ბარსელონა და პსჟ შეთანხმდნენ ნეიმარის ტრანსფერზე და უახლოეს საათებში ნეიმარი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელი გახდება. ამ ინფორმაციას სკაი სპორტის ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი ავრცელებს, რომელიც იშვიათად ცდება ხოლმე. ამრიგად ნეიმარი ზუსტად ორი წლის შემდეგ ისევ ბარსელონას ფეხბურთელი გახდება და ეს ზაფხულის ყველაზე ტრანსფერი იქნება. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია, თუმცა მალე ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.
კატეგორია: სპორტი
ინტერი მაურო იკარდის ვერ იშორებს
მილანის ინტერს არ სურს რომ მაურო იკარდი ამ გუნდში დარჩეს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ამ კლუბმა ალექსის სანჩესი და რომელუ ლუკაკუ იყიდა, მაგრამ თვითონ იკარდი წასვლას არ აპირებს. ინტერი იკარდის დაემუქრა რომ ის ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც არ იქნება და მთელს სეზონს სათადარიგოთა სკამზე გაატარებს, მაგრამ არგენტინელი ფორვარდი ინტერიდან წასვლას მაინც არ აპირებს. იკარდის ნაპოლი და […]
მესი სამი კვირა ვერ ითამაშებს
ბარსელონას არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი კიდევ სამი კვირა იუქმებს. ამის მიზეზი კი ის არის რომ ლეომ ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა გაიმიზეზა და ისევ ექიმების ჩარევა გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ სექტემბრის დასაწყისში სანაკრებო პაუზა იქნება და მესი ბარსელონას მხოლოდ რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს. მესის წლევანდელ სეზონში ბარსელონას შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია და მან ესპანეთის ჩემპიონატის ორივე […]
ზლატანი ევროპაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
ლოს ანჯელეს გელექსის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნებას არ გამორიცხავს, განსაკუთრებით ეს მანჩესტერ იუნაიტედს ეხება. ზლატანის თქმით, ის ხშირად უყურებს იუნაიტედის თამაშებს და თვლის რომ მას კვლავ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში: ”ლოს ანჯელესში ბედნიერი ვარ, მაგრამ თუ საჭირო გახდება მზად ვარ დავბრუნდე მანჩესტერ იუნაიტედში, რადგან ისევ შემიძლია მათ დავეხმარო. კრისტალ პალასთან თამაშს ვუყურე და მათ […]
ბარსელონას და პსჟ-ს მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა
ბარსელონას წარმომადგენლები პარიზში იმყოფებიან და ნეიმარის თაობაზე პსჟ-ს ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უახლოეს ორ დღეში ყველაფერი გადაწყდება და ნეიმარი ბარსელონაში დაბრუნდება. ბარსელონა პსჟ-ს 100 მილიონს გადაუხდის და ამას დაემატება უსმან დემბელე და ნელსონ სემედო. მოლაპარაკებებში პსჟ-ს პრეზიდენტიც ჩაერთო და ის ბარსელონას წარმომადგენლებს შეხვდება. ჯერჯერობით თვითონ ნეიმარს ტრანსფერზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მაურისიო სარი გამოჯანმრთელდა
იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი რამდენიმე კვირის წინ საავადმყოფოში დააწვინეს, რადგან მას ფილტვების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ეს პრობლემა გამოწვეული იყო სარის სიგარეტის მიმართ სიყვარულით და იტალიელ სპეციალისტს ექიმებმა მოწევა აუკრძალეს. ბოლო ინფორმაციის თანახმად სარი თავს კარგად გრძნობს და მალე დაუბრუნდება სამსახურს. შესაძლოა ეს უკვე მომავალ ტურში მოხდეს, როდესაც იუვენტუსი ნაპოლის დაუპირისპირდება.
ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობა მოგებით დაიწყო
26 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის პირველ რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (18) მისთვის ერთობ უხერხულ მეტოქეს, უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (65) ნამდვილ მარათონში 3:6, 6:4, 6:2, 3:6, 6:3 მოუგო. მატჩი 3:40 საათი გაგრძელდა. აქამდე ბასილაშვილი 27 წლის მადიარს შვიდჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ორჯერ იმარჯვა. მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე 18 წლის ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბია (394), რომელმაც კვალიფიკაციაში გამარჯვების შემდეგ […]
კილიან მბაპემ ტრავმა მიიღო
პსჟ-ს ლიდერმა კილიან მბაპემ ტულუზასთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ მას ერთი თვე მოუწევს უქმობა. მბაპეს ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული და მსგავსი ტრავმის მოშუშება მინიმუმ სამ კვირას საჭიროებს. მბაპეს არყოფნა პსჟ-სთვის დიდი დანაკლისია, რადგან ნეიმარის არყოფნაში მბაპე პარიზელების შეტევის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გარდა ამისა, მცირე ტრავმა აწუხებს ედისონ კავანისაც, ამიტომ სატრანსფერო ფანჯარის დახურვამდე პსჟ-მ შესაძლოა […]
ანტუან გრიზმანი: ”გოლი ლებრონ ჯეიმსის სტილში აღვნიშნე”
ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველი გოლები გაიტანა. მეორე გოლი გრიზმანმა განსაკუთრებით ემოციურად აღნიშნა და მისი თქმით მან ეს ლებრონ ჯეიმსის სტილში გააკეთა, რადგან ეს კალათბურთელი ძალიან მოსწონს: ”მეორე გოლის დროს ლებრონ ჯეიმსი გამახსენდა და გოლიც მის სტილში აღვნიშნე. ლებრონ ჯეიმსი ძალიან მომწონს და ეს ასე ამიტომ გავაკეთე. მიხარია რომ ბარსელონაში […]
მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში გავიდა
23 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე, 21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ (202) დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, ჩინელ შილინ ქსუს (215) 6:4, 2:6, 6:4 სძლია. ბოლქვაძე დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად გავიდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის შეხვდება მარიამი პირველ რაუნდში. შეგახსენებთ, ბოლქვაძემ პირველ ეტაპზე ბრიტანელი ჰიზერ […]










