ტოტენჰემის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ ფეხბურთის გარეშე ის მოწყენილი იყო და ძალინ უხარია რომ სამუშაოს დაუბრუნდა. მოურინიოს თქმით ტოტენჰემი ძალიან პერსპექტიული გუნდია, რომელსაც შეუძლია ბევრს მიაღწიოს: ”როდესაც ფეხბურთს თვალს შორიდან ვადევნებდი ეს ძალიან მაღიზიანებდა, რადგან მინდოდა რომ მოედანთან ახლოს ვყოფილიყავი. ფეხბურთი მენატრებოდა და მიხარია რომ ჩემს საქმიანობას დავუბრუნდი. ტოტენჰემი ძლიერი გუნდია და […]
კატეგორია: სპორტი
მბაპეს ყიდვა იუვენტუსსაც მოუნდა
ტურინის იუვენტუსი იმ გუნდების რიცხვს შეუერთდა რომლებსაც პსჟ-ს ფორვარდის კილიან მბაპეს ყიდვა სურთ. ტურინელები მზად არიან ამ ტრანსფერში 175 მილიონი გადაიხადონ, მაგრამ პსჟ მბაპეს დათმობას 200 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს. იუვენტუსის გარდა მბაპეს ყიდვა მიუნხენის ბაიერნს და მადრიდის რეალს სურს და რეალი მიზანთან შედარებით ახლოს არის, რადგან მბაპემ ერთ-ერთ ინტერვიუში არ დამალა რომ მას რეალში […]
ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი გახდა
ლონდონის ტოტენჰემს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ეს თვით ჟოზე მოურინიოა, რომელიც 11 თვის შემდეგ ინგლისურ ფეხბურთში დაბრუნდა. ტოტენჰემმა ცუდი შედეგების გამო მაურისიო პოჩეტინო გაანთავისუფლა და მოურინიომ მისი ადგილი დაიკავა. ჟოზემ უკვე მოაწერა 4 წლიან კონტრაქტს ხელი, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ რომ მოურინიოს ბოლო გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, რომელსაც ჟოზე […]
ოლივიე ჟირუ თითქმის ინტერის ფეხბურთელია
ოლივიე ჟირუს ინტერში ტრანსფერი უკვე თითქმის გადაწყვეტილი ამბავია და ჩელსი ინტერთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. ჩელსიში ჟირუს თითქმის არა აქვს სათამაშო დრო, ამიტომ მას ამ გუნდის დატოვება სურს, ხოლო ინტერი მშვენიერი ვარიანტია. ანტონიო კონტეს სურს რომ ჟირუ თავის გუნდში იხილოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჟირუს ტრანსფერი ინტერს 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რაც დღევანდელი საზომით საკმაოდ მცირე თანხაა. […]
ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდა
ესპანეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ეყოლება. რობერტო მორენოს ლუის ენრიკე შეცვლის, რომელმაც ეს თანამდებობა რამდენიმე თვის წინ დატოვა. ამის მიზეზი მისი შვილის გარდაცვალება იყო, რომელიც სიმსივნეს ემსხვერპლა. ვარაუდობდნენ, რომ ლუის ენრიკე საერთოდ შეეშვებოდა მწვრთნელობას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ლუის ენრიკეს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და ის საქმიანობას რამდენიმე დღეში შეუდგება. კატალონიელი სპეციალისტი ნაკრებს სათავეში […]
ედენ აზარი: ”რეალში ადაპტაცია თითქმის გავიარე”
მადრიდის რეალის ახალწვეულმა ედენ აზარმა თავის ახალ გუნდზე ისაუბრა და თქვა რომ მან ადაპტაცია თითქმის ბოლომდე გაიარა და თავის ოპტიმალურ ფორმასთან ახლოსაა. მიუხედავად ამისა, აზარის თქმით მას ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევს, რომ რეალის ვარსკვლავი გახდეს: ”ახალ გუნდში გადასვლა ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით თუ ეს გუნდი რეალია, სადაც შეცდომებს არ პატიობენ. ვფიქრობ, ადაპტაცია გავიარე […]
ანტუან გრიზმანი: ”ბარსელონაში თამაში იოლი არ არის”
ბარსელონას ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა თავის პირველ თვეებზე ისაუბრა ბარსელონაში და თქვა რომ ის კმაყოფილია, თუმცა გარკვეული სირთულეებიც არსებობს. გრიზმანის თქმით მან იცოდა რომ ბარსელონაში თამაში იოლი არ იქნებოდა: ”ბარსელონას განსხვავებული ტაქტიკას აქვს და მიწევს რომ ამ ტაქტიკას შევეგუო, რაც ბუნებრივია სირთულეებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ბარსელონაში ბედნიერი ვარ და მინდა რომ ამ გუნდში კიდევ დიდხანს […]
რონალდუმ თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა
იუვენტუსის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ მილანთან მომხდარი ინციდენტის გამო თავის თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა. საქმე იმაშია რომ მილანთან რონალდუ ნაადრევად შეცვალეს, რის შემდეგაც პორტუგალიელი მატჩის დასრულებას არ დაელოდა და სტადიონი დატოვა. ეს საქციელი ბუნებრივია იუვენტუსის ფეხბურთელებს არ მოეწონათ და ამის გამო გარკვეული კონფლიქტიც წარმოიშვა. რონალდუ თავის რამდენიმე თანაგუნდელს გაესაუბრა და კონფლიქტი ამოწურულია.
ივან რაკიტიჩით მადრიდის ატლეტიკო დაინტერესდა
ივან რაკიტიჩი არ მალავს თავის უკმაყოფილებას სათამაშო დროის სიმცირის გამო ბარსელონაში და შესაძლოა ზამთარში მან გუნდი დატოვოს. რაკიტიჩის შეძენით საკმაოდ ბევრი კლუბია დაინტერესებული და მათ შორის არის მადრიდის ატლეტიკოც. მადრიდელები მზად არიან ამ ტრანსფერში 45 მილიონი გადაიხადონ, თუმცა ბარსელონა 60 მილიონზე ნაკლებად რაკიტიჩის გაყიდვას არ აპირებს. ხორვატი ნახევარმცველის შეძენა ასევე მილანის ინტერს სურს და ამ […]
ჟერარ პიკე: ”ბარსელონამ თამაშის ხარისხი უნდა გამოასწოროს”
ბარსელონას ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ თავის თავზე და ბარსელონას თამაშზე ისაუბრა. პიკეს აზრით ის მსოფლიოში საუკეთესო მცველების ხუთეულში შედის. პიკემ ასევე ხაზი გაუსვა იმას რომ ბარსელონას უკეთესი თამაში მოეთხოვება, რასაც მისგან ელის გულშემატკივარი: ”ვფიქრობ, მხოლოდ გამარჯვება საკმარისი არ არის და ჩვენგან ლამაზ თამაშს ელიან. თუ გულშემატკივარს სიამოვნება ვერ მივანიჭეთ, ეს ნიშნავს რომ თამაშის ხარისხი უნდა […]










