ჭდე: რეალი

აზარმა შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოს

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

მადრიდის რეალის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოს, რადგან მისი ტრავმა უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე თავიდან ფიქრობდნენ. აზარს კუნთის დაზიანება აქვს და ეს ტრავმა მას ადრეც აწუხებდა და ამიტომ მან შესაძლოა სამი კვირა გამოტოვოს, ხოლო ბარსელონასთან შეხვედრა კი 18 დეკემბერს გაიმართება. აზარის გარდა ასევე საეჭვოა ბრაზილიელი მცველის მარსელოს თამაში, რომელსაც ასევე კუნთის ტრავმა აწუხებს. […]

ერლინგ ჰოლანდის გადმობირება რეალსაც მოუნდა

ერლინგ ჰოლანდის გადმობირება რეალსაც მოუნდა

ზალცბურგის ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი წლევანდელ სეზონში შესანიშნავ შედეგს აჩვენებს და მან 19 შეხვედრაში უკვე 27 გოლი გაიტანა, აქედან 8 გოლი  ჩემპიონთა ლიგაში. ბუნებრივია, მისი ასეთი თამაში მსოფლიო ფეხბურთის გრანდების ყურადღების ქვეშ მოექცა და მისი გადაბირება უკვე ბევრ გუნდს სურს, რომელთა რიცხვს მადრიდის რეალიც შეემატა. რეალი ჰალანდში 70 მილიონს იხდის, მაგრამ ავსტრიელები მის გაყიდვას 100 […]

ედენ აზარმა პსჟ-სთან ტრავმა მიიღო

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

მადრიდის რეალის ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა პსჟ-სთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა. თავდაპირველად ტრავმა სერიოზული ჩანდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა აზარი მხოლოდ ორ კვირას გამოტოვებს და დეკემბრის შუა რიცხვებში მოედანზე დაბრუნდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აზარი შეძლებს ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს, რადგან ეს შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება. რეალის და პსჟ-ს დაპირისპირება 2:2 დასრულდა.

კარიმ ბენზემამ რეალთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

ბენზემას ჩემპიონთა ლიგაში 60 გოლი დაუგროვდა

მადრიდის რეალის ფორვარდმა კარიმ ბენზემამ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ის რეალში 2023 წლის ჩათვლით დარჩება. კონტრაქტის მიხედვით ბენზემა კვლავინდებურად რეალის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და ბენზემას თქმით ის რეალიდან წასვლას არ აპირებს. ფრანგი ფორვარდი სამეფო კლუბს 2009 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მან 480 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 233 გოლის გატანა შეძლო. ბენზემა რეალის […]

ედენ აზარი: ”რეალში ადაპტაცია თითქმის გავიარე”

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

მადრიდის რეალის ახალწვეულმა ედენ აზარმა თავის ახალ გუნდზე ისაუბრა და თქვა რომ მან ადაპტაცია თითქმის ბოლომდე გაიარა და თავის ოპტიმალურ ფორმასთან ახლოსაა. მიუხედავად ამისა, აზარის თქმით მას ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა  მოუწევს, რომ რეალის ვარსკვლავი გახდეს: ”ახალ გუნდში გადასვლა ყოველთვის სირთულეებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით თუ ეს გუნდი რეალია, სადაც შეცდომებს არ პატიობენ. ვფიქრობ, ადაპტაცია გავიარე […]

ჟერარ პიკე: ”კლასიკო არ უნდა გადადებულიყო”

პიკე: ”რეალი ასეთ მსაჯობას მიჩვეული არ არის”

ბარსელონას მცველმა ჟერარ პიკემ გადადებულ ელ-კლასიკოზე ისაუბრა და თქვა რომ ამის აუცილებლობა არ იყო. პიკეს აზრით ზოგჯერ პრობლემას ზედმეტად ამუქებენ და სინამდვილეში ეს პრობლემა არ არსებობს: ”არ მესმის რატომ გადაიტანეს რეალთან მატჩი. ვფიქრობ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდებოდა, უბრალოდ ზოგჯერ ვამუქებთ პრობლემებს, რომლებიც არ არის. გულშემატკივარმა შესანიშნავი მატჩის ნახვა ვერ მოახერხა”. ბარსელონა-რეალის დაპირისპირება პოლიტიკური მიზეზების გამო […]

ედენ აზარი: ”რეალში თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი”

ედენ აზარმა ტრავმა მიიღო

მადრიდის რეალის ახალმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა განაცხადა რომ ის რეალში თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა და ჩელსის მადლობა გადაუხადა რომ მათ ამის საშუალება მისცეს. აზარის თქმით ის რეალში ახალი სიმაღლეების დასაპყრობად გადავიდა: ”ჩელსი ძალიან მიყვარს, მაგრამ როდესაც რეალმა ჩემს მიმართ ინტერესი გამოიჩინა მივხვდი რომ ამ გუნდში უნდა გამეგრძელებინა კარიერა. ჩელსის დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის რომ მათ ჩემი […]

ზინედინ ზიდანი: ”3 ქულა დავიმსახურეთ”

ზიდანმა რეალში რამდენიმე ტრანსფერი დაგეგმა

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში სტუმრად გალათასარაის მოუგო ანგარიშით 1:0 და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. რეალის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდეგ განაცხადა რომ რეალმა გამარჯვება დაიმსახურა და მათ უფრო დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ: ”თამაშის სადავეებს სრულიად ვაკონტროლებდით და მეტოქეს არაფრის შექმნის საშუალება არ მივეცით. მეორე ტაიმში კიდევ რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ მთავარი შედეგია. ბედნიერი […]

ბარსელონა-რეალი დეკემბერში გაიმართება

ბარსელონა-რეალი დეკემბერში გაიმართება

ბარსელონას და რეალის დაპირისპირება, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო ოფიციალურად გადაიდო. ამის მიზეზი დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა ბარსელონაში, რაც კატალონიელი პოლიტიკოსების დაკავებამ გამოიწვია. ქალაქში მასობრივად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ კლასიკოს ჩატარება ასეთ პერიოდში მიზანშეწონილად არ ჩათვალა. მატჩი სავარაუდოდ 18 დეკემბერს გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ დამტკიცებული არ არის და ის შესაძლოა შეიცვალოს.

რეალმა პოგბას ტრანსფერზე უარი თქვა

იუვენტუსი პოლ პოგბას დაბრუნებას აპირებს

მადრიდის რეალმა მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრანსფერზე უარი განაცხადა და მის გადაბირებას აღარ ეცდება. რეალი ზაფხულში ცდილობდა პოგბას შეძენას, მაგრამ მანჩესტერმა 200 მილიონზე მეტი მოითხოვა და ამის გამო ტრანსფერი ჩაიშალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეალმა პოგბას ყიდვა მისი ხშირი ტრავმების გამოც გადაიფიქრა და ზიდანი აქცენტს ფედერიკო ვალვერდეზე გააკეთებს, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება. რაც შეეხება […]