თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულიდან ახალგაზრდა გოგო გადავარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი გამოკითხეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. “ახალგაზრდა გოგონა იყო გადმოვარდნილი მე-4 სართულიდან. ჩვენ რომ გადავიხედეთ, უკვე ძირს იყო და სასწრაფომ წაიყვანა. ცოცხალი იყო […]
კატეგორია: შემთხვევა
თბილისში პატრულის მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
პროკურატურამ თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ ავტომანქანას მართავდა, ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. “ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 მაისს გაბრიელ სალოსის გამზირზე შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.ჯ., რომელიც სამსახურებრივ […]
ავარია იუსტიციის სახლთან – 3 ადამიანი დაშავდა
თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. იპნ
“არ მჯერა, ამ ყველაფრის დაწერა რომ მიწევს” – ბათუმში ავარიაში დაღუპული 28 წლის მინდია შავაძეა
14 მაისს ბათუმის ბულვართან უმძიმესი ავარია მოხდა. ხიმშიაშვილის ქუჩაზე ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო – მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და დღეს გამთენიისას ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპული ახალგაზრდა ბათუმელი ოპერატორი და ფოტოგრაფი მინდია შავაძეა. 28 წლის ახალგაზრდას მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა. ახალგაზრდა ფოტოგრაფის […]
ბათუმში ავარიისას დაშავებული პირი გარდაიცვალა
ბათუმში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი დღეს დილით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი ერთდროულად 3 ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად დაზიანებები ორმა პირმა მიიღო, მათგან ერთ-ერთი მოგვიანებით დაიღუპა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში ბმვ 3 მანქანას დაეჯახა
ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მომავალი ბმვ-ს მარკის ავტომობილი ერთდროულად 3 ავტომობილს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. მთავარი
ფოთში ტოიოტას ორსული მძღოლი ჯერ ქალსა და მამაკაცს დაეჯახა, მერე – შენობას
ფოთში,აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა, მათ შორის ერთი ორსულია. თვითმხილველთა ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე ავარდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალსა და მამაკაცს, შემდეგ კი შენობას დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა. „ადგილზე მისულ სასწრაფოს ბრიგადას დახვდა რამდენიმე დაშავებული ადამიანი, რის გამოც დამატებით, მეორე ბრიგადის […]
ავარია სართიჭალაში – მოტოციკლზე მჯდარი ქალი და მამაკაცი დაიღუპნენ
სართიჭალაში მომხდარ ავტოავარიას ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ქალი და მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, როდესაც მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდები ადგილზევე დაიღუპნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ქუთაისში კორპუსის ჩამონგრეული ფასადი გამვლელს თავში დაეცა
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე კორპუსის ფასადის ნაწილი ჩამოინგრა. ჩამონგრეული მასალა გამვლელს დაეცა, რის შედეგადაც მოქალაქემ თავის არეში ღია ჭრილობა მიიღო. ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს და შუახნის ქალი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ჭრილობა საშიში არ არის და ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუსთავი 2
ქუთაისში მანქანა ამოყირავდა
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანა გზის სავალ ნაწილზე ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზა გადაკეტილია და ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროსინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. მთავარი









