ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დაადასტურა ის ფაქტი რომ დეკემბრის ბოლოს ის ლოს ანჯელეს გელექსის დატოვებს. ზლატანმა ამ მოვლენას საკმაოდ სასაცილო ტვიტი მიუძღვნა: ”მივედი, ვნახე, გავიმარჯვე. მადლობა ლოს ანჯელეს გელექსის რომ ისევ ცოცხლად მაგრძნობინა თავი. თქვენ გინდოდათ ზლატანი, თქვენ მიიღეთ ზლატანი, ახლა კი შეგიძლიათ ისევ ბეისბოლს უყუროთ”. იბრაჰიმოვიჩს არ დაუკონკრეტებია, თუ სად სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ მან თქვა […]
კატეგორია: სპორტი
არსენ ვენგერი ფიფაში იმუშავებს
არსენალის ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფიფაში იმუშავებს. ეს ინფორმაცია თვითონ ვენგერმაც დაადასტურა. ვენგერი გლობალური ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. ამრიგად ცხადი გახდა რომ ვენგერი სამწვრთნელო საქმიანობას უახლოეს მომავალში არ დაუბრუნდება. შეგახესენებთ რომ ვენგერმა არსენალი 2018 წელს დატოვა და მანამდე ის ამ გუნდს 22 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ფრანგი სპეციალისტის დასაქმება ბაიერნს სურდა, მაგრამ ვენგერმა მათ […]
ვირჯილ ვან დეიკი: ”ოქროს ბურთი მცველმაც უნდა მოიგოს”
ლივერპულის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა ოქროს ბურთის ჯილდოზე ისაუბრა და თქვა რომ დროა ის მცველმაც მოიგოს. ტრადიციულად ოქროს ბურთის მფლობელები შემტევი ფეხბურთელები ხდებიან ხოლმე და ვან დეიკის აზრით ეს ტრადიცია შეიცვლება: ”ვფიქრობ საუკეთესო ფეხბურთელი შეიძლება მცველიც იყოს და ამაში უცნაურს არაფერს ვხედავ. ზოგადად უპირატესობა შემტევებს ენიჭებათ, მაგრამ შესაძლოა ესეც შეიცვალოს”. ვან დეიკი 2019 წელს […]
დავიდ ვილამ კარიერა დაასრულა
ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა დავიდ ვილამ კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ოფიციალური განცხადება გააკეთა. ვილას ბოლო გუნდი იაპონური ვისელ კობე იყო, სადაც ის ანდრეს ინიესტასთან ერთად თამაშობდა. ვილა მალე 38 წლის გახდება და მისი თქმით ფეხბურთთან განშორების დრო მოვიდა: ”მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ დროა ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდო, რადგან ვგრძნობ რომ ორგანიზმი მალე თამაშის საშუალებას აღარ მომცემს”. […]
რაჰიმ სტერლინგმა და ჯო გომესმა ნაკრების შეკრებაზე იჩხუბეს
ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. რამდენიმე ფეხბურთელი ერთმანეთს ესაუბრებოდა და ხუმრობდა, როდესაც მათთან სტერლინგი მივიდა და ჯო გომესს მიმართა: ”გგონია, ახლა დიდი ბიჭი ხარ?”. სტერლინგი სავარაუდოდ იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ გომესი ლივერპულის სიტიზე გამარჯვებაზე საუბრობდა. საქმე იქამდე მივიდა რომ გომესი და სტერლინგი თანაგუნდელებმა გააშველეს, ხოლო ეს უკანასკნელი კი ნაკრებიდან დროებით მოკვეთეს. გარეტ […]
იუვენტუსის ფეხბურთელები რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ელიან
იუვენტუსის ფეხბურთელები კრიშტიანო რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ელიან იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მილანთან მატჩის დროს სტადიონი თამაშის დამთავრებამდე დატოვა. რონალდუ 55-ე წუთზე შეცვალეს და ამის გამო მან უკმაყოფილება არც დამალა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მან იუვენტუსს გამარჯვება მიულოცა. ტურინელების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ განაცახადა რომ მას რონალდუსთან კონფლიქტი არა აქვს და ყველაფერი პრესის მოგონილია. რონალდუს ამ […]
ხოსეპ გვარდიოლამ მსაჯები გააკრიტიკა
მანჩესტერ სიტიმ სტუმრად ლივერპულთან მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო 1:3 და ამ მატჩის შემდეგ გვარდიოლას გუნდი ლივერპულს უკვე 9 ქულით ჩამორჩება. შეხვედრის შემდეგ გვარდიოლამ განაცხადა რომ მსაჯმა ლივერპულის კარში ორი პენალტი არ დანიშნა და ამან მატჩის შედეგზე გავლენა იქონია: ”არ მესმის რისთვის არის ვარი, თუ ასეთ ეპიზოდებში მათ სათანადო გადაწყვეტილება არ მიიღეს. ვფიქრობ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, […]
არსენალი ემერის ზამთარში არ გაუშვებს
ლონდონის არსენალი ბოლო პერიოდში არცთუ ისე დამაჯერებელია და უკვე აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ შესაძლოა უნაი ემერიმ თანამდებობა დატოვოს. თუმცა არსენალში ასე არ ფიქრობენ და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ემერის ჯერ კიდევ ენდობიან და მზად არიან მას დრო მისცენ. სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე ესპანელი სპეციალისტი არსენალში დარჩება, ხოლო შემდეგ კი არსენალის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას მიიღებს. ბოლო შეხვედრა არსენალმა […]
ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა
70 წლის ასაკში თბილისის ”დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე გარდაიცვალა. 1967 წელს კანთელაძე საბჭოთა კავშირის ნაკრებთან ერთად იუნორთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. 1973 წელს საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ერთად კარაველას თასი მოიგო. 1978 წელს ნოდარ ახალკაცის ფორმაციის თბილისის ”დინამოსთან” ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. 1976 წელს თბილისის ”დინამომ” საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ერევნის ”არარატი” […]
გვარდიოლა: ”ლივერპული მსოფლიოში საუკეთესო გუნდია”
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ ლივერპული ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და მის წინააღმდეგ თამაში ყველას ძალიან გაუჭირდება. სიტი ლივერპულს 10 ნოემბერს დაუპირისპირდება და გვარდიოლას აზრით ეს შეხვედრა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება: ”ამჟამად ლივერპულზე ძლიერი გუნდი მსოფლიოში არ არის და მათ წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ამბიციურები ვართ და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. […]









