ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პასუხობს. – ბატონო სერგი, “ჰუმან რაითს ვოჩი” აღნიშნავს, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომ დაუსჯელობის სინდრომია და ასე შემდეგ. ხელისუფლება ამ კვლევებზე არ რეაგირებს, არაფერს ითვალისწინებს და რას ცვლის ეს დასკვნები რეალურად? – ეს დასკვნები არის სარკე რეალურად, რომელიც აჩვენებს, თუ როგორი მდგომარეობაა […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“გახარია უნიჭო მოთამაშე აღმოჩნდა, მისი რესურსი ამოწურულია”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე შიდა პროცესებსა და მომავალ პრემიერზე საუბრობს. – ბატონო დავით, ამბობენ,რომ პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? – ბიძინა ივანიშვილისთვის ახლა პრემიერ-მინისტრად დაბრუნება რეალურად დამაზიანებელი იქნება და არა – წარმატების მომტანი. პარტიაში ყოველდღიური საქმიანობა […]
გიგლა ბარამიძე – “სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე პოლიტიკური ბომბია”
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურ მდივან გიგლა ბარამიძეს. – ბაკურიანში ოჯახთან ერთად დასასვენებლად მყოფ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, შეურაცხყოფა მიაყენეს. ხალხი მის მიმართ სოლიდარობას არ გამოხატავს. ეს რისი მანიშნებელია? – პირველ რიგში, ჩემი მოძრაობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ვგმობთ ყველანაირ აგრესიას და […]
“რატომ გაუჩინარდა დავით სერგეენკო?”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს. – დიმიტრი, ცე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ჩავარდნას სერიოზული პროტესტი მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. რასთან გვაქვს საქმე, კორუფციულ სქემასთან თუ ხელისუფლების უნიათობასთან? – მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჩვენს ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამის დასტური იყო […]
სოსო ცინცაძე – “ივანიშვილმა რამდენიმე ახლობელი უნდა დაიჭიროს”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, ხომ არ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ბოლო განცხადებებით საბაბი მისცა ხელისუფლებას და ახლა ხელისუფლება ცდილობს ეს თითზე დაიხვიოს? – სააკაშვილი თავისი ყველა გამოსვლით ამტკიცებს, რომ გარეთ კი არ არის, ქართული პოლიტიკის შუაგულშია, სრულ ინფორმაციას ფლობს, რაც […]
“აფხაზური მოსახლეობის 60-65% რუსეთისადმი კრიტიკულადაა განწყობილი”
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს “ახალ თაობასთან” დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია აფასებს. მამუკა გვაძაბია: – რაც ახლა აფხაზეთში ხდება, რუსეთის გეგმებში ჯდება მეტ-ნაკლებად. ყოველთვის არის ისეთი მომენტი, როდესაც ამ ქაოსის დამკვეთისთვის რაღაც გაგებით, შეიძლება, მოვლენები ისე არ წარიმართოს, როგორც მას აწყობს. თბილისის არაადეკვატური პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს აფხაზეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში პროდასავლურად განწყობილმა […]
ლევან სამუშია – “თადუმაძე უზენაესი მოსამართლე რომაა, უკვე ესაა პრობლემა”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გენერალური პროკურორობისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კადრის შერჩევის პროცესი. ოპოზიცია მორიგ ფარსზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე კი მიუკერძოებელი პროკურორის შერჩევის პირობას დებს. რამდენად შეძლებს “ქართული ოცნება” ამ პირობის შესრულებას? – კობახიძისა […]
ნიკოლოზ მჟავანაძე – “ირანთან უვიზო მიმოსვლა უნდა გაუქმდეს”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ირანში განვითარებული მოვლენების საქართველოზე ზეგავლენის შესახებ და აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე “ახალ თაობასთან” უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საუბრობს. – ბატონო ნიკოლოზ, ბოლო პერიოდში ირანში განვითარებული პროცესების შემდეგ თქვენ აქტიურად თხოვდით ხელისუფლებას, რომ ირანთან უვიზო მიმოსვლის საკითხისთვის გადაეხედა. რატომ, სერიოზულ საფრთხეს ხედავთ? – ჩემთვის გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ ამერიკის […]
რამაზ საყვარელიძე _ “ოცნება” არჩევნებამდე გახარიამ უნდა მიიყვანოს”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, თქვენ რას უკავშირებთ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს? ვრცელდება ხმები, რომ თავად გიორგი გახარიას უნდა წასვლა. – ორლესული ამბავია სამთავრობო ცვლილებები. ერთი მხრივ, ახლად დანიშნულ ადამიანს ვერაფერს მოსთხოვ და ასეთი ცვლილებები გათვლილია ხოლმე წინასაარჩევნო პერიოდზე, მაგრამ არა ერთი წლით ადრე. […]
გია ხუხაშვილი – „მიშას განცხადებები პროცესს აზარალებს, მაგრამ მისი საფრთხობელას თემა ძალიან გაცვდა“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში მორიგი ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. სააკაშვილმა თქვა, რომ მის დროს მედია თავისუფალი იყო და პოლიტპატიმრები არ იყვნენ. არადა საზოგადოებას კარგად ახსოვს ერთ ხმაზე აჟღერებული ყველა ნაციონალური არხი, დახურული თოქშოუები და სპეცრაზმის „იმედში“ შეჭრა. საზოგადოებას ახსოვს პოლიტპატიმრებიც, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც […]










