ევროკომისიამ უნგრეთისა და პოლონეთის ზოგიერთი რეგიონის წინააღმდეგ ლგბტქ თემის დისკრიმინაციის გამო სამართლებრივი დავა დაიწყო. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ლგბტქ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს. პოლონეთში კი 100-ზე მეტმა რეგიონმა თავი გამოაცხადა „ლგბტქ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად”, რამაც ბლოკში კრიტიკა გამოიწვია. „ევროპა არასდროს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზაციას. თანასწორობა […]
კატეგორია: მსოფლიო
შიშველი ქალი 2 შენობას შორის გაიჭედა – რა მოხდა აშშ-ში
ორ შენობას შორის გაჭედილი შიშველი ქალი იპოვეს – შემთხვევა კალიფორნიაში, ქალაქ სანტა ანაში მოხდა. მაშველები ქალს დახმარებას ორი საათის მანძილზე უწევდნენ. ამბის მთავარი გმირი, ორი სხვადასხვა შენობის კედელს შორის იყო გაჭედილი, რომელთა შორის დაშორებაც 20 სანტიმეტრია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნის მანძილზე ითხოვდა უცნობი პირი დახმარებას, ან როგორ გაიჭედა ამ ვიწრო ადგილას. “ის ყვიროდა, ყვიროდა და ყვიროდა, ჩვენ […]
ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასს დაარტყა
ისრაელმა ღაზას სექტორში მდებარე „ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე ავიაიერიში განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ყველა სცენარისთვის მზად არიან. მათი განმარტებით, იერიში პალესტინის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სპეციალური, ცეცხლგამჩენი ბურთების გაშვების საპასუხო ქმედებაა. ისრაელმა ღაზას სექტორის წინააღმდეგ ავიაიერიში რამდენჯერმე განახორციელა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 11-დღიანი […]
უკრაინის შს მინისტრი ავაკოვი გადადგა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინის შსს ავრცელებს. „დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობისთვის. მადლობას ვუხდი თითოეულ ოფიცერს და თანამშრომელს. ეს ჩემთვის პატივია!“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ავაკოვი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2014 წლის თებერვლიდან იკავებს.
საფრანგეთში კოვიდ 19-ზე ვაქცინაცია ექიმებისთვის სავალდებულო ხდება
საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, 15 სექტემბრამდე ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორის ყველა თანამშრომელი სრულად უნდა იყოს ვაქცინირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანაზღაურების გარეშე დარჩენა ემუქრებათ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მოთხოვნა ვრცელდება ექიმებზე, ექთნებზე, საოფისე პერსონალსა და მოხალისეებზე. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, შემდეგი თვიდან საჭირო იქნება სამედიცინო ბარათების ჩვენება მაღაზიებში, საავადმყოფოებში, ბარებში, კინოთეატრებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებში შესასვლელად. დოკუმენტში აღნიშნულია, […]
ბელგიაში კოვიდ 19-ის 2 შტამით დაინფიცირებული ქალი გარდაიცვალა
ბელგიაში კორონავირუსით 90 წლის ქალი დაიღუპა, რომელიც, ვირუსის „ალფა“ და „ბეტა“ ვარიანტებით იყო დაინფიცირებული, – ინფორმაციას მედია საშუალებები ბელგიელ მეცნიერებზე დაყრდნობით ავრცელებენ. ”ეს არის SARS-CoV-2– ის ორი შემაშფოთებელი ვარიანტით თანაინფიცირების ერთ-ერთი პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა”, – განაცხადა ბიოლოგმა ენ ვანკირბერგენი, რომელიც კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპული კონგრესის (ECCMID) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორია. მისივე თქმით, პაციენტი […]
მიწისძვრა ტაჯიკეთში – 5 ადამიანი დაიღუპა
ტაჯიკეთში მიწისძვრამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა – ინფორმაციას “როიტერი” ტაჯიკეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ დუშამბიდან 165 კილომეტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო, ბიძგების სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა. შედეგად 20 საცხოვრებელი სახლი დაზიანადა. მთავარი
საფრანგეთში კოვიდით ინფიცირების 40% დელტა ვარიანტზე მოდის
საფრანგეთში, მიმდინარე კვირაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაახლოებით 40% „დელტა“ ვარიანტზე მოდის, – ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერმა გაბრიელ ატალმა განაცხადა. მისი თქმით, „დელტა“ ვარიანტის წილი ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყოველ კვირაში ორმაგდება. მთავრობის პრესსპიკერის განმარტებით, სამი კვირის წინ აღნიშნულ ვარიანტზე ინფიცირების შემთხვევების 10%-ი მოდიოდა, ეს მაჩვენებელი გასულ კვირაში 20%-მდე, მიმდინარე კვირაში კი – 40%-მდე გაიზარდა. გამოცემა […]
პრემიერმა სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 22 აგვისტოს ჩათვლით დარჩება. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე მიიღო. ტოკიოში გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია 13 მაისის შემდეგ. შეგახსენებთ, ტოკიოში 23 ივლისს ოლიმპიადა იწყება, რომელიც 8 აგვისტომდე გაგრძელდება. იპნ
დუბაის პორტში გემი აფეთქდა
დუბაიში, “ჯებელ – ალის” პორტში მდებარე გემის კონტეინერში აფეთქება მოხდა, რომელმაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, არ არის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია. ხანძარი კონტროლდება. “გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ჯებელ – ალის პორტში გემის, კონტეინერში. დუბაის სამოქალაქო თავდაცვის გუნდი მუშაობს ხანძრის ჩასაქრობად”, – ნათქვამია დუბაის მედიის ოფისის “ტვიტერზე” განცხადებაში.დუბაიში CNN- ის რამდენიმე […]










