ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, ივანიშვილმა კაჭრეთში უმრავლესობასთან შეხვედრაზე პარტიის რეიტინგის 60%-მდე გაზრდა მოითხოვა. ხელისუფლების მიზანი არჩევნებზე 60%-ის აღება და კვლავ ძალაუფლების ერთპიროვნულად შენარჩუნებაა? – დიახ, სწორედ ეს არის ამ 60%-ის გზავნილი. 60%-ზე ვიმუშავებთო და მართლა იმუშავებენ. რეალურად მობილიზებული იქნებიან, მოტივირებულებიც არიან. […]
კატეგორია: გაზეთი ”ახალი თაობა”
“ბოკერია, როგორც თავის ძმაკაცთან, ისე დადის ივანიშვილთან შეხვედრებზე”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან გასაქცევად? რატომ ყიდის ქონებას? იქნება თუ არა ივანიშვილის მემკვიდრე გიგა ბოკერია? ამ და სხვა საინტერესო თემებზე “ახალ თაობას” ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – ლადო, რა ხდება, რა სიტუაციაა ქვეყანაში? კარგავს “ოცნება” გავლენებს თუ პირიქით, ცდილობს, რომ მეტი გავლენა მოიპოვოს? – რაც შეეხება ბოლო პერიოდის პროცესებს, ერთის […]
“არ დაიჯერებთ, იმდენად ბინძური და ამაზრზენი ინფორმაცია შეგვხვდა” – დიმიტრი ლორთქიფანიძე ფილმის “და მერე ჩვენ ვიცეკვეთ” მოხსნას ითხოვს
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ შს სამინისტროსა და მთავარ პროკურტურას საჩივრით მიმართა. მან ფილმის “და მერე ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებიდან მოხსნა მოითხოვა. “ახალი თაობა” დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა. – ბატონო დიმიტრი, ფილმის ჩვენების პროცესში რა დარღვევა აღმოაჩინეთ? – ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” ყველანაირი დარღვევით ჩაუშვეს გაქირავებაში. ეს ის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არა […]
მირიან მირიანაშვილი – “პატრიარქზე შეტევა დიდი მარცხით დასრულდა – საქართველოს საპატრიარქო რუსეთის მარწუხებიდან გამოვიდა”
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს. – შეიძლება თუ არა საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენების შეჯამება? – დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე დიდი მარცხით დასრულდა. თავდასხმის ორგანიზატორი მოსკოვი იყო. რუსეთმა ამ კამპანიაში ჩააბა აქაური მსახურები. საბედნიეროდ, დირიჟორებს ამ ეტაპისთვის სარეზერვო გეგმა არ აღმოაჩნდათ. ამის გამო […]
დავით ჭიჭინაძე – “ოცნება” 2020-ში კოალიციურ მთავრობაშიც კი ვერ მოხვდება”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო დავით, თქვენ განაცხადეთ, რომ 2020 წელი არ იქნება საქველმოქმედო წელი. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობთ? – დიახ, ნამდვილად არ იქნება 2020 წელი საქველმოქმედო წელი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ივანიშვილმა მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ […]
ზაალ უდუმაშვილი – „კალაძე დამოუკიდებელი მოთამაშე ვერ გახდება”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა თბილისის მერიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მერიის მიერ 2018 წელს დახარჯული სატელევიზიო სარეკლამო თანხების 69% ტელეკომპანია “იმედზე“ მოდის კვლევაში მოხვდა მერიის მიერ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ბიუჯეტიდან დახარჯული თანხებიც, რაც 2018 წელს, ჯამში, დაახლოებით 2.7 მლნ ლარია. 2017 წელს ამ მიზნით თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით […]
ანზორ აბრალავა – “ქრისტიანად მოქცეულ” სააკაშვილს არჩევნებისთვის უნდა გამოეყენებინა მრევლი”
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა აქტუალურ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას. – “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ყოველდღე იმეორებენ, რომ ივნისში ნაცმოძრაობას დაგეგმილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემოდგომაზე კი – საეკლესო გადატრიალება. მათი თქმით, საქართველო ორივე რევოლუციას გადაურჩა. ამ განცხადებებს საფუძველიც რომ ჰქონდეს, ხალხს ასეთი პროპაგანდის აღარ სჯერა. – პირადად ადრე ბევრჯერ მისაუბრია სააკაშვილისა და […]
თაკო ჩარკვიანი – ”მეუფე პეტრე რუსეთის უშიშროების მსტოვრებმა გადარიეს”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა რას ნიშნავს ნიკა გვარამიასთვის ახალი ბრალის წარდგენა? უკავშირდება თუ არა წყალტუბოს რეაბილიტაცია არჩევნებს? რა პროცესები მიდის საპატრიარქოში და იმართება თუ არა ეკლესია დღეს რუსეთის გავლენის მიხედვით? რატომ აკავშირებს საპატრიარქოში არსებულ დღევანდელ ვითარებას 90-იანი წლების საქართველოსთან, რა კავშირშია რუსეთის უშიშროება და ვინ აწვდის მეუფე პეტრეს ცრუ ინფორმაციებს? – ამ და სხვა საინტერესო […]
მამუკა გამყრელიძე – “უმართავი ადამიანი ვარ, ვერავინ ვერსაიდან ვერ გამრიცხავს!”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” მამუკა გამყრელიძეს და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსს დაატოვებინეს. მამუკა გამყრელიძე ამ ინფორმაციას “ახალ თაობასთან” ინტერვიუში არ ადასტურებს. თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ნაცმოძრაობის ერთ ნაწილს ამის სურვილი აქვს. – ბატონო მამუკა რა ხდება ოპოზიციურ ერთობაში და რა საფუძელი აქვს ამ ჭორებს? აქტიურად საუბრობენ, […]
სოსო ცინცაძე – “პრეზიდენტ ზურაბიშვილს დეკანოზ მამალაძეს შეაწყალებინებენ”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საუბრობს იმაზე, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს. – ბატონო სოსო, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის განთავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილს ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. როგორ ფიქრობთ, დეკანოზს შეიწყალებს? – სრულიად აშკარაა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი კიდევ არაერთ სატკივარს გაუჩენს ხელისუფლებას. […]










