამს თუ არა, ჩავარდა“. გოგონას ცხედარი […]

გმირთა მოედანზე მანქანა მოტოციკლს დაეჯახა – მოტოციკლეტისტი დაიღუპა

გმირთა მოედანზე მანქანა მოტოციკლს დაეჯახა - მოტოციკლეტისტი დაიღუპა

თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

რუსთავში 36 წლის მამაკაცი მე-4 სართულიდან გადავარდა და გადარჩა – ვიდეო

რუსთავში 36 წლის მამაკაცი მე-4 სართულიდან გადავარდა და გადარჩა - ვიდეო

რუსთავში კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 36 წლის მამაკაცი, კოსტავას გამზირზე, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. მამაკაცი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.