კატეგორია: სპორტი

იურგენ კლოპი:” უკეთესად უნდა გვეთამაშა”

იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”

ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ნაპოლის დამარცხება ვერ შეძლო და ბოლო ტურის წინ მდგომარეობა ოდნავ გაირთულა, რადგან თეორიული შანსი არსებობს, რომ ლივერპული ჯგუფში დარჩეს. იურგენ კლოპმა ნაპოლისთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ ლივერპულს უკეთ თამაში მართებდა: ”შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან საკუთარ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამიტომ უკეთ უნდა გვეთამაშა. ზალცბურგთან ბოლო ტურში დაძაბული მატჩი გვექნება და […]

ერლინგ ჰოლანდის გადმობირება რეალსაც მოუნდა

ერლინგ ჰოლანდის გადმობირება რეალსაც მოუნდა

ზალცბურგის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი წლევანდელ სეზონში შესანიშნავ შედეგს აჩვენებს და მან 19 შეხვედრაში უკვე 27 გოლი გაიტანა, აქედან 8 გოლი  ჩემპიონთა ლიგაში. ბუნებრივია, მისი ასეთი თამაში მსოფლიო ფეხბურთის გრანდების ყურადღების ქვეშ მოექცა და მისი გადაბირება უკვე ბევრ გუნდს სურს, რომელთა რიცხვს მადრიდის რეალიც შეემატა. რეალი ჰალანდში 70 მილიონს იხდის, მაგრამ ავსტრიელები მის გაყიდვას 100 […]

ჟოზე მოურინიო: ”ჩემი ფეხბურთელების ბოლომდე მჯეროდა”

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი გახდა

ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე ოლიმპიაკოსი მიიღო და დაამარცხა ანგარიშით 4:2, მაგრამ პირველ ტაიმში მოურინიოს შეგირდები 0:2-ს აგებდნენ. ჟოზემ განაცხადა რომ მას სჯეროდა თავისი შეგირდების და იცოდა რომ ისინი შეძლებდნენ გამარჯვების მოპოვებას: ”ძალიან რთულ შეხვედრაში შევძელით მოგება და ეს გამარჯვება ჩვენ თავდაჯერებულობას მოგვიტანს. მინდა ყველა ჩემ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო და მათთან ერთად წინ ბევრი კარგი რამ გველის”. […]

ედენ აზარმა პსჟ-სთან ტრავმა მიიღო

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

მადრიდის რეალის ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა პსჟ-სთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა. თავდაპირველად ტრავმა სერიოზული ჩანდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა აზარი მხოლოდ ორ კვირას გამოტოვებს და დეკემბრის შუა რიცხვებში მოედანზე დაბრუნდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აზარი შეძლებს ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს, რადგან ეს შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება. რეალის და პსჟ-ს დაპირისპირება 2:2 დასრულდა.

მესიმ ნეიმარს მისწერა: ”მინდა რომ ბარსელონაში დაბრუნდე”

მესი ბორუსიასთან სავარაუდოდ ვერ ითამაშებს

ფრანგი ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა იმ მესიჯის შინაარსი რომელიც ზაფხულში მესიმ ნეიმარს ვოთსაფის საშუალებით მიწერა. მესიჯში შემდეგ რამეს ვკითხულობთ: ”მინდა რომ ბარსელონაში დაბრუნდე. ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ორ წელიწადში მე წავალ და შენ ჩემს ადგილს დაიკავებ და ბარსელონას ლიდერი გახდები”. ნეიმარი არ მალავს იმას რომ ბარსელონაში დაბრუნება სურდა, მაგრამ ზაფხულში ეს ტრანსფერი არ […]

გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა ნიუ იორკ სიტიში გადავიდეს

გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა ნიუ იორკ სიტიში გადავიდეს

სარაგოსას ფორვარდი გიორგი პაპუნაშვილი გუნდში შექმნილი ვითარებით უკმაყოფილოა, რადგან ის ახალი მწვრთნელის სისტემას კარგად ვერ მოერგო. პაპუნაშვილის შეძენა ნიუ იორკ სიტის სურს, რომელიც დავიდ ვილიას წასვლის შემდეგ ახალ ფორვარდს ეძებს. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ საუბრის დონეზეა, თუმცა ზამთარში შესაძლოა ტრანსფერი ოფიციალურად განხორციელდეს. პაპუნაშვილი სარაგოსაში 2017 წელს გადავიდა და მასში ესპანურმა გუნდმა 100 ათასი ევრო გადაიხადა.

სალაჰი მოედანს მალე დაუბრუნდება

მოჰამედ სალაჰი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”

მოჰამედ სალაჰმა კრისტალ პალასთან შეხვედრა გამოტოვა, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა იურგენ კლოპს მისი ჯანმრთელობის შესახებ ჰკითხეს. კლოპმა განაცხადა რომ სალაჰს მცირე ტრავმა ჰქონდა და მან ეგვიპტელი ფეხბურთელის დასვენება ამჯობინა, მაგრამ ნაპოლის წინააღმდეგ სალაჰი მოედანზე იქნება: ”სალაჰი ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა, თან მას მცირე ტრავმა ჰქონდა, ამიტომ ვამჯობინე რომ ის მოედანზე არ გამოსულიყო. ნაპოლის წინააღმდეგ სალაჰის იმედი გვაქვს […]

ედენ აზარი: ”ოქროს ბურთი ლივერპულის ფეხბურთელმა უნდა მოიგოს”

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

რეალის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა ოქროს ბურთზე ისაუბრა და თქვა რომ ეს ჯილდო აუცილებლად ლივერპულის ფეხბურთელმა უნდა მოიგოს. აზარის აზრით ეს შესაძლოა სადიო მანეც იყოს, თუმცა ფავორიტი ვირჯილ ვან დეიკია: ”ლივერპულმა ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და მას შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ ოქროს ბურთი სწორედ ამ გუნდის მოთამაშემ უნდა მოიგოს. მინდა რომ ეს სადიო მანე იყოს, თუმცა […]

კარიმ ბენზემამ რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ბენზემას ჩემპიონთა ლიგაში 60 გოლი დაუგროვდა

მადრიდის რეალის ფორვარდმა კარიმ ბენზემამ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის რეალში 2023 წლის ჩათვლით დარჩება. კონტრაქტის მიხედვით ბენზემა კვლავინდებურად რეალის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ბენზემას თქმით ის რეალიდან წასვლას არ აპირებს. ფრანგი ფორვარდი სამეფო კლუბს 2009 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მან 480 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 233 გოლის გატანა შეძლო. ბენზემა რეალის […]

ბეილი ტოტენჰემში დაბრუნებას არ აპირებს

ბეილმა შეიძლება რეალი დატოვოს

მადრიდის რეალის უელსელი ფეხბურთელი გარეტ ბეილი რეალის იანვარში დატოვებას არ გამორიცხავს, მაგრამ ტოტენჰემში დაბრუნებას არ აპირებს. ტოტენჰემში რამდენიმე დღის წინ ჟოზე მოურინიო მივიდა და ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბეილი რეალში აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ბეილის თქმით ის ამას არ გააკეთებს. სავარაუდოდ უელსელი ფეხბურთელი ჩინეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას, სადაც მას ძალიან სარფიან კონტრაქტს სთავაზობენ, ხოლო ბეილმა […]