ჭდე: ტოტენჰემი

ჟოზე მოურინიო: ”ფეხბურთი მომენატრა”

ჟოზე მოურინიო შესაძლოა რომელიმე ფრანგულ გუნდში ვიხილოთ

ტოტენჰემის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ ფეხბურთის გარეშე ის მოწყენილი იყო და ძალინ უხარია რომ სამუშაოს დაუბრუნდა. მოურინიოს თქმით ტოტენჰემი ძალიან პერსპექტიული გუნდია, რომელსაც შეუძლია ბევრს მიაღწიოს: ”როდესაც ფეხბურთს თვალს შორიდან ვადევნებდი ეს ძალიან მაღიზიანებდა, რადგან მინდოდა რომ მოედანთან ახლოს ვყოფილიყავი. ფეხბურთი მენატრებოდა და მიხარია რომ ჩემს საქმიანობას დავუბრუნდი. ტოტენჰემი ძლიერი გუნდია და […]

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი გახდა

ჟოზე მოურინიო ტოტენჰემის მწვრთნელი გახდა

ლონდონის ტოტენჰემს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ეს თვით ჟოზე მოურინიოა, რომელიც 11 თვის შემდეგ ინგლისურ ფეხბურთში დაბრუნდა. ტოტენჰემმა ცუდი შედეგების გამო მაურისიო პოჩეტინო გაანთავისუფლა და მოურინიომ მისი ადგილი დაიკავა. ჟოზემ უკვე მოაწერა 4 წლიან კონტრაქტს ხელი, რომლის მიხედვითაც მისი წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ რომ მოურინიოს ბოლო გუნდი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, რომელსაც ჟოზე […]

პოჩეტინო: ”ბაიერნმა ყველა დარტყმა გაიტანა”

ტოტენჰემში პოჩეტინოს ხელფასს გაუზრდიან

ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე მიუნჰენის ბაიერნთან გამანადგურებელი მარცხი იწვნია 2:7 და ბუნებრივია ასეთი ანგარიშის შემდეგ მაურისიო პოჩეტინოს უამრავი კითხვა დაუსვეს. არგენტინელმა სპეციალისტმა თავი გაიმართლა და თქვა რომ მის გუნდს უბრალოდ არ გაუმართლა: ”თამაში კარგად დავიწყეთ და პირველი ტაიმის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა რომ ასეთი ანგარიში დაფიქსირდებოდა. ეს კატასტროფაა, მაგრამ უბრალოდ არ გაგვიმართლა. ბაიერნმა ყველა დარტყმული გაიტანა”.

ჰარი კეინი: ”ორბურთიანი უპირატესონის განიავება მიუღებელია”

ჰარი კეინი ერთ თვეს გამოტოვებს

ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა ოლიმპიაკოსთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდისთვის ორბურთიანი უპირატესობის განიავება მიუღებელია. ტოტენჰემი შეხვედრას 2:0 იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა და კეინის აზრით ეს ცუდი შედეგია: ”პირველ ტაიმში უპირატესობა მოვიპოვეთ, რის შემდეგაც მოვდუნდით და მეტოქემ დაგვსაჯა. ჩვენ უკვე საკმაოდ გამოცდილი გუნდი ვართ და ასეთი შედეგი უბრალოდ არ გვეკადრება. იმედი მაქვს, […]

იუვენტუსმა დიბალას გაყიდვაზე უარი თქვა

ტოტენჰემს პაულო დიბალას ყიდვა სურს

პაულო დიბალა შესაძლოა იუვენტუსში დარჩეს, რადგან ტურინულმა გუნდმა მის გაყიდვაზე უარი განაცხადა. დიბალას შეძენა ყველაზე მეტად ტოტენჰემს სურდა, რომელიც მზად იყო ამ ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაეხადა, მაგრამ იუვენტუსმა უარი თქვა. გარდა ამისა, თვითონ დიბალას ინგლისში თამაში არ სურს, ამიტომ სავარაუდოდ ის იუვენტუსში დარჩება. იუვენტუსს ასევე არ დატოვებს მარიო მანჯუკიჩი, რომლის შეძენაც მანჩესტერ იუნაიტედს სურდა.

ტოტენჰემს პაულო დიბალას ყიდვა სურს

ტოტენჰემს პაულო დიბალას ყიდვა სურს

ტოტენჰემმა გადაწყვიტა, რომ წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე უფრო აქტიური იყოს, ვიდრე შარშან და მათ იუვენტუსის არგენტინელ შემტევს პაულო დიბალას დაადგეს თვალი. დიბალას იუვენტუსიდან წასვლაზე უკვე ბევრს საუბრობენ და სავარაუდოდ პაულო ტურინს დატოვებს, რადგან ის მაურისიო სარის სქემაში არ ჯდება. იუვენტუსი დიბალას ტრანსფერში 80 მილიონს ითხოვს და ეს შესაძლოა დაბრკოლება გახდეს ტოტენჰემისთვის. მხარეები უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებს გამართავენ.

ბეილის ყიდვა ტოტენჰემს სურს

ბეილმა შეიძლება რეალი დატოვოს

ლონდონის ტოტენჰემი გარეტ ბეილის დაბრუნებაზე ფიქრობს და მზად არის ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. ბეილი რეალში მხოლოდ მაღალი ხელფასის გამო აპირებს დარჩენას და მან კარგად იცის რომ მომავალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში არ იქნება. ამის მიზეზი კი ზინედინ ზიდანთან უთანხმოებაა. ტოტენჰემში ბეილმა სახელი გაითქვა, ამიტომ შეიძლება ითქვას რომ ეს მისი მშობლიური კლუბია. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ბეილი […]

ლივერპულმა ჩემპიონთა თასი მოიგო

ლივერპულმა ჩემპიონთა თასი მოიგო

რამდენიმე წუთის წინ მადრიდში ატლეტიკოს სტადიონ ვანდა მეტროპოლიტანოზე დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი ინგლისურ გუნდებს – ლივერპულსა და ტოტენჰემს შორის. შეხვედრა ლივერპულის შეტევებით დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე მოჰამედ სალაჰმა პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა – 1:0. მეორე ტაიმის ბოლოს, როდესაც შეხვედრის დასრულებას რამდენიმე წუთი აკლდა, ლივერპულმა გაითამაშა კუთხური, ბურთი შეცვლაზე შესულ დივოკ ორიჯის მიუვიდა, რომელმაც […]

კრისტიან ერიქსენმა შესაძლოა ზაფხულში ტოტენჰემი დატოვოს

რეალი კრისტიან ერიქსენის ყიდვას აპირებს

ტოტენჰემის დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა ზაფხულში შესაძლოა გუნდი დატოვოს. ამაზე აქტიურად იწერება ინგლისურ პრესაში. თვითონ ერიქსენმაც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ის ახალი გამოწვევების მოლოდინშია. ერიქსენის შეძენა ერთი პერიოდი რეალს სურდა, თუმცა არჩევანი ედენ აზარზე გააკეთეს, მაგრამ შესაძლოა მადრიდელებმა არც ერიქსენზე თქვან უარი. დანიელი ნახევარმცველის ტრანსფერი ნებისმიერ გუნდს მინიმუმ 100 მილიონი ევრო დაუჯდება.

ჰარი კეინი: ”ფინალში თამაში შემიძლია”

ჰარი კეინი ერთ თვეს გამოტოვებს

ტოტენჰემის ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ფინალამდე გამოჯანმრთელება შეუძლია. ამჟამად კეინს მხარი აქვს დაზიანებული, რის გამოც ის თავის გუნდს ვერ ეხმარება: ”ბიჭების თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მათ თითქმის შეუძლებელი შეძლეს და ჩვენ ფინალში ვართ, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოვჯანმრთელდე და ფინალში თამაში შევძლო”.