ჭდე: მერია

„ყვითელი ზეციური ფერია, ისევე, როგორც ცისფერი” – მერია შპს “აიისა”-ს წინააღმდეგ

„ყვითელი ზეციური ფერია, ისევე, როგორც ცისფერი" - მერია შპს "აიისა"-ს წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე მსჯელობს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა პრეზერვატივებზე დატანილი სახალისო სტიკერები არაეთიკური რეკლამა და ილახება თუ არა შედეგად ადამიანთა ცალკეული ჯგუფის უფლებები, როგორც ამას მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ამტკიცებს. „აიისა-“ს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სარჩელი მიზნად ისახავს მათი სიტყვისა და გამოხატულების შეზღუდვას. შპს […]

მეწარმე გიორგი გოგეშვილი მერიის წინააღმდეგ – “დღეს მთავარი საზრუნავი თავის გადარჩენაა”

მეწარმე გიორგი გოგეშვილი მერიის წინააღმდეგ - "დღეს მთავარი საზრუნავი თავის გადარჩენაა"

კომპანია ReFresh-ის დამფუძნებელი, გიორგი გოგეშვილი, მერიის მიერ გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ კანონის ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საჭიროა ამ კანონის დახვეწა, რათა მოხდეს გარე ვაჭრობის გამიჯვნა, მოწესრიგებული საქმიანობისგან. ამის შესახებ მან ,,საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა. კომპანიას აქვს სავაჭრო ობიექტები თბილისსა და ბათუმში, სადაც ტურისტებს ე.წ ,,ფრეშ წვენებით“ უმასპინძლდებიან. ქსელში 20 ადამიანია დასაქმებული, რომელთა შემოსავალი საშუალოზე […]

ახალციხის მერიის 3 თანამშრომელი დააკავეს

ახალციხის მერიის 3 თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი გულგრილობისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა. გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, არასათანადოდ შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობები – არ გაუწიეს სათანადო კონტროლი და ინსპექტირება შესრულებულ სამუშაოებს. შედეგად, კონტრაქტორმა კომპანიამ ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა,  გამოიყენა უფრო დაბალი ხარისხის მასალა, რამაც საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის […]

კახა კალაძემ ოპოზიციას თბილისის გენგეგმის განხილვაში ჩართვა შესთავაზა

კახა კალაძემ ოპოზიციას თბილისის გენგეგმის განხილვაში ჩართვა შესთავაზა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებს დედაქალაქის გენერალური გეგმის დოკუმენტის შეფასების პროცესში ჩართვა შესთავაზა. განცხადება დედაქალაქის მერმა, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. “მინდა შევთავაზო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ ექნებათ სურვილი, გახდნენ თანამონაწილები ამ დოკუმენტის შეფასებაში.  ჩვენი კარები ღიაა, ყვოევლთვის. მე წინასაარჩევნოდაც ვაცხადებდი, რომ ჩვენ მზად ვიქნებით თანამშრომლოობისთვის, რადგან ეს დოკუმენტი ჩვენი ქალაქის სწორად განვითარებისთვის […]

ნაციონალები მერიაში მთავრობის სხდომაზე შეუშვეს

ნაციონალები მერიაში მთავრობის სხდომაზე შეუშვეს

თბილისის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები შეუშვეს. პარტიის წევრები მერიაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა თავდაპირველად მერიის დაცვის სამსახური მათ სხდომათა დარბაზში არ უშვებდა. საბოლოოდ, “ნაციონალების” წევრებს სხდომაზე დასწრების საშუალება მიეცათ. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, ისინი მერიაში კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ მივიდნენ. მერიის მთავრობის სხდომას ”ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს […]

თბილისის მერიაში ზონალური საბჭო და 19 კომისია გაუქმდა

თბილისის მერიაში ზონალური საბჭო და 19 კომისია გაუქმდა

თბილისის მერიაში, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები გაუქმდა. ამის შესახებ დღეს სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. კომისიების და საბჭოების ფუნქციები მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ.

500 ლარი 1 კაცზე სპეცოპერაციისას განადგურებული სახლებისთვის – მერია დაზარალებულებს ეხმარება

500 ლარი 1 კაცზე სპეცოპერაციისას განადგურებული სახლებისთვის - მერია დაზარალებულებს ეხმარება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, თითოეულ მოქალაქეზე ერთჯერადი დახმარების სახით, 500-500 ლარი გადაეცემა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 […]

ნარმანია მერიაში დღეს ბოლო სხდომას გამართავს

ნარმანია სემეკში მიდის და ირინა მილორავას ადგილს უმიზნებს

თბილისის მერიაში დღეს, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, დედაქალაქის მთავრობა ბოლო სხდომას გამართავს. თბილისის მთავრობის სხდომა 10:00 საათზე დაიწყება და მასზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 21 საკითხს განიხილავენ. როგორც ცნობილია, თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებს.

ვის ემუქრება კახა კალაძე – “მერიაში ბიუროკრატიული მანქანა დაინგრევა”

ვის ემუქრება კახა კალაძე - "მერიაში ბიუროკრატიული მანქანა დაინგრევა"

– ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიული მანქანა მერიაში დაინგრეს , – ამის შესახებ ახლადარჩეულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ რადიო “ფორტუნას” სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა. კახა კალაძის განმარტებით, მერიაში იმუშავებს ერთი ფანჯრის პრინციპი, ასევე შეიქმნება ვებ-პლატფორმა, რომლის მეშვეობით თბილისელებს სერვისებზე წვდომის საშუალება ექნებათ. – გვინდა მეტი ინოვაცია, მეტი თანამედროვეობა. მაგალითად, ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელზედაც მე […]

პოლიცია ნაციონალების წინააღმდეგ – სამართალდამცავები მერიაში ნაციონალებს არ უშვებენ

პოლიცია ნაციონალების წინააღმდეგ - სამართალდამცავები მერიაში ნაციონალებს არ უშვებენ

ხმაურია ამ წუთებში დედაქალაქის მერიასთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელბი აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიასთან გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ამჯერად უკვე თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა. გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე […]