სერბ ჩოგბურთის ლეგენდას ნოვაკ ჯოკოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ ჯოკოვიჩმა დაადასტურა. ნოვაკის გარდა ვირუსი გრიგორ დიმიტროვს და ვიქტორ ტროიცკის დაუდასტურდათ, რომლებიც ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებულ ამხანაგურ ტურნირში იღებდნენ მონაწილეობას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვირუსი აქვს ჯოკოვიჩის ცოლსაც, ხოლო მის ბავშვებს არა. ნოვაკმა ბოდიში მოუხადა თავის კოლეგებს და იმედი გამოთქვა რომ ვირუსი მათთვის საშიში არ იქნება. […]
კატეგორია: სპორტი
კიკე სეტიენი: “ლეგანესთან რთული შეხვედრა გამოდგა“
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ლეგანესთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ ეს მატჩი მისი გუნდისთვის საკმაოდ რთული გამოდგა, რადგან მეტოქე თავს კარგად იცავდა. სეტიენის აზრით ბარსელონა იდეალური ფორმისგან ჯერ შორს არის, თუმცა ისინი მუშაობას აგრძელებენ: “ბურთთან ჯერ ისე კარგად ვერ ვმუშაობთ როგორც საჭიროა, ამიტომ სივრცეების პოვნა გვიჭირდა, თან მეტოქე თავს კარგად იცავდა. ანსუ ფატიმ შესანიშნავი […]
თორნიკე შენგელია – “ცსკაზე ვერაფერს ვიტყვი, ამჟამად მხოლოდ ბასკონიაზე ვფიქრობ”
დღეს 17 ივნისს თორნიკე შენგელიას “ბასკონია” კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ACB ლიგაში პირველ მატჩს ატარებს, “ბასკონია” “ბილბაოს” დაუპირისპირდება. მატჩის წინ ქართველ ლეგიონერს ჟურნალისტებმა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები, რომლის თანახმადაც, საქართველოს ნაკრებისა და “ბასკონიას” კაპიტანმა მოსკოვის ცსკა-სთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, ესპანურ მედიასთან თორნიკე შენგელიამ ეს არ დაადასტურა. “ცსკა-სთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. ამჟამად “ბასკონიასთან” ორ წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და 100%-ით მთლიანად გუნდის […]
ზინედინ ზიდანი: “თამაშით კმაყოფილი დავრჩი“
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა რომ ის ეიბართან მატჩით ძალიან კმაყოფილია და სურს რომ მისმა გუნდმა ასე გააგრძელოს მომავალშიც. რეალმა ეიბარი საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა. აღსანიშნავია რომ სამივე გოლი მადრიდელებმა შეხვედრის პირველ ტაიმში გაიტანეს: “ვაღიარებ რომ პირველი ნახევარი უკეთესი გამოგვივიდა, ვიდრე მეორე, მაგრამ საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. მომავალ შეხვედრებში შეცდომის დაშვების უფლება არ […]
კიკე სეტიენი: “მესი კარგ ფორმაშია“
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა განაცხადა რომ მისი გუნდი მზად არის სეზონის განახლებისთვის და ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია. სეტიენმა ლიონელ მესიზეც ისაუბრა და თქვა რომ არგენტინელი ვარსკვლავიც თითქმის ოპტიმალურ ფორმაში იმყოფება: “მესი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მას მცირე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მან ეს ტრავმა უკვე მოიშუშა. სავარაუდოდ ლეო მალიორკას წინააღმდეგ ითამაშებს, მაგრამ წინასწარ საუბარი არ […]
რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა სიტიდან წავიდეს
მანჩესტერ სიტის შემტევი რაჰიმ სტერლინგი შესაძლოა გუნდიდან წავიდეს, თუ სიტის ჩემპიონთა ლიგაში ორწლიანი დისკვალიფიკაცია არ მოუხსნეს, რომელიც შემდეგი სეზონიდან ამოქმედდება. სტერლინგის ყიდვა მადრიდის რეალს სურდა, მაგრამ რაჰიმის სატრანსფერო ფასი 100 მილიონს აღემატება და შესაძლოა რეალი ამ თანხას ვერ გაწვდეს, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო. გარდა ამისა, თვითონ სტერლინგს ინგლისში დარჩენა სურს. მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ […]
უსმან დემბელე: “სათამაშოდ მზად ვარ“
ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ განაცხადა რომ ის მზად არის მოედანზე გამოსასვლელად და სათამაშოდ და მას ერთი სული აქვს რომ ეს გააკეთოს. დემბელეს თქმით მან უკვე მოიშუშა ტრავმა და ამჯერად ის შეეცდება რომ ტრავმებმა მას ხელი აღარ შეუშალონ: “ძალიან მომენატრა მოედანზე გამოსვლა და ჩემი საყვარელი საქმის კეთება. დიდი იმედი მაქვს რომ ტრავმები ხელს აღარ შემიშლიან. […]
სერხიო რამოსი: “ სეზონის განახლება ყველას გვინდა“
მადრიდის რეალის მცველმა სერხიო რამოსმა სეზონის განახლებაზე ისაუბრა და თქვა რომ მას ძალიან უნდა რომ ეს მალე მოხდეს. რამოსის თქმით ყველა ფეხბურთელს მოენატრა თამაში და ეს მხოლოდ რამოსს არ ეხება: “ეს თვეები სახლებში ოჯახებთან გავატარეთ და ნამდვილად არ იყო ცუდი, მაგრამ მოვიდა დრო ვაკეთოთ ის რაც ყველაზე მეტად გვსიამოვნებს და რაც ჩვენი საქმეა. მინდა რომ […]
პრემიერი სანჩესი – “ლა ლიგა 8 ივნისს დაბრუნდება”
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის განახლების უფლება გასცა. „ესპანეთმა გააკეთა ის, რასაც მისგან ელოდნენ. ახლა ყველას წინაშე იხსნება ახალი ჰორიზონტები. დადგა დრო, აღვადგინოთ ყოველდღიური საქმიანობა. 8 ივნისს ლა ლიგა დაბრუნდება“, – განაცხადა სანჩესმა. ესპანეთის ჩემპიონატის 27 ტურის შემდეგ, ლიდერი „ბარსელონაა“, რომელიც 2 ქულით უსწრებს მადრიდის „რეალს“. მესამე ადგილზე „სევილიაა“, რომელიც […]
მანუელ ნოიერმა ბაიერნთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
მიუნხენის ბაიერნის მეკარემ მანუელ ნოიერმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ის ბაიერნის ფეხბურთელი 2024 წლის ჩათვლით იქნება. ახალი კონტრაქტის მიხედვით ნოიერის ყოველთვიური ანაზღაურება თითქმის მილიონი ევრო იქნება და ის ბაიერნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ნოიერი ერთი პერიოდი არ ჩქარობდა კონტრაქტის გახანგრძლივებას, მაგრამ როგორც ჩანს ხელფასის გაზრდამ თავისი გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე. ნოიერი ბაიერნში 2011 წელს […]









