იუვენტუსის ფეხბურთელები კრიშტიანო რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ელიან იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა მილანთან მატჩის დროს სტადიონი თამაშის დამთავრებამდე დატოვა. რონალდუ 55-ე წუთზე შეცვალეს და ამის გამო მან უკმაყოფილება არც დამალა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მან იუვენტუსს გამარჯვება მიულოცა. ტურინელების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ განაცახადა რომ მას რონალდუსთან კონფლიქტი არა აქვს და ყველაფერი პრესის მოგონილია. რონალდუს ამ […]
ჭდე: იუვენტუსი
კრიშტიანო რონალდუმ ტრავმა მოიშუშა
იუვენტუსის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშს შეუდგა. რონალდუმ მცირე ტრავმის გამო ბრეშასთან მატჩი გამოტოვა და ფიფას დაჯილდოებასაც არ დაესწრო, თუმცა ბოროტი ენები ამბობენ რომ რონალდომ ეს სხვა მიზეზების გამო გააკეთა. ასეა თუ ისე კრიშტიანო უკვე მწყობრშია და ის იუვენტუსის შემდეგ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. იუვენტუსი საკუთარ მოედანზე სპალს მიიღებს და მათ ამ შეხვედრაში […]
მაურისიო სარი გამოჯანმრთელდა
იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მაურისიო სარი რამდენიმე კვირის წინ საავადმყოფოში დააწვინეს, რადგან მას ფილტვების სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ეს პრობლემა გამოწვეული იყო სარის სიგარეტის მიმართ სიყვარულით და იტალიელ სპეციალისტს ექიმებმა მოწევა აუკრძალეს. ბოლო ინფორმაციის თანახმად სარი თავს კარგად გრძნობს და მალე დაუბრუნდება სამსახურს. შესაძლოა ეს უკვე მომავალ ტურში მოხდეს, როდესაც იუვენტუსი ნაპოლის დაუპირისპირდება.
კრიშტიანო რონალდუ კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
პორტუგალიელმა ლეგენდამ კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა რომ მან შესაძლოა საფეხბურთო კარიერა მალე დაასრულოს, მაგრამ ასევე შესაძლებელია რომ 40 წლამდეც ითამაშოს. რონალდუს თქმით ის ამ გადაწყვეტილების მიღებას არ იჩქარებს: ”ზუსტად არ ვიცი საფეხბურთო კარიერას როდის დავასრულებ, რადგან მინდა რომ მომენტისაგან სიამოვნება მივიღო. შესაძლოა სეზონის ბოლოს აღარ მომინდეს თამაში, ხოლო შეიძლება 40 წლამდე ვითამაშო. წინასწარ ასეთ რამეებზე არ […]
იუვენტუსმა დიბალას გაყიდვაზე უარი თქვა
პაულო დიბალა შესაძლოა იუვენტუსში დარჩეს, რადგან ტურინულმა გუნდმა მის გაყიდვაზე უარი განაცხადა. დიბალას შეძენა ყველაზე მეტად ტოტენჰემს სურდა, რომელიც მზად იყო ამ ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაეხადა, მაგრამ იუვენტუსმა უარი თქვა. გარდა ამისა, თვითონ დიბალას ინგლისში თამაში არ სურს, ამიტომ სავარაუდოდ ის იუვენტუსში დარჩება. იუვენტუსს ასევე არ დატოვებს მარიო მანჯუკიჩი, რომლის შეძენაც მანჩესტერ იუნაიტედს სურდა.
კრიშტიანო რონალდუ: ”რეალიდან წასვლა იოლი არ იყო”
იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ პირველად ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც მან რეალი დატოვა. რონალდუს თქმით მისთვის იოლი არ იყო რეალიდან წასვლა, მაგრამ მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა: ”როდესაც რეალიდან წავედი, ამისი მიზეზები მქონდა და ამაზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის არ იყო იოლი იმ ადგილის დატოვება, სადაც 9 წელი გავატარე. რეალში ბევრი რამ მოვიგე და ეს გუნდი […]
ტოტენჰემს პაულო დიბალას ყიდვა სურს
ტოტენჰემმა გადაწყვიტა, რომ წლევანდელ სატრანსფერო ბაზარზე უფრო აქტიური იყოს, ვიდრე შარშან და მათ იუვენტუსის არგენტინელ შემტევს პაულო დიბალას დაადგეს თვალი. დიბალას იუვენტუსიდან წასვლაზე უკვე ბევრს საუბრობენ და სავარაუდოდ პაულო ტურინს დატოვებს, რადგან ის მაურისიო სარის სქემაში არ ჯდება. იუვენტუსი დიბალას ტრანსფერში 80 მილიონს ითხოვს და ეს შესაძლოა დაბრკოლება გახდეს ტოტენჰემისთვის. მხარეები უახლოეს დღეებში მოლაპარაკებებს გამართავენ.
ნეიმარი შესაძლოა იუვენტუსში გადავიდეს
ნეიმარის ბარსელონაში ტრანსფერი სავარაუდოდ არ შედგება, რადგან პსჟ 300 მილიონს ითხოვს და ბარსელონამ ანტუან გრიზმანი დაიმატა, ამიტომ კატალონიურ გუნდში ნეიმარის ადგილი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარის მამა ტურინში იმყოფება, სადაც იუვენტუსთან მოლაპარაკებებს გამართავს და შესაძლოა ნეიმარი იუვენტუსში ვიხილოთ. თუმცა მთავარი დაბრკოლება ნეიმარის სატრანსფერო ფასია, რადგან პსჟ მის გაშვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ რომელიმე […]
იუვენტუსს მაურო იკარდის შეძენა სურს
ტურინის იუვენტუსი მაურო იკარდის შეძენით დაინტერესდა. იკარდის ბოლო სეზონში ინტერის ბოსებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და სავარაუდოდ ის ინტერიდან წასვლაზე უარს არ იტყვის. გარდა ამისა, იუვენტუსი მას გაცილებით დიდ ანაზღაურებას სთავაზობს, ვიდრე იკარდის ინტერში აქვს. იუვენტუსის წარმომადგენლები იკარდის აგენტთან აპირებენ შეხვედრას და შესაძლოა მალე უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი. იკარდის სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა.
დე ლიხტი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს
აიაქსის ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მატიას დე ლიხტი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს. დე ლიხტი იუვენტუსს უკვე შეუთანხმდა და ეხლა გუნდები უნდა შეთანხმდნენ სატრანსფერო ფასზე. აიაქსი 140 მილიონს ითხოვს, ხოლო იუვენტუსს კი 100 მილიონის გადახდა სურს, ამიტომ მოლაპარაკებები გაჭიანურდა, თუმცა სავარაუდოდ დე ლიხტი მაინც გახდება იუვენტუსის ფეხბურთელი, რადგან მას აქვს ამის სურვილი. მატიას დე ლიხტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე […]